ღმერთთან დაბრუნება ბიბლიის მუხლები

იოველი 2:13
გულები დაიგლიჯეთ და არა სამოსელი! მოუბრუნდით უფალს, თქვენს ღმერთს! ვინაიდან შემწყნარებელი და მწყალობელია იგი, სულგრძელი და დიდადმოწყალე და წუხს ბოროტებაზე.

ოსია 14:1
უფლისკენ, შენი ღმერთისკენ მობრუნდი, ისრაელ, რადგან შენი ურჯულოების გამო წაბორძიკდი.

ზაქარია 1:3
მაშ, უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი, მობრუნდით ჩემსკენ და მეც მოვბრუნდები თქვენსკენ – ამბობს ცაბაოთ უფალი.

ნეემია 1:9
ხოლო თუ მომიბრუნდებით, დაიცავთ ჩემს მცნებებს და აღასრულებთ მათ, ცის კიდემდე რომ იყოთ გაბნეულნი, იქიდან მოგაგროვებთ და მოგიყვანთ იმ ადგილას, რომელიც ჩემი სახელის დასავანებლად ამოვირჩიეო!

იერემია 24:7
გულს მივცემ მათ ჩემს შესაცნობად, რადგან მე ვარ უფალი; ჩემი ხალხი იქნებიან და მე ვიქნები მათი ღმერთი, რადგან მთელი გულით მობრუნდებიან ჩემკენ”.

გოდება 3:40
გამოვცადოთ და გამოვიძიოთ ჩვენი გზები და მოვბრუნდეთ უფლისკენ.

ოსია 6:1
მოდით, დავუბრუნდეთ უფალს. მან დაგვაწყლულა და თავადვე განგვკურნავს, დაგვკრა და ჭრილობებსაც ის შეგვიხვევს.

ოსია 12:6
შენ კი, შენს ღმერთს დაუბრუნდი, წყალობასა და სამართალზე იფხიზლე და ყოველთვის შენს ღმერთს დაელოდე.

1 მეფეთა 15:24-25
მიუგო საულმა სამუელს: „შევცოდე, რადგან გადავუხვიე უფლის ბრძანებას და შენს სიტყვებს, რადგან შემეშინდა ხალხისა და მისი ხმა შევისმინე.  ახლა გთხოვ, შემინდე ცოდვა, დაბრუნდი ჩემთან ერთად და ვცეთ უფალს თაყვანი”.

მათეს 27:3-4
როცა დაინახა იუდამ, იესოს გამცემმა, რომ მსჯავრი დაადეს, ინანა და მღვდელმთავრებსა და უხუცესებს ოცდაათი ვერცხლი უკან მიუბრუნა.  უთხრა: „შევცოდე, მართალი სისხლი რომ გავეცი”. მათ კი უთხრეს: „ჩვენ რა? შენ იცი!”

ესაია 59:20
და მოვა გამომსყიდველი სიონში და იაკობში; მათთან, ვინც უკუიქცა დანაშაულისგან! – ამბობს უფალი.

2 ნეშტთა 15:4
გასაჭირის დროს მობრუნდა უფლისკენ, ისრაელის ღმერთისკენ. ეძებდნენ მას და აპოვნინა თავი.

იერემია 4:1
„თუ მობრუნდები, ისრაელ, ამბობს უფალი, ჩემკენ უნდა მობრუნდე; თუ მომაშორებ შენს სისაძაგლეებს და აღარ იწანწალებ.

იერემია 3:12
წადი, გამოაცხადე ეს სიტყვები ჩრდილოეთში და თქვი: მობრუნდი, განდგომილო ისრაელო! არ დაგატეხ მრისხანებას, რადგან მოწყალე ვარ, ამბობს უფალი, გულისწყრომას საუკუნოდ არ შეგინახავ!

იერემია 3:14
მობრუნდით, განდგომილო ძეებო, ამბობს უფალი, რადგან მე ვარ თქვენი ბატონი, ქალაქიდან თითოს აგიყვანთ, ორს – გვარიდან და მოგიყვანთ სიონში.

იერემია 3:22
მობრუნდით, განდგომილო ძენო, მე განვკურნავ თქვენს განდგომილებას. აჰა, აქ ვართ, მოვედით შენთან, რადგან შენა ხარ უფალი, ღმერთი ჩვენი.

ესაია 31:6
მობრუნდით მისკენ, ძენო ისრაელისა, განდგომის გამრღმავებელნო.

ესაია 55:7
მიატოვოს ბოროტეულმა თავისი გზა და უმართლომ – თავისი ზრახვები, დაუბრუნდეს უფალს, ჩვენს ღმერთს და ის შეიწყალებს, – ვინაიდან მრავალმოწყალეა იგი.

ოსია 14:2
შეისმინეთ სიტყვები და მიუბრუნდით უფალს, უთხარით: მოგვაცილე ჩვენი ურჯულოება და მადლით მიგვიღე; რათა მოზვრებივით მოგიძღვნათ-თქო ჩვენი ბაგეთა ნაყოფი.

მალაქია 3:7
თქვენი მამების დღეებიდანვე განუდექით ჩემს წესდებებს და არ იცავთ მათ. მოიქეცით ჩემკენ და მეც მოვიქცევი თქვენკენ! – ამბობს ცაბაოთ უფალი. თქვენ კი კითხულობთ: როგორ მოვიქცეთო?

იერემია 15:19
ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: „თუ მომიბრუნდები, აღგადგენ და ჩემ წინაშე დადგები. თუ ძვირფასს გამოარჩევ უვარგისისგან, ჩემი ბაგე იქნები. ადამიანები შენკენ მობრუნდებიან, მაგრამ შენ არ მიბრუნდები მათკენ.

მეორე რჯული 4:30
როცა გაგიჭირდებათ და მოგეწევათ ეს ყოველივე, მომავალ დღეებში, მოუბრუნდებით უფალს, თქვენს ღმერთს, და შეისმენთ მის ხმას.

ესაია 19:22
დალახვრავს ეგვიპტეს უფალი, განსაკურნად მოიქცევიან უფლისკენ, შეისმენს მათ ვედრებას და განკურნავს.

ესაია 10:21
მიბრუნდება ნაშთი, იაკობის სახლის ნატამალი ძლიერი ღმერთისკენ.

ფსალმუნები 50:13
მაშინ ვასწავლი შენს გზებს დამნაშავეთ და ცოდვილნი დაბრუნდებიან შენთან.

მეორე რჯული 30:2
და მიუბრუნდები უფალს, შენს ღმერთს მთელი შენი გულითა და არსებით და შეისმენთ შენ და შენი ძენი მის ხმას ყველაფერში, რასაც გიბრძანებ დღეს,

1 მეფეთა 7:3
ასე ელაპარაკა სამუელი ისრაელის მთელ სახლს: „თუ მთელი გულით მობრუნდებით უფლისკენ, მოიშორებთ უცხო ღმერთებსა და ყაშთაროთებს, უფლისკენ მიმართავთ გულებს და მხოლოდ მას ემსახურებით, მაშინ ისიც გიხსნით ფილისტიმელთა ხელიდან”.

საქმეები 16:31
მათ უთხრეს: „იწამე უფალი იესო და გადარჩები შენც და მთელი შენი სახლეულიც”.

Advertisements