ღვთის არსებობა ბიბლიის მუხლები

ებრაელთა 11:6
ხოლო რწმენის გარეშე შეუძლებელია ღმერთისთვის სათნოდ ყოფნა, ვინაიდან ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არის და ის მიუზღავს მის მაძიებელს;

გამოსვლა 3:14
უთხრა ღმერთმა მოსეს: „მე ვარ, რომელიც ვარ”. და თქვა: „ასე უთხარი ისრაელის შვილებს: ‘მე ვარ’-მა მომავლინა-თქო თქვენთან”.

დანიელი 2:28
მაგრამ არის ზეცაში ღმერთი, საიდუმლოთა გამმჟღავნებელი; მან აუწყა მეფე ნაბუქოდონოსორს, რაც უკანასკნელ დღეებში იქნება; ესაა შენი სიზმარი და ჩვენებანი, შენს საწოლზე რომ იხილე:

გამოცხადება 1:4
იოანე აზიაში შვიდ ეკლესიას: მადლი თქვენ და მშვიდობა მისგან, რომელიც არის, იყო და მოდის; და შვიდი სულისგან, მისი ტახტის წინაშე რომ არიან;

გამოცხადება 1:8
„მე ვარ ანი და ჰაე – ამბობს უფალი ღმერთი – ის, ვინც არის, ვინც იყო და ვინც მოდის, ყოვლისმპყრობელი”.

გამოცხადება 4:8
ამ ოთხი ცოცხალი არსებიდან თითოეულს ექვსი ფრთა ასხია, ირგვლივ და შიგნიდან თვალებით არიან სავსენი; არც დღისით, არც ღამით არა აქვთ მოსვენება; ამბობენ: „წმიდაა, წმიდაა, წმიდაა უფალი ღმერთი, ყოვლისმპყრობელი, რომელიც იყო, არის და მოვა”.

გამოცხადება 11:17
თქვეს: „გმადლობთ, შენ, უფალო, ყოვლისმპყრობელო ღმერთო, რომელიც ხარ და რომელიც იყავი, რადგან ხელთ იპყარ შენი დიდი ძალა და გამეფდი.

გამოცხადება 16:5
გავიგონე წყლების ანგელოზი რომ ამბობდა: „მართალი ხარ შენ, რომელიც ხარ და იყავი, წმიდაო, რადგანაც ასე განიკითხე.

Advertisements