ღვთის დაპირებები ბიბლიის მუხლები

იესო ნავეს ძე 21:45
ერთი სიტყვაც კი არ გამტყუვნებულა იმ კეთილი დანაპირებიდან, რომელიც უფალს ჰქონდა ნათქვამი ისრაელის სახლეულისთვის — ყოველივე ახდა.

იესო ნავეს ძე 23:14
აჰა, მთელი ქვეყნის გზით მივდივარ დღეს. თქვენ კი იცოდეთ მთელი თქვენი გულითა და მთელი თქვენი გონებით, რომ არ გამტყუვნებულა არცერთი სიტყვა იმ კეთილ სიტყვათაგან, რომელიც უფალმა, თქვენმა ღმერთმა წარმოთქვა თქვენზე; ყოველივე ასრულდა და არ გამტყუვნებულა არცერთი სიტყვა.

3 მეფეთა 8:56
„კურთხეულ იყოს უფალი, რომელმაც მოასვენა თავისი ხალხი, ისრაელი, როგორც დაპირდა! ერთი სიტყვაც არ დარჩენილა აღუსრულებელი მისი სასიკეთო დანაპირებიდან, რომელიც თავისი მსახურის, მოსეს მეშვეობით წარმოთქვა.

2 კორინთელთა 1:20
რადგან ღვთის ყველა აღთქმა მასში არის ‘ჰო’ და მისით ითქმის ჩვენს მიერ ‘ამინ’, ღმერთის სადიდებლად.

მათეს 7:7-11
ითხოვეთ და მოგეცემათ, ეძიეთ და იპოვით, დააკაკუნეთ და გაგეღებათ. ვინაიდან ყოველი, ვინც ითხოვს — ღებულობს, ვინც ეძიებს — პოულობს და ვინც აკაკუნებს — გაეღება. არის კი თქვენ შორის ისეთი კაცი, შვილმა პური სთხოვოს, მან კი ქვა მისცეს? ანდა თევზი სთხოვოს და გველი მიაწოდოს? მაშ, თუ თქვენ, ბოროტებმა, იცით კეთილ მისაცემელთა მიცემა თქვენი შვილებისთვის, მეტადრე თქვენი ზეციერი მამა მისცემს სიკეთეს იმას, ვინც სთხოვს.

რომაელთა 4:12
და გულდაჯერებული იყო, რომ ის, ვინც აღუთქვა, შესრულებასაც შეძლებდა.

რომაელთა 1:2
წინასწარ რომ ჰქონდა აღთქმული თავის წინასწარმეტყველთა მიერ წმიდა წერილებში

ფსალმუნები 76:8
ნუთუ სამუდამოდ გაქრა მისი წყალობა და საუკუნოდ დასრულდა მისი აღთქმა?

ანგია 2:5
სიტყვა, რომელიც აღგითქვით ეგვიპტიდან თქვენი გამოსვლისას — სული ჩემი თქვენს შორისაა დავანებული: ნუ გეშინიათ!

ებრაელთა 10:23
მტკიცედ მივყვეთ იმედის აღიარებას, ვინაიდან აღმთქმელი ერთგულია;

ებრაელთა 10:36
მოთმინება გესაჭიროებათ, რათა აღასრულოთ ღვთის ნება და მიიღოთ აღთქმული.

ებრაელთა 11:13
რწმენაში დაიხოცა ყველა მათგანი, ისე რომ ვერ მიიღეს აღთქმული, მხოლოდ შორიდან უყურებდნენ, ესალმებოდნენ და აღიარებდნენ, რომ უცხონი და ხიზნები არიან ამ ქვეყანაზე.

ებრაელთა 11:33
რომლებიც რწმენით ამარცხებდნენ სამეფოებს, იქმოდნენ სიმართლეს, აღწევდნენ აღთქმებს, პირს უკრავდნენ ლომებს.

ებრაელთა 12:26
რომლის ხმამაც შეძრა მაშინ დედამიწა; ახლა კი, აღგვითქვამს და ამბობს: „კიდევ ერთხელ შევძრავ არა მარტო დედამიწას, არამედ ცასაც”.

იაკობი 1:12
ნეტარია კაცი, რომელიც გაუძლებს განსაცდელს, რადგან, რაკი გამოიცდება, მიიღებს სიცოცხლის გვირგვინს, რომელიც თავის მოყვარულებს აღუთქვა ღმერთმა.

2 პეტრეს 3:9
არ აყოვნებს უფალი აღთქმულს, ზოგიერთებს რომ დაყოვნებად ეჩვენებათ; არამედ სულგრძელია თქვენდამი, რადგან ის კი არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ ის, რომ ყველამ მოინანიოს.

2 პეტრეს 3:13
ხოლო ჩვენ, მისი აღთქმისამებრ მოველით ახალ ცათ და ახალ დედამიწას, სადაც დამკვიდრებულია სიმართლე.

ეფესელთა 6:2
პატივი მიაგე შენს მამას და დედას, — ეს არის პირველი მცნება აღთქმით,

Advertisements