გულისწყრომა ღვთის მიმართ ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 15:24
და ებუზღუნებოდა ხალხი მოსეს: „რა დავლიოთ?”

გამოსვლა 16:2-3
ებუზღუნებოდა ისრაელის ძეთა ყოველი თემი მოსესა და აჰარონს უდაბნოში.  უთხრეს ისრაელის შვილებმა: „ნეტავ მომკვდარიყავით უფლის ხელით ეგვიპტის ქვეყანაში, როცა ხორცით სავსე ქვაბებს ვუსხედით და პურს ძღომამდე ვჭამდით! თქვენ გამოგვიყვანეთ ამ უდაბნოში, რომ შიმშილით ამოგვწყვიტოთ მთელი კრებული”.

გამოსვლა 17:3
სწყუროდა ხალხს წყალი, ებუზღუნებოდნენ მოსეს და ამბობდნენ: „რად გამოგვიყვანე ეგვიპტიდან, ჩვენი და ჩვენი შვილების და ჩვენი საქონლის წყურვილით მოსაკლავად?”

რიცხვნი 20:2-5
არ ჰქონდა თემს წყალი და შეიკრიბნენ მოსესა და აჰარონის წინააღმდეგ.  ედავებოდა ხალხი მოსეს და ამბობდა: „ნეტავ ჩვენც მაშინ დავხოცილიყავით, როცა ჩვენი ძმები იხოცებოდნენ უფლის წინაშე.  რისთვის მოიყვანეთ უფლის კრებული ამ უდაბნოში, რათა აქ დავიხოცოთ ჩვენ და ჩვენი საქონელი?  რად გამოგვიყვანეთ ეგვიპტიდან? იმისათვის, რომ ამ უკაცრიელ ადგილზე მოგეყვანეთ, სადაც არც სათესი ადგილია, არც ლეღვია, არც ვაზი, არც ბროწეული და არც სასმელი წყალი?”

რიცხვნი 21:4-5
ჰორის მთიდან წითელი ზღვისაკენ მიმავალი გზით დაიძრნენ, რათა შემოევლოთ ედომის ქვეყნისთვის. სულმოკლეობა გამოიჩინა ხალხმა გზაში.  და ლაპარაკობდა ხალხი ღმერთისა და მოსეს წინააღმდეგ: „რად გამოგვიყვანეთ ეგვიპტიდან, რათა უდაბნოში დავიხოცოთ? არც პურია, არც წყალი და ეს უვარგისი საჭმელიც შესძაგდა ჩვენს სულს”.

რიცხვნი 14:2-3
წუწუნებდნენ ისრაელიანები მოსეზე და აჰარონზე და უთხრა მათ მთელმა თემმა: „ნეტავ ეგვიპტეში მოვმკვდარიყავით ან ამ უდაბნოში დავხოცილიყავით!  რისთვის მივყავართ უფალს ამ ქვეყანაში, რათა მახვილით დავეცეთ? ნადავლად იქცევიან ჩვენი ცოლები და ჩვენი ბავშვები. განა უმჯობესი არ იქნება ჩვენთვის ეგვიპტეში დაბრუნება!”

მეორე რჯული 1:27
დრტვინავდით თქვენს კარვებში და ამბობდით: „ვძულვართ უფალს და ამიტომ გამოგვიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან, რათა ამორელთა ხელში ჩავეგდეთ გასანადგურებლად.

ფსალმუნები 105:25
დრტვინავდნენ თავიანთ კარვებში, არ უსმენდნენ უფლის ხმას.

რიცხვნი 11:1
ბოროტად წუწუნებდა ხალხი უფლის გასაგონად, ისმინა უფალმა და აღინთო მისი მწველი რისხვა და შთანთქა უფლის ცეცხლმა ბანაკის კიდეები.

რიცხვნი 14:27-30
„როდემდე უნდა დრტვინავდეს ეს ბოროტი ხალხი ჩემზე? ვისმინე ისრაელის ძეთა დრტვინვა, რომლითაც დრტვინავენ ისინი ჩემზე, უთხარი მათ: ცოცხალი ვარ მე, ამბობს უფალი. როგორც ილაპარაკეთ ჩემს გასაგონად, ისე მოგექცევით.  ამ უდაბნოში დაეყრება თქვენი გვამები, თქვენი, ვინც აღრიცხულნი ხართ, ოცი წლის ასაკიდან და უფროსნი, რადგან დრტვინავდით ჩემზე. ვერ შეხვალთ იმ ქვეყანაში, რომელზეც აღვმართე ხელი, რათა დამემკვიდრებინეთ მასში, გარდა ხალებ იეფუნეს ძისა და იეშუა ნავეს ძისა.

1 კორინთელთა 10:10
არც იდრტვინოთ, როგორც ზოგიერთი მათგანი დრტვინავდა, და დაიღუპნენ მომსვრელისგან.

გამოსვლა 16:4
უთხრა უფალმა მოსეს: „აჰა, ზეციდან პურს ვაწვიმებ თქვენთვის; გავიდეს ხალხი და აკრიფოს დღის ულუფა ყოველდღე, რათა გამოვცადო, ივლიან თუ არა ჩემი სჯულით.

რიცხვნი 17:5
კაცს, რომელსაც ამოვირჩევ, კვერთხი აუყვავდება და ასე დავაცხრობ ჩემს წინააღმდეგ აჯანყებულ ისრაელიანთა დრტვინვას”.

1 მეფეთა 1:10
სულგამწარებული იყო ხანა, ლოცულობდა უფლის წინაშე და ცხარედ ტიროდა.

ფსალმუნები 76:1-3
ხმამაღლა შევღაღადებ ღმერთს, ხმამაღლა შევღაღადებ ღმერთს და ის მომისმენს.  უფალს ვეძებ ჩემი გაჭირვების დღეს, გაწვდილია ჩემი ხელი ღამ-ღამობით და არ ისვენებს, უარს ამბობს ნუგეშისცემაზე ჩემი სული.  ვიხსენებ ღმერთს და ვკვნესი, ვფიქრობ მასზე და უძლურდება ჩემი სული.

ფსალმუნები 141:2
გადმოვღვრი მის წინაშე ჩემს გულისნადებს, ჩემს გასაჭირზე მოვუყვები.

იერემია 15:18
რად გამიგრძელდა ტკივილი სამუდამოდ? რატომ არ ინკურნება ჩემი დამაუძლურებელი ჭრილობა? თითქოს მაცდურ წყაროდ და არასაიმედო წყლად მექეცი.

ესაია 40:27
რატომ ამბობ, იაკობ, რად ლაპარაკობ, ისრაელ, დაფარულიაო ჩემი გზა უფლისგან და შეუმჩნევლად ჩაივლისო ჩემი სამართალი ღმერთთან.

მარკოზის 6:18-19
ვინაიდან იოანე ეუბნებოდა ჰეროდეს: „არ გეკუთვნის შენი ძმის ცოლი ცოლად”. ჰეროდიას კი სძულდა იგი და მისი მოკვლა უნდოდა, მაგრამ არ შეეძლო.

3 მეფეთა 21:4
მივიდა ახაბი სახლში დაღვრემილი და შეწუხებული იმ სიტყვების გამო, რაც უთხრა ნაბოთ იზრეყელელმა: „არ მოგცემო ჩემი მამების სამკვიდროს”. ჩაწვა საწოლში და კედლისკენ იბრუნა პირი; პურიც არ უჭამია.

2 ნეშტთა 30:10
ქალაქიდან ქალაქში დადიოდნენ მალემსრბოლნი – ეფრემისა და მენაშეს ქვეყანაში ზებულონამდე და ყველგან ამასხარავებდნენ და აბუჩად იგდებდნენ.

2 ნეშტთა 36:16
და დასცინოდნენ ღვთის მოციქულებს, აბუჩად იგდებდნენ მის სიტყვებს და სასაცილოდ იგდებდნენ მის წინასწარმეტყველთ, ვიდრე არ ამაღლდა უფლის რისხვა თავის ხალხზე, ისე რომ კურნება აღარ დარჩა მათთვის.

იგავნი 15:12
დამცინავს არ უყვარს თავისი მამხილებელი, ბრძენთან არ წავა იგი.

იგავნი 19:3
ადამიანს თავისი უგუნურება უმრუდებს გზაკვალს, მისი გული კი უფალზე წყრება.

იერემია 3:14-16
მობრუნდით, განდგომილო ძეებო, ამბობს უფალი, რადგან მე ვარ თქვენი ბატონი, ქალაქიდან თითოს აგიყვანთ, ორს – გვარიდან და მოგიყვანთ სიონში. ჩემი გულის კარნახით დაგიდგენთ მწყემსებს და დაგმწყემსავენ ცოდნითა და გონიერებით. როცა გამრავლდებით და განაყოფიერდებით მიწაზე, იმ დღეებში, ამბობს უფალი, მეტად აღარ იტყვიან: „კიდობანი უფლის აღთქმისაო”, გულშიც აღარ გაივლებენ, აღარ გაიხსენებენ, აღარც მოენატრებათ და აღარც გაკეთდება.

მარკოზის 6:1-6
გამოვიდა იქიდან და მივიდა თავის სამშობლოში. მოწაფეებიც გაჰყვნენ მას.  შაბათი რომ დადგა, სინაგოგაში დაიწყო სწავლება. მრავალი მსმენელი გაოცებული ამბობდა, საიდან აქვს ეს ყველაფერი? რა არის ეს სიბრძნე, მას რომ აქვს მიცემული და სასწაულები მისი ხელით რომ ხდება?  განა ეს ხურო არ არის, მარიამის ძე, იაკობის, იოსეს, იუდას და სიმონის ძმა? აქვე ჩვენთან არ იმყოფებიან მისი დები? და ცდუნდებოდნენ მასში.  უთხრა მათ იესომ: “წინასწარმეტყველი არსად არ არის პატივის გარეშე, გარდა თავისი სამშობლოსი, სანათესაოსი და საკუთარი სახლისა”.  და ვერ მოახდინა იქ ვერავითარი სასწაული, გარდა იმისა, რომ რამდენიმე სნეულს ხელები დაასხა და განკურნა.  უკვირდა მათი ურწმუნოება და მიმოდიოდა გარშემო სოფლებში და ასწავლიდა.

მათეს 15:12
მაშინ მივიდნენ მოწაფეები და უთხრეს: „იცი, რომ ცდუნდნენ ფარისევლები ამ სიტყვის მოსმენით?”

Advertisements