ღვთის ბუნებისადმი მოწიწება ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 28:2
უძღვენით უფალს მისი სახელის დიდება; თაყვანი ეცით უფალს წმიდა ბრწყინვალებით.

გამოსვლა 20:7
არ წარმოთქვა უფლის, შენი ღმერთის სახელი ფუჭად, რადგან უფალი დაუსჯელს არ დატოვებს მას, ვინც მის სახელს ფუჭად ახსენებს.

მეორე რჯული 5:11
არ ახსენო უფლის, შენი ღმერთის სახელი ფუჭად, რადგან დაუსჯელს არ დატოვებს უფალი მისი სახელის ფუჭად მხსენებელს.

ლევიანნი 18:21
არავინ მისცე მოლოქისთვის ცეცხლში გასატარებლად, ნუ შებღალავ შენი ღმერთის სახელს; მე ვარ უფალი.

ლევიანნი 19:12
ჩემი სახელი ტყუილზე არ დაიფიცოთ: არ შებღალოთ თქვენი ღმერთის სახელი; მე ვარ უფალი.

ლევიანნი 22:31-33
დაიცავით ჩემი მცნებანი და აღასრულეთ ისინი. მე ვარ უფალი.  ნუ შებღალავთ ჩემს წმიდა სახელს, რათა წმიდა ვიყო ისრაელის ძეთა შორის, მე ვარ უფალი, თქვენი გამწმედი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან, რათა თქვენი ღმერთი ვყოფილიყავი. მე ვარ უფალი”.

ლევიანნი 24:10-16
და გამოვიდა ძე ისრაელი ქალისა, მამით ეგვიპტელი, ისრაელის ძეთა შორის და წაეკიდნენ ერთმანეთს ბანაკში ისრაელიანი ქალის შვილი და ისრაელის ძენი. ჰგმო ისრაელიანი ქალის ძემ, დაწყევლა უფლის სახელი და მიიყვანეს იგი მოსესთან; დედამისს შელომითი ერქვა, დიბრის ასული იყო იგი, დანის ტომიდან. და ჩასვეს ძე საპყრობილეში, სანამ უფლის ბრძანებით მიიღებდნენ გადაწყვეტილებას. უთხრა უფალმა მოსეს: ავის მთქმელი ბანაკის გარეთ გაიყვანე და ყველამ, ვინც ისმინა, თავზე დაადოს ხელი და ჩაქოლოს იგი მთელმა კრებულმა. ისრაელიანებს კი ასე უთხარი: ყველა, ვინც დაწყევლის თავის ღმერთს, ცოდვას იტვირთავს. უსათუოდ მოკვდეს უფლის სახელის ყოველი მგმობელი, ჩაქოლოს ის მთელმა კრებულმა, ხიზანი იქნება თუ მკვიდრი, უნდა მოკვდეს უფლის სახელის გმობისთვის!

გამოსვლა 33:19-23
უპასუხა უფალმა: „ჩამოვატარებ მთელ ჩემს სიკეთეს შენს წინ და განვაცხადებ ჩემს სახელს ‘უფალი’ და შევიწყალებ ვისაც შევიწყალებ, და შევიბრალებ ვისაც შევიბრალებ”. თქვა: “ვერ შეძლებ ჩემი სახის ხილვას, რადგან არ ძალუძს ადამიანს მიხილოს და ცოცხალი დარჩეს”. თქვა უფალმა: „აჰა, ადგილია ჩემთან: დადექი ამ კლდეზე, და როცა ჩაივლის ჩემი დიდება, კლდის ნაპრალში მოგათავსებ და დაგფარავ ჩემი ხელით, ვიდრე გავივლი; მოგაშორებ ხელს და დაინახავ ჩემს ზურგს, მაგრამ სახეს ვერ იხილავ”.

ესაია 6:1-5
მეფე ყუზიას სიკვდილის წელს ვიხილე უფალი, დიდებულ და აღზევებულ ტახტზე მჯდარი და მისი სამოსლის კალთები ავსებდა ტაძარს.  სერაფიმნი იდგნენ მის ზემოთ: თითოეულს ექვსი ფრთა ჰქონდა, ორით სახეს იფარავდნენ, ორით – ფეხებს და ორით დაფრინავდნენ. გასძახოდნენ ერთიმეორეს და ამბობდნენ: „წმიდაა, წმიდაა, წმიდაა ცაბაოთ უფალი! სავსეა მისი დიდებით მთელი დედამიწა!”  და შეირყა წირთხლთა საძირკვლები ძახილის ხმაზე და კვამლით აივსო სახლი.  ვთქვი: „ვაი! დავიღუპე, რადგან ბაგეუწმიდური კაცი ვარ და ბაგეუწმიდურ ხალხში ვცხოვრობ, ჩემმა თვალებმა კი მეფე, ცაბაოთ უფალი იხილეს”.

მეორე რჯული 4:2
არაფერი დაუმატოთ და არც დააკლოთ ჩემგან ნაბრძანებს, რომ დაიცვათ უფლის, თქვენი ღმერთის, მცნებანი, რომელთაც მე გიცხადებთ.

მეორე რჯული 12:32
ყოველი სიტყვა, რასაც გამცნებთ დღეს დაიცავით და აღასრულეთ, არც დაუმატოთ რაიმე და არც გამოაკლოთ.

იგავნნი 30:5-6
ღმერთის ყოველი სიტყვა ნაცადია; ფარია იგი მათთვის, ვინც მას შეეფარება.  ნურაფერს მიუმატებ მის სიტყვებს, თორემ გამხელს და მატყუარა გამოხვალ.

2 პეტრეს 1:19-21
ახლა ჩვენ გვაქვს უმტკიცესი წინასწარმეტყველური სიტყვა და კარგად მოიქცევით, თუ მიმართავთ მას, როგორც ლამპარს, რომელიც ბნელში ანათებს, ვიდრე გათენდებოდეს და ცისკრის ვარსკვლავი ამოვიდოდეს თქვენს გულებში. პირველ რიგში, უნდა იცოდეთ, რომ წერილის არც ერთი წინასწარმეტყველება არ განიმარტება თავისით. ვინაიდან წინასწარმეტყველება არასოდეს არ წარმოთქმულა ადამიანის ნებით, არამედ ადამიანები, სულიწმიდის მიერ აღძრულნი, ღმერთისაგან წარმოთქვამდნენ მას.

2 მეფეთა 6:1-7
კვლავ შემოიკრიბა დავითმა ისრაელის ყველა რჩეული ვაჟკაცი, ოცდაათი ათასი.  ადგა და წავიდა დავითი, იუდას ბაყალეში, მასთან მყოფ მთელ ხალხთან ერთად, ღვთის კიდობნის გადასატანად, რომელიც ცაბაოთ უფლის სახელით იწოდება, რომელიც ქერუბებზე ზის. ახალ ურემზე შემოდგეს ღვთის კიდობანი და გაიტანეს აბინადაბის სახლიდან გიბყაში. აბინადაბის ძეთ, ყუზას და ახიოს, მიჰყავდათ ახალი ურემი.  გამოიყვანეს ურემი ღვთის კიდობანთან ერთად აბინადაბის სახლიდან გიბყაში, წინ ახიო მიუძღოდა კიდობანს. დავითი და ისრაელის მთელი სახლი უფლის წინაშე უკრავდნენ კვიპაროსის ხის ყველა საკრავით: ქნარებით, ჩანგებით, დაფდაფებით, ბობღნებითა და წინწილებით.  ნახონის კალომდე რომ მივიდნენ, ღვთის კიდობნისკენ გაიწოდა ყუზამ ხელი დასაჭერად, რადგან კინაღამ გადმოაგდეს იგი ხარებმა.  აღინთო უფლის რისხვა ყუზაზე და დასცა იგი ღმერთმა მისი უპატივცემლობის გამო და მოკვდა იქ, ღვთის კიდობანთან.

მარკოზის 11:15-17
მივიდნენ იერუსალიმში, შევიდა იესო ტაძარში და დაიწყო ტაძრიდან გამყიდველთა და მყიდველთა გამორეკვა; ააყირავა ფულის გადამცვლელთა მაგიდები და მტრედების გამყიდველთა სკამები. არავის ანებებდა რაიმეს გატან-გამოტანას ტაძარში. ასწავლიდა მათ და ეუბნებოდა: „განა არ წერია: ჩემი სახლი სამლოცველო სახლად იწოდება ყველა ერში? თქვენ კი ავაზაკთა ბუნაგად აქციეთ იგი”.

იოანეს 2:13-17
იუდეველთა პასექი რომ მოახლოვდა, იერუსალიმში ავიდა იესო. ნახა ტაძარში ხარების, ცხვრების და მტრედების გამყიდველნი და მსხდომარე ფულის გადამცვლელნი. საბლისგან შოლტი გააკეთა და გამორეკა ტაძრიდან ყველა, ასევე ხარები და ცხვრები; ფულის გადამცვლელებს ფული დაუბნია და მაგიდები აუყირავა. მტრედებით მოვაჭრეებს კი უთხრა: „გაიყვანეთ ესენი აქედან; და მამაჩემის სახლს სავაჭრო სახლად ნუ გადააქცევთ”. მაშინ გაახსენდათ მის მოწაფეებს, რომ დაწერილია: „შენი სახლის შური შემჭამს მე”.

იერემია 7:11
ავაზაკთა ბუნაგად იქცა თქვენთვის ეს სახლი, რომელიც ჩემი სახელით იწოდება? აჰა, მეც ვხედავ ამას!” – ამბობს უფალი.

საქმეები 23:1-5
პავლემ მზერა მიაპყრო სინედრიონს და თქვა: „კაცნო, ძმანო, ყოველივეში კეთილი სინდისით ვმოქალაქეობდი ღვთის წინაშე დღემდე”.  მღვდელმთავარმა ანანიამ კი თავის წინაშე მდგომთ უბრძანა, რომ სახეში გაერტყათ მისთვის.  მაშინ უთხრა პავლემ: „ღმერთი გცემს შენ, თეთრად შეფეთქილო კედელო! მანდ იმიტომ ზიხარ, რომ რჯულით განმიკითხო და ურჯულოდ კი ბრძანებ ჩემს ცემას”.  უთხრეს იქ მდგომებმა: „ღვთის მღვდელმთავარს შეურაცხჰყოფ?”  უთხრა მათ პავლემ: „არ ვიცოდი, ძმებო, ეგ თუ მღვდელმთავარი იყო, ვინაიდან დაწერილია, შენი ხალხის მთავარზე აუგს ნუ იტყვი”.

ებრაელთა 13:7
გახსოვდეთ თქვენი წინამძღოლნი, რომლებიც ღვთის სიტყვას გიქადაგებდნენ; მათი სიცოცხლის აღსასრულის შემყურენმა მიბაძეთ მათ რწმენას.

იგავნნი 16:6
წყალობითა და ჭეშმარიტებით გამოისყიდება დანაშაული, უფლის შიშით განერიდებიან ბოროტებას.

ებრაელთა 11:7
რწმენით მიიღო ნოემ გაფრთხილება იმაზე, რაც ჯერ არ იყო ხილული და ღვთისმოშიშებით გაამზადა კიდობანი თავისი სახლის გადასარჩენად; ამით მსჯავრი დასდო ქვეყნიერებას და სიმართლის მემკვიდრე გახდა რწმენის მიხედვით.

1 პეტრეს 1:14-17
როგორც გამგონე შვილები, ნუ აჰყვებით უმეცრების დროინდელ გულისთქმებს. არამედ ისეთი წმიდანი იყავით ყოველ საქციელში, როგორი წმიდაცაა იგი, ვინც თქვენ მოგიწოდათ. ვინაიდან დაწერილია: „იყავით წმიდანი, რადგან წმიდა ვარ მე”. თუ მამას უწოდებთ იმას, ვინც მიუკერძოებლად, ყველას საქმეთა მიხედვით განიკითხავს, მაშინ მოშიშებით გაატარეთ თქვენი ხიზნობის დრო.

Advertisements