ღმერთის შემწეობა გულგატეხილობისას ბიბლიის მუხლები

2 კორინთელთა 7:6
მაგრამ ღმერთმა, რომელიც მორჩილთა ნუგეშისმცემელია, გვანუგეშა ტიტეს მოსვლით.

ფსალმუნები 33:18
ახლოა უფალი გულმოდრეკილებთან და სულით მორჩილებს იხსნის.

იოანეს 16:33
ეს იმიტომ გითხარით, რომ მშვიდობა გქონდეთ ჩემში. წუთისოფელში ჭირი გექნებათ, მაგრამ გამხნევდით! მე ვძლიე წუთისოფელს”.

რომაელთა 8:35-39
ვინ ჩამოგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს: ჭირი თუ შევიწროება, დევნა თუ შიმშილი, სიშიშვლე თუ საფრთხე, ანდა მახვილი? როგორც წერია: „რადგან შენ გამო გვხოცავენ ყოველდღე, დასაკლავ ცხვრებად ვართ მიჩნეულნი”. მაგრამ ყოველივე ამას ვძლევთ ჩვენი მოყვარულის მეშვეობით. და მწამს, რომ ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზები და ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო და ვერც მომავალი, ვერც სიმაღლე და ვერც სიღრმე, ვერც ვერავითარი სხვა ქმნილება ვერ შეძლებს ჩვენს ჩამოშორებას ღვთის სიყვარულისაგან ჩვენს უფალ ქრისტე იესოში.

მეორე რჯული 31:6-8
გამაგრდი და განმტკიცდი, ნუ შეგეშინდება და ნუ შეძრწუნდები მათ წინაშე, რადგან თავად უფალი, შენი ღმერთია შენთან; არ მოგშორდება და არ მიგატოვებს”. მოუხმო მოსემ იესო და უთხრა მას მთელი ისრაელის თვალწინ: „გამაგრდი და განმტკიცდი, რადგან შენ შეხვალ ამ ხალხთან ერთად იმ მიწაზე, რომლის მიცემაც ფიცით აღუთქვა უფალმა მათ მამებს და შენ დაუმკვიდრებ მას. თავად უფალი წაგიძღვება, ის იქნება შენთან, არ მოგშორდება და არ მიგატოვებს; ნუ შეგეშინდება და ნუ შედრკები”.

იესო ნავეს ძე 1:9
განა ნაბრძანები არა მაქვს შენთვის, განმტკიცდი და ძლიერ გამხნევდი-მეთქი? ნუ შეძრწუნდები და შეთრთოლდები, რადგან შენთან იქნება უფალი, შენი ღმერთი, ყველგან, სადაც კი წახვალ!”

1 ნეშტთა 28:20
უთხრა დავითმა სოლომონს, თავის ძეს: „მტკიცედ იდექი, გაბედული იყავი და შეუდექი საქმეს. ნუ შეგეშინდება და ნუ შეძრწუნდები, რადგან უფალი ღმერთი, ჩემი ღმერთი, შენთანაა და არ მიგატოვებს, უფლის სახლის მსახურების ყოველი საქმის აღსრულებამდე.

2 ნეშტთა 20:15-17
თქვა: „ისმინე, მთელო იუდავ, იერუსალიმის მკვიდრნო და მეფე იოშაფატ! ასე ამბობს უფალი: ნუ შეგაშინებთ და შეგაძრწუნებთ ეს დიდი ურდო, რადგან თქვენი კი არაა ეს ბრძოლა, არამედ ღმერთის. ჩადით ხვალ მათთან; აჰა, ისინი ჰაციცის მაღლობზე ამოვლენ და ხევის ბოლოს, იერუელის უდაბნოს წინ წააწყდებით მათ. ამჯერად თქვენ არ იბრძოლებთ; აღსდექით და იხილეთ უფლისმიერი ხსნა, იუდავ და იერუსალიმ! ნუ შეშინდებით და შეძრწუნდებით. გადით ხვალ მათ პირისპირ, რადგან უფალი იქნება თქვენთან!”

ესაია 40:29-31
დაქანცულს ძალას აძლევს და უძლურს ძლიერებას ჰმატებს. უძლურდებიან ყმაწვილნი და იქანცებიან ჭაბუკნი, ირყევიან და ბორძიკდებიან. უფლის მომლოდინენი კი ძალას განიახლებენ, არწივივით გაშლიან ფრთებს, გაიქცევიან და არ დაიღლებიან, ივლიან და არ დაიქანცებიან.

ესაია 61:1
უფლის სულია ჩემზე, რადგან მცხო უფალმა გლახაკთა სახარებლად, წარმომგზავნა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების გამოსაცხადებლად და პატიმართა გასათავისუფლებლად.

ლუკას 4:18
„უფლის სულია ჩემზე, რადგან მან მცხო გლახაკთა სახარებლად, მომავლინა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების გამოსაცხადებლად და ბრმათათვის თვალის ასახელად, ჩაგრულთა გასათავისუფლებლად,

იერემია 30:10
ნუ გეშინია, იაკობ, ჩემო მსახურო! ამბობს უფალი, და ნუ დაფრთხები, ისრაელ, რადგან, აჰა, გამოგიხსნი შორეული მიწიდან და შენს შთამომავალთ – მათი ტყვეობის ქვეყნიდან. დაბრუნდება იაკობი, იცხოვრებს წყნარად და მშვიდად და აღარავინ იქნება მისი შემშინებელი.

Advertisements