ღვთის ძალის გამოხატულება ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 28:3
წყლებზეა ხმა უფლისა; გრგვინავს დიდების ღმერთი; ხმა უფლისა მრავალ წყალზეა.

ფსალმუნები 67:33
ამხედრებულს უძველეს ცათა ცაზე – აჰა, ის გამოსცემს თავისი ძლიერების ხმას.

გამოსვლა 8:19
უთხრეს გრძნეულებმა ფარაონს: ეს ღვთის თითია. მაგრამ გაქვავდა ფარაონის გული, არ ისმინა მათი, როგორც ჰქონდა ნათქვამი უფალს.

ესაია 48:13
დიახ, ჩემმა ხელებმა დააფუძნა დედამიწა და ჩემმა მარჯვენამ გადაჭიმა ცანი; მოვუხმობ მათ და ერთად დადგებიან.

იობი 40:9
ან იქნებ ღვთის სადარი მკლავი გაქვს და მისი ხმით გრგვინვა შეგიძლია?

ესაია 52:10
გაიშიშვლა უფალმა წმიდა მკლავი ყველა ერის თვალწინ, რათა დედამიწის ყველა კიდემ იხილოს ჩვენი ხსნა ღვთისმიერი.

იობი 26:14
აჰა, ეს არის კიდეები მისი გზებისა და რა ცოტა რამ გვსმენია მასზე! ვინ ჩასწვდება მისი ძლიერების გრგვინვას?

Advertisements