გულის ბუნება ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 63:6
სიმრუდეს იზრახავენ, ამბობენ: კარგად მომზადებული გეგმა გვაქვსო; მართლაც ვერაგია კაცის შინაგანი გულის ზრახვები.

იერემია 17:9
ყველაფერზე ცბიერია გული და გაუკუღმართებული; ვინ ჩასწვდება მას?

ეზეკიელი 3:7
ხოლო ისრაელის სახლი არ ისურვებს შენს მოსმენას, რადგან ჩემი მოსმენა არ სურთ; ჭეშმარიტად, მთელი ისრაელის სახლი ჯიუტი და თვითნებაა.

ზაქარია 7:12
გულები გაიქვავეს, რომ არ ესმინათ რჯული და სიტყვები, ცაბაოთ უფალმა რომ მოავლინა თავისი სულით წინანდელ წინასწარმეტყველთა მეშვეობით; ამიტომ იყო მათზე დიდი რისხვა ცაბაოთ უფლისგან.

იგავნი 27:19
როგორც წყალი ირეკლავს სახეს, ისე ირეკლავს კაცის გული კაცს.

იგავნი 14:10
მხოლოდ გულმა იცის თავისი სიმწარე, უცხო მის სიხარულს ვერ იზიარებს.

იგავნი 16:23
ბრძენის გული გონიერს ხდის მის პირს და მის ბაგეთ ცოდნას მატებს.

იგავნი 4:23
ყველაფერზე მეტად დაიცავი შენი გული, რადგან მისგან მოედინებიან სიცოცხლის წყაროები.

იერემია 4:18
შენმა გზამ და შენმა საქმეებმა დაგატეხა ეს ყველაფერი; ასეთია შენი ბოროტება, იმდენად მწარეა იგი, რომ გულამდე მოგწვდა!

ფსალმუენი 35:1
ცოდვა ელაპარაკება უღმერთოს თავისივე გულის სიღრმეში: არ არის ღვთის შიში მის თვალთა წინაშე.

ეზეკიელი 14:3
„ძეო კაცისავ! ამ კაცებმა კერპები დაიდგეს თავიანთ გულებში და საკუთარი ურჯულოება დაიდეს დაბრკოლებად. როგორ ვუპასუხო მათ საჭიროებას?

ეზეკიელი 14:4
ამიტომ ელაპარაკე მათ და უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი, ღმერთი: თითოეული კაცი ისრაელის სახლიდან, რომელიც გულში დაიდგამს კერპებს და საკუთარ ცოდვას დაიდებს დაბრკოლებად, მერე კი მივა წინასწარმეტყველთან შესაკითხად, მე, უფალი, მისი კერპების სიმრავლის მიხედვით გავცემ პასუხს!

მათეს 13:15
ვინაიდან გაუქვავდა ამ ხალხს გული, ყურით მძიმედ ესმით და თვალები დახუჭეს, რომ თვალით არ დაინახონ და ყურით არ მოისმინონ, გულით არ ჩაწვდნენ და არ მოიქცნენ, რათა განვკურნო ისინი.

საქმეები 28:27
რადგან გაუხეშდა ამ ხალხის გული, ყური დაუმძიმდათ და თვალი დაებინდათ, რომ თვალით ვერ იხილონ, ყურით ვერ ისმინონ, გულით ვერ გაიგონ და არ მოიქცნენ, რომ განვკურნო ისინი.

მარკოზის 7:21
ვინაიდან ადამიანის გულიდან გამოდის ბოროტი ზრახვა, სიძვა, ქურდობა, მკვლელობა, მრუშობა,

ლუკას 8:15
კარგ ნიადაგზე დაცვენილნი კი ისინი არიან, რომლებიც წრფელი და კეთილი გულით ისმენენ სიტყვას, იცავენ და მოთმინებით იძლევიან ნაყოფს.

საქმეები 7:51
ქედმაგარნო, გულითა და ყურით წინადაუცვეთელნო, ყოველთვის რომ ეწინააღმდეგებით სულიწმიდას, როგორც თქვენი მამები, ისე თქვენც!


მსგავსი თემები:

ღმერთმა იცის ადამიანის გული       გული      გული და სულიწმინდა       ღმერთი და გული        შეცვლილი გული