ღმერთის გაჯავრება ბიბლიის მუხლები

მეორე რჯული 9:7-8
გახსოვდეს, ნუ დაივიწყებ, როგორ ანრისხებდი უფალს, შენს ღმერთს, უდაბნოში, ეგვიპტის ქვეყნიდან გამოსვლის დღიდან ამ ადგილზე მოსვლამდე, მუდამ უჯანყდებოდი უფალს. ხორებშიც განარისხეთ უფალი და განადგურება დაგიპირათ თქვენზე გამწყრალმა.

რიცხვნი 32:9-13
მივიდნენ ეშქოლის ხეობამდე, იხილეს ქვეყანა და გული აუცრუეს ისრაელის ძეთ იმ ქვეყანაში შესვლაზე, რომელიც მათთვის ჰქონდა მიცემული უფალს. და აღინთო უფლის რისხვა იმ დღეს და ასე დაიფიცა: ვერ იხილავს ეგვიპტიდან გამოსული ეს ხალხი, ოცი წლის ასაკიდან და უფროსი, ქვეყანას, რომელზეც შევფიცე აბრაჰამს, ისაკს და იაკობს, რადგან არ გამომყვნენ მთელი გულით. გარდა ხალებისა, კენიზელი იეფუნეს ძისა და იეშუა ნავეს ძისა, რადგან ისინი მიჰყვებიან უფალს. აღინთო უფლის რისხვა ისრაელზე და ახეტიალა უდაბნოში ორმოც წელს, ვიდრე არ შთაინთქა მთელი თაობა, რომელიც ბოროტად იქცეოდა უფლის თვალში.

მეორე რჯული 32:29
რადგან ვიცი, გაირყვნებით ჩემი სიკვდილის შემდეგ და გადაუხვევთ იმ გზას, რომელზეც გიბრძანეთ სიარული; შეგემთხვევათ უბედურება ბოლო დღეებში, რადგან ბოროტებას ჩაიდენთ უფლის თვალში და განარისხებთ მას თქვენი ნამოქმედარით”.

იესო ნავეს ძე 7:1
მაგრამ ორგულად მოიქცნენ ისრაელის ძენი დარისხებულის მიმართ; და აიღო დარისხებულისგან ყაქანმა, ქარმის ძემ, ზაბდის ძემ, ზერახის შთამომავალმა იუდას ტომიდან; და აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელის ძეებზე.

2 მეფეთა 6:6-7
ნახონის კალომდე რომ მივიდნენ, ღვთის კიდობნისკენ გაიწოდა ყუზამ ხელი დასაჭერად, რადგან კინაღამ გადმოაგდეს იგი ხარებმა. აღინთო უფლის რისხვა ყუზაზე და დასცა იგი ღმერთმა მისი უპატივცემლობის გამო და მოკვდა იქ, ღვთის კიდობანთან.

3 მეფეთა 15:30
იერობყამის ცოდვების გამო, თვითონ რომ შესცოდა და ისრაელსაც რომ აცდუნებდა და ამით უფლის, ისრაელის ღმერთის რისხვა გამოიწვია.

ესაია 65:1-5
გამოვეცხადე მათ, ვინც არ მეძიებდა; ვაპოვნინე თავი მათ, ვინც არ მკითხულობდა. ვუთხარი: „აქ ვარ!” ხალხს, რომელიც არ იწოდებოდა ჩემი სახელით. მთელ დღეს გაწვდილი მქონდა მათკენ ხელები, ურჩთა გზით თავის ნებაზე მავალი, უკეთური ხალხისკენ. ხალხისკენ, რომელიც გამუდმებით მიწვევს! ჩემს თვალწინ, ბაღებში მსხვერპლის მიმტანი და აგურებზე მკმეველი, სამარხებთან მჯდარი და დაფარულ ადგილებში ღამის მთეველი, ღორის ხორცს ჭამენ და უწმიდური ნახარში აქვთ თავიანთ ჭურჭლებში. ამბობენ: „განზე გადექ, ნუ მომიახლოვდები, რადგან შენზე წმიდა ვარ”. ესენი კვამლია ჩემს ნესტოებში, ცეცხლივით ანთია მთელი დღე.

იერემია 32:30-33
რადგან სიყმაწვილიდანვე მხოლოდ ბოროტებას სჩადიოდნენ ჩემს თვალში ისრაელისა და იუდას ძენი, მხოლოდ მარისხებდნენ ისრაელის ძენი თავიანთი ხელის ნამოქმედარით, ამბობს უფალი. რადგან ჩემს რისხვად და ჩემს გულისწყრომად იყო ეს ქალაქი მისი აშენებიდან დღემდე; თავიდან მოვიშორებ ისრაელის ძეთა და იუდას ძეთა ყველა ბოროტების გამო, ჩემს განსარისხებლად რომ სჩადიოდნენ მათი მეფენი, მათი მთავრები, მათი მღვდლები და მათი წინასწარმეტყველები, იუდას კაცები და იერუსალიმის მცხოვრებნი. ზურგი მომაქციეს და არა სახე; გათენებისთანავე ვასწავლიდი, მაგრამ მაინც არ შეისმინეს, არ მიიღეს დარიგება.

ეზეკიელი 8:17
მითხრა: „ხომ ნახე, ძეო კაცისავ? ცოტაა იუდას ტაძრისთვის იმ სისაძაგლეთა ჩადენა, რასაც აქ სჩადის? აავსეს ქვეყანა ძალადობით და მეტად და მეტად მანრისხებენ; აჰა, რტოები მიაქვთ ცხვირთან.

ოსია 12:14
ეფრემმა განარისხა თავისი უფალი, მასზეა მისი სისხლისმღვრელი საქმეები და დიდი ბატონი მიუზღავს მას სიძულვილისთვის.

მსაჯული 2:12-13
და მიატოვეს უფალი, თავიანთი მამების ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოიყვანა ისინი და გაჰყვნენ სხვა ღმერთებს, იმ ხალხთა ღმერთებს, მათ ირგვლივ რომ იყვნენ, თაყვანს სცემდნენ მათ და აჯავრებდნენ უფალს. მიატოვეს უფალი და ემსახურებოდნენ ბაყალსა და ყაშთაროთებს.

ფსალმუნები 77:58-59
განარისხებდნენ თავისი მაღლობებით და კერპებით აღვიძებდნენ მის შურს. ისმინა ღმერთმა, რისხვით აღივსო და დიდად შეიძულა ისრაელი.

ფსალმუნები 105:28-29
ბაყალ-ფეღორს შეეკვრნენ და მკვდართა შესაწირი ჭამეს. განარისხეს თავიანთი მოქმედებით და მომსვრელი სენი დაატყდათ თავს.

იერემია 7:17-19
განა ვერ ხედავ, რას სჩადიან ისინი იუდას ქალაქებსა და იერუსალიმის ქუჩებში? ძენი შეშას აგროვებენ, მამები ცეცხლს აჩაღებენ, ქალები კი ცომს ზელენ, რომ კვერები დააცხონ ცათა დედოფლის პატივსაცემად, და სასმელს ღვრიან სხვა ღმერთებისთვის, რათა გამაბრაზონ. მაგრამ მე მაბრაზებენ ისინი, ამბობს უფალი, თუ თავს ირცხვენენ?”

ეზეკიელი 20:28
მოვიყვანე ქვეყანაში, რომელზეც შევფიცე, რომ მათ მივცემდი; მათ კი, სადაც მაღლობი და შეფოთლილი ხე ნახეს, იქ სწირავდნენ მსხვერპლებს, განმარისხებდნენ შენაწირებით, აღავლენდნენ კეთილსურნელებას და ღვრიდნენ საღვრელებს.

4 მეფეთა 17-17
ცეცხლში ატარებდნენ თავიანთ ვაჟებსა და ასულებს, მკითხაობდნენ, ჯადოქრობდნენ და ბოროტად იქცეოდნენ უფლის თვალში, მის განსარისხებლად.

იერემია 44:3
მათი იმ ბოროტების გამო, რასაც ჩემს გასაბრაზებლად ჩადიოდნენ, უცხო ღმერთებს რომ უკმევდნენ და ემსახურებოდნენ, რომლებსაც არც თვითონ იცნობდნენ და არც მათი მამები.

Advertisements