ღრუბლის სვეტი ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 13:21
წინ უძღოდა მათ უფალი დღისით ღრუბლის სვეტში გზის საჩვენებლად და ღამე ცეცხლის სვეტში, გზის გასანათებლად, რათა შესძლებოდათ სიარული დღისითა და ღამით.

გამოსვლა 14:19-20
და ღვთის ანგელოზი, რომელიც წინ მიუძღოდა ისრაელის ბანაკს, უკან ამოუდგა მათ; დაიძრა ღრუბლის სვეტი და დადგა ისრაელიანთა უკან. ჩადგა ეგვიპტისა და ისრაელის ბანაკთა შორის და იყო ღრუბლად და სიბნელედ ერთი მხარისათვის, მეორე მხარეს კი ღამეს უნათებდა. არ მიახლოვებულან ერთმანეთს მთელ იმ ღამეს.

გამოსვლა 16:9-10
უთხრა მოსემ აჰარონს: „უთხარი ისრაელის ძეთა მთელ თემს: წარსდექით უფლის წინაშე, რადგან ისმინა თქვენი დრტვინვა”. და როდესაც ელაპარაკებოდა აჰარონი ისრაელის ძეთა მთელ თემს, შებრუნდნენ უდაბნოსკენ და, აჰა, უფლის დიდება გამოჩნდა ღრუბელში.

გამოსვლა 19:16
მესამე დღეს, დილიდანვე ატყდა ჭექა-ქუხილი და მძიმე ღრუბელი ჩამოწვა მთაზე, მეტისმეტად ძლიერად ისმოდა რქის საყვირის ხმა და შეძრწუნდა ბანაკში მყოფი ხალხი.

გამოსვლა 40:34-36
დაფარა ღრუბელმა საკრებულო კარავი და უფლის დიდებამ აავსო სავანე. და ვერ შეძლო მოსემ საკრებულო კარავში შესვლა, ვინაიდან ღრუბელმა დაივანა მასზე და უფლის დიდებამ აღავსო სავანე. როცა ასცილდებოდა ღრუბელი სავანეს, დაიძრებოდნენ ხოლმე ისრაელის ძენი სამგზავროდ. და თუ არ ასცილდებოდა ღრუბელი, არ დაიძრებოდნენ, იმ დღემდე, ვიდრე არ ასცილდებოდა.

რიცხვნი 16:42
როცა შეიკრიბა თემი მოსესა და აჰარონის წინააღმდეგ, მიბრუნდნენ საკრებულო კარვისკენ და დაინახეს, რომ დაფარა ღრუბელმა და გამოცხადდა უფლის დიდება.

Advertisements