გოგი და მაგოგი ბიბლიის მუხლები

ეზეკიელი 38:2-11
„ძეო კაცისავ! სახე მიაპყარი გოგს, მაგოგის ქვეყანაში, როშის, მეშექისა და თუბალის უმაღლეს მთავარს და იწინასწარმეტყველე მასზე. უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, მე ვარ შენს წინააღმდეგ, გოგ, როშის, მეშექისა და თუბალის უმაღლესო მთავარო! მოგაბრუნებ და კავებს გაგიყრი ყბებში; გამოგიყვან შენ და მთელ შენს ლაშქარს, ცხენებსა და მხედრებს, ბრწყინვალედ შემოსილთ, ყველას, დიდ სიმრავლეს აბჯრითა და ფარით, მახვილის ყველა დამჭერს; სპარსეთთან, ქუშთან და ფუტთან ერთად, თითოეულს ფარითა და მუზარადით; გომერთან და მთელ მის რაზმთან, თოგარმას სახლს ჩრდილოეთის კიდეგანიდან თავისი რაზმებით, მრავალ ხალხებთან ერთად. გაემზადეთ და საჭურველი აისხით შენ და მთელმა შენმა რაზმმა, შენთან შემოკრებილმა, და სარდლად დაუდექი. მრავალი დღის შემდეგ იქნები მონახულებული, წლების ბოლოს მოხვალ ურიცხვ ხალხთაგან შემოკრებილ, მახვილისგან გათავისუფლებულ მიწაზე, ისრაელის მთებზე, მუდამ რომ გაუდაბურებულნი იყვნენ; თუმცა ახლა, ხალხებიდან გამოსულნი, უსაფრთხოდ დასახლდებიან ყველანი. ქარიშხალივით მოხვალ და ნისლივით დაფარავ ქვეყანას, შენ და მთელი შენი ხალხის ლაშქარი. ასე ამბობს უფალი ღმერთი: იმ დღეს მოგივა გულში ფიქრები და ბოროტ გეგმას განიზრახავ; იტყვი: აღვდგები უგალავნო ქვეყანაზე, მივადგები მოსვენებულ, უსაფრთხოდ მცხოვრებთ, უკედლებოდ რომ ცხოვრობენ, ურდულებისა და კარების გარეშე.

ეზეკიელი 38:15
მოხვალ შენი სამყოფელიდან, ჩრდილოეთის კიდიდან, შენ და უთვალავი ხალხი შენთან ერთად, ყველანი ცხენებზე მსხდომნი, დიდი მხედრობა და დიდძალი ლაშქარი.

ეზეკიელი 39:3-9
მოხვალ შენი სამყოფელიდანმშვილდს მარცხენა ხელიდან გაგაგდებინებ, ისრებს მარჯვენა ხელიდან დაგაყრევინებ. ისრაელის მთებზე დაეცემი შენ, მთელი შენი ლაშქარი და ხალხი, შენთან ერთად რომ არის. ყოველგვარი მტაცებელი ფრინველისა და ველის მხეცების საჭმელად შეიქნები. ტრიალ მინდორზე დაეცემი, რადგან მე ვთქვი, ამბობს უფალი ღმერთი. დავუშვებ ცეცხლს მაგოგსა და ზღვისპირეთზე, უსაფრთხოდ რომ ცხოვრობენ, და გაიგებენ, რომ მე ვარ უფალი. ჩემს წმიდა სახელს გავაცხადებ ჩემი ხალხის წიაღში, ისრაელში, და მეტად აღარ შევაბღალინებ ჩემს წმიდა სახელს; გაიგებენ ხალხები, რომ მე ვარ უფალი, წმიდა, ისრაელში. აჰა, მოდის და ახდება! ამბობს უფალი ღმერთი, ეს ის დღეა, რომელზეც ვლაპარაკობდი. ისრაელის ქალაქთა მცხოვრებნი გამოვლენ, ცეცხლს გააჩაღებენ და დასწვავენ იარაღს, ფარსა და აბჯარს, მშვილდსა და ისრებს, ხელჯოხებსა და შუბებს; შვიდი წლის განმავლობაში ენთებათ ცეცხლი. ჩრდილოეთის კიდიდან, შენ და უთვალავი ხალხი შენთან ერთად, ყველანი ცხენებზე მსხდომნი, დიდი მხედრობა და დიდძალი ლაშქარი.

დაბადება 10:2
იაფეთის ძენი: გომერი და მაგოგი, მადაი და იავანი, თუბალი, მეშექი და თირასი.

1 ნეშტთა 5:4
იოელის ძენი: შემაყია, მისი ძე გოგი, მისი ძე შიმყი,

გამოცხადება 20:7-8
ათასი წელი რომ შესრულდება, გათავისუფლდება სატანა თავისი საპყრობილედან; და გამოვა, რათა დედამიწის ოთხივე კუთხეში შეაცდინოს ერები, გოგი და მაგოგი; და საბრძოლველად შეკრიბოს ისინი, რომელთა რიცხვი ზღვის ქვიშასავითაა.