ღმერთის უარყოფის შედეგები ბიბლიის მუხლები

დაბადება 6:6
მაშინ შეწუხდა უფალი, ადამიანი რომ შექმნა ამქვეყნად და დანაღვლიანდა.

ეზეკიელი 6:9
გამიხსენებენ თქვენგან გადარჩენილნი ხალხებში, სადაც იქნებიან გადასახლებულნი, როცა შევმუსრავ მათ მეძავ გულს, რომელიც განმიდგა და მათ თვალებს, რომლებიც მეძავობდნენ თავიანთი კერპების კვალზე. შეზიზღდებათ საკუთარი თავები იმ ბოროტების გამო, რაც მოიმოქმედეს მთელ თავის სისაძაგლეში.

იერემია 2:2
„წადი და გამოაცხადე იერუსალიმის გასაგონად. თქვი, ასე ამბობს-თქო უფალი: მახსოვს შენი ყმაწვილური ერთგულება და შენი ნიშნობის სიყვარული, უკან რომ მომყვებოდი უდაბნოში, დაუხნავ-დაუთესელ ქვეყანაში.

იერემია 3:20
მართლაც, როგორც ცოლი ღალატობს ქმარს, ისე მიღალატე, ისრაელის სახლო! ამბობს უფალი.

იერემია 31:32
არა ისეთ აღთქმას, რომელიც მათ მამებს დავუდე იმ დღეს, როცა ხელი მოვკიდე ეგვიპტის ქვეყნიდან გამოსაყვანად; აღთქმა, რომელიც დაარღვიეს, თუმცა ქმრობას ვუწევდი მათ!” – ამბობს უფალი.

ოსია 1:2
როცა იწყო უფალმა ოსიას პირით ლაპარაკი, უთხრა ოსიას: „წადი, მოიყვანე ცოლად გარყვნილი ქალი და იყოლიე გარყვნილების შვილები; რადგან საშინელი მრუშობით გაირყვნა ქვეყანა და განუდგა უფალს”.

ოსია 11:1-4
შევიყვარე ისრაელი, როცა ყრმა იყო და ეგვიპტიდან მოვუხმე ჩემს ძეს.  რაც უფრო ვუხმობდი, მით უფრო გამირბოდა; ბაყალებს სწირავდა მსხვერპლს და კერპებს უკმევდა საკმეველს.  ეფრემსაც მე ვასწავლე სიარული, ხელში მყავდა აყვანილი და არ იცოდნენ, რომ განვკურნე.  ადამიანური საბელებით ვატარებდი, სიყვარულის თოკებით, ვითარცა ამხსნელი ლაგამისა მათი ყბებიდან; დავიხარე და ვკვებავდი მათ.

მეორე რჯული 32:18
შენი გამჩენი კლდე აღარ გახსოვს და ღმერთი, შენი შემოქმედი – დაივიწყე.

იერემია 3:19
მაგრამ ვთქვი: როგორ შეგრაცხო ჩემს ძეთა შორის და მოგცე სასურველი ქვეყანა, წარმართი ხალხების მშვენიერი სამკვიდრებელი? მიწოდებ მამას და აღარ განდგები ჩემგან.

იერემია 31:20
„განა ჩემი ძვირფასი ძე არ არის ეფრემი? საყვარელი შვილი? რამდენჯერაც გამახსენდება, სიყვარულით თვალწინ მიდგება. ამიტომაც შფოთავს ჩემი შინაგანი მასზე და შევიწყალებ!” – ამბობს უფალი.

ესაია 5:4
რაღა უნდა გამეკეთებინა ჩემი ვენახისთვის და არ გავუკეთე? რატომ მოისხა ველური ნაყოფი, როცა ყურძენს ველოდებოდი?

იერემია 2:21
მე კი რჩეულ ვაზად დაგრგე, სრულ და ჭეშმარიტ თესლად, როგორ გადაგვარდი და ველურ ვაზის ყლორტებად როგორ გადამექეცი?

ეზრა 8:22
რადგან შემრცხვა მეფისთვის ლაშქარი და მხედრები მეთხოვნა, მტრისგან თავის დასაცავად გზაზე, რადგან ნათქვამი გვქონდა მეფისთვის: „ჩვენი ღმერთის ხელი სასიკეთოა ყველასთვის, ვინც ეძებს მას, ხოლო მისი ძალა და რისხვა ეწინააღმდეგება მათ, ვინც მიატოვებს მას!”

იოანეს 3:36
ვისაც ძე სწამს, საუკუნო სიცოცხლე აქვს, ხოლო ძის ურჩი სიცოცხლეს ვერ იხილავს; ღმერთის რისხვა რჩება მასზე”.

2 ნეშტთა 36:16
და დასცინოდნენ ღვთის მოციქულებს, აბუჩად იგდებდნენ მის სიტყვებს და სასაცილოდ იგდებდნენ მის წინასწარმეტყველთ, ვიდრე არ ამაღლდა უფლის რისხვა თავის ხალხზე, ისე რომ კურნება აღარ დარჩა მათთვის.

ზაქარია 7:12
გულები გაიქვავეს, რომ არ ესმინათ რჯული და სიტყვები, ცაბაოთ უფალმა რომ მოავლინა თავისი სულით წინანდელ წინასწარმეტყველთა მეშვეობით; ამიტომ იყო მათზე დიდი რისხვა ცაბაოთ უფლისგან.

რომაელთა 2:8
ხოლო მათ, ვინც ანგარია და არ ემორჩილება ჭეშმარიტებას, არამედ უმართლობას გადაეცა – რისხვასა და გულისწყრომას.

იერემია 1:16
და გამოვაცხადებ ჩემს მსჯავრს მათზე მათი ბოროტმოქმედების გამო, რადგან მიმატოვეს, სხვა ღმერთებს უკმევდნენ და თავიანთ ნახელავს სცემდნენ თაყვანს.

იოანეს 12:48
ხოლო მას, ვინც უარმყოფს და არ მიიღებს ჩემს ნათქვამს, ჰყავს თავისი განმკითხავი; სიტყვა, რომელიც წარმოვთქვი, განიკითხავს მას უკანასკნელ დღეს.

ფსალმუნები 49:22
ჩაუფიქრდით ამას, ღმერთის დამვიწყებლებო, თორემ მოგსრავთ და არ გექნებათ ხსნა.

ესაია 28:22
ახლა კი, მოეშვით დაცინვას, თორემ განმტკიცდება თქვენი ბორკილები, რადგან მთელი ქვეყნის განადგურების ამბავი მოვისმინე ღვთისგან, ცაბაოთ უფლისგან.

იერემია 6:19
ისმინე, დედამიწავ! აჰა, უბედურებას მოვავლენ ამ ხალხზე, მათი ზრახვების ნაყოფს, რადგან ყური არ დაუგდეს ჩემს სიტყვებს და ჩემი რჯული შეიძულეს.

იერემია 15:6
აკი მიმატოვე, ამბობს უფალი, ზურგი მაქციე. მეც გამოვიწვდენ შენზე ხელს და დაგღუპავ. დავიღალე შებრალებით.

მეორე რჯული 32:19
იხილა უფალმა და რისხვით უარყო თავისი ძეები და ასულები.

ფსალმუნები 77:59
ისმინა ღმერთმა, რისხვით აღივსო და დიდად შეიძულა ისრაელი.

ფსალმუნები 118:118
უკუგდებული გყავს ყველა, ვინც შენს წესებს განუდგა, რადგან ყალბია მათი ხრიკები.

იერემია 6:30
საძულველ ვერცხლს უწოდებენ მათ, რადგან უფალმა მოიძულა ისინი.

იერემია 7:29
შეიჭერი თმა და გადაყარე, მოტიტვლებულ სიმაღლეებზე გოდება გამართე, რადგან მოიძულა და მიატოვა უფალმა მისგან შერისხული თაობა.

ოსია 7:9
დადგა სასჯელის დღეები, დადგა შურისგების დღეები. და გაიგებს ისრაელი, რომ დიდი ურჯულოებისა და მტრობის გამო გაუგუნურდა წინასწარმეტყველი და შეიშალა სულის კაცი.

ოსია 4:6
ცოდნის უქონლობის გამო იღუპება ჩემი ხალხი, რაკი უკუაგდე ცოდნა, მეც უკუგაგდებ ჩემი მღვდლობიდან; ვინაიდან დაივიწყე შენი ღმერთის რჯული, მეც დავივიწყებ შენს ძეებს.

მათეს 10:33
ვინც უარმყოფს მე ადამიანთა წინაშე, მას მეც უარვყოფ ჩემი ზეციერი მამის წინაშე.

ლუკას 12:9
ხოლო, ვინც ადამიანთა წინაშე უარმყოფს, თავადაც უარყოფილი იქნება ღმერთის ანგელოზთა წინაშე.

1 ნეშტთა 28:9
შენც სოლომონ, ჩემო ძეო, შეიცანი მამაშენის ღმერთი და მთელი გულითა და გონებით ემსახურე მას, რამეთუ მთლიანად იკვლევს გულს უფალი და ფიქრთა ყოველი ზრახვა უწყის. თუ მოძებნი მას – იპოვი, თუ მიატოვებ – სამუდამოდ უარგყოფს.

იერემია 52:3
ამიტომ უფლის რისხვა იყო იერუსალიმსა და იუდაზე მანამდე, ვიდრე არ გააძევა ისინი თავისი სახისგან; ბაბილონის მეფეს აუჯანყდა ციდკიაჰუ.

იერემია 7:15
გაგყრით ჩემს თვალთაგან, როგორც ყველა თქვენი ძმა, ეფრემის მთელი შთამომავლობა გავყარე.

იერემია 15:1
და მითხრა უფალმა: „თვით მოსე და სამუელი რომ დადგნენ ჩემ წინაშე, აღარ მომიბრუნდება გული ამ ხალხზე; მომაშორე, წავიდნენ.

რომაელთა 9:13
როგორც წერია: „შევიყვარე მე იაკობი, ხოლო ესავი შევიძულე”.

1 მეფეთა 16:1
უთხრა უფალმა სამუელს: „როდემდე უნდა გლოვობდე საულს? განა მე არ უარვყავი იგი როგორც ისრაელის მეფე? აავსე შენი რქა ზეთით და წადი. ბეთლემელ იესესთან გგზავნი, რადგან მის ძეთა შორის გამოვარჩიე ჩემთვის მეფე”.

Advertisements