ღმერთს ეცი თაყვანი! ბიბლიის მუხლები

გამოცხადება 19:10
და დავემხე მის ფერხთით, რომ თაყვანი მეცა მისთვის, მაგრამ მან მითხრა: „ამას ნუ იზამ; თანამსახური ვარ შენი და შენი ძმებისა, რომელთაც იესოს მოწმობა აქვთ. ღმერთს ეცი თაყვანი, ვინაიდან იესოს მოწმობა წინასწარმეტყველების სულია”.

გამოცხადება 22:9
მითხრა: „ნუ იზამ ამას, ვინაიდან მე, თანამსახური ვარ შენი და შენი წინასწარმეტყველი ძმებისა; და იმათი, ვინც იცავს ამ წიგნის სიტყვებს. ღმერთს ეცი თაყვანი”.

ფსალმუნები 94:6
მოდით, თაყვანი ვცეთ და მოვიდრიკოთ; მუხლი მოვიყაროთ უფლის, ჩვენი შემოქმედის წინაშე.

მეორე რჯული 6:13
გეშინოდეს უფლის, შენი ღმერთის, მას ემსახურე და საფიცრად გქონდეს მისი სახელი.

მათეს 4:10
იესომ კი უპასუხა: „განვედ, სატანავ, რადგან დაწერილია: უფალს, შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე”.

ფსალმუნები 95:9
თაყვანი ეცით უფალს წმიდა მოწიწებით; თრთოდე მის წინაშე, მთელო ქვეყნიერებავ!

ფსალმუნები 28:2
უძღვენით უფალს მისი სახელის დიდება; თაყვანი ეცით უფალს წმიდა ბრწყინვალებით.

ფსალმუნები 131:7
მივიდეთ მის სადგომებში და დავემხოთ მის ფეხთა სადგამთან.

ფსალმუნები 98:8
აღამაღლეთ უფალი, ღმერთი ჩვენი და თაყვანი ეცით მის წმიდა მთაზე, რადგან წმიდაა უფალი, ღმერთი ჩვენი.

ებრაელთა 12:28
ამიტომ ჩვენ, ვინც შეუძრავ სამეფოს ვღებულობთ, გამოვიჩინოთ მადლიერება, რომლითაც ვემსახურებით ღმერთს სათნოდ, მოწიწებითა და მოშიშებით.

გამოცხადება 14:7
დიდი ხმით ამბობდა: „გეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგეთ მას, ვინაიდან დადგა მისი სამსჯავროს ჟამი. თაყვანი ეცით ცისა და დედამიწის, ზღვისა და წყალთა წყაროების შემქმნელს”.

გამოსვლა 10:24
მოიხმო ფარაონმა მოსე და უთხრა: „წადით, ემსახურეთ უფალს, ოღონდ თქვენი წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელი დარჩეს, თქვენი ბავშვები კი თან წაიყვანეთ”.


მსგავსი თემები:

თაყვანისცემა      გულით თაყვანისცემა

Advertisements