ღმერთის კურთხევა ახლოსაა ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 74:1
გმადლობთ შენ ღმერთო, მადლობას გწირავთ, რადგან ახლოა შენი სახელი; შენს საოცრებებს აუწყებენ ადამიანები.

ესაია 46:13
მოვაახლოვე ჩემი სიმართლე, შორს არ არის და ხსნა ჩემსმიერი არ დააყოვნებს. ვუწყალობებ ხსნას სიონს და ისრაელს – ჩემს დიდებას.

ფსალმუნები 84:9
მართლაც ახლოა მისმიერი ხსნა მის მოშიშთათვის, რათა დიდებამ დაისადგუროს ჩვენს ქვეყანაში.

მათეს 3:2
ამბობდა: „მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო.

მათეს 10:7
როდესაც მიხვალთ, იქადაგეთ, რომ მოახლოვდა ცათა სამეფო.

ლუკას 10:9
განკურნეთ იქ მყოფი სნეულნი და უთხარით: მოგიახლოვდათ-თქო ღმერთის სამეფო.

მარკოზის 1:15
ამბობდა: „აღსრულდა ჟამი და მოახლოვდა ღმერთის სამეფო. მოინანიეთ და იწამეთ სახარება”.

მარკოზის 12:34
იესომ დაინახა, რომ მან გონივრულად უპასუხა, და უთხრა მას: „შორს არ დგახარ ღმერთის სამეფოსგან”. ამის შემდეგ ვეღარავინ შებედა კითხვის დასმა.

მეორე რჯული 30:14
რადგან ძალიან ახლოა ეს სიტყვა შენთან; შენს ბაგეზეა იგი და შენს გულში, რათა ასრულებდე მას.

რომაელთა10:8
მაგრამ რას ამბობს იგი? „ახლოა შენთან სიტყვა, შენს ბაგეში და შენს გულში”, ესე იგი, რწმენის სიტყვა, რომელსაც ვქადაგებთ.

Advertisements