ღვთის ერთგულება ბიბლიის მუხლები

რიცხვნი 23:19
ღმერთი კაცი არ არის, რომ იცრუოს და არც კაცის ძეა, რომ აზრი შეიცვალოს. განა უთქვამს და არ გაუკეთებია?

გოდება იერემიასი 3:22-23
რომ უფლის მოწყალება არ დასრულებულა, რომ მისი სიბრალული არ გამოლეულა. განახლდება ყოველ დილით, დიდია შენი ერთგულება.

რომაელთა 4:21
და გულდაჯერებული იყო, რომ ის, ვინც აღუთქვა, შესრულებასაც შეძლებდა.

2 ტიმოთეს 2:13
თუ ჩვენ არ ვერწმუნებით, ის მაინც სარწმუნოდ რჩება, ვინაიდან არ ძალუძს საკუთარი თავის უარყოფა.

ნეემია 9:8
ერთგულად სცანი მისი გული შენ წინაშე და აღთქმა დაუდე, რომ ქანაანელთა, ხეთელთა, ამორელთა, ფერიზელთა, იებუსელთა და გირგაშელთა ქვეყანას მისცემდი მისი შთამომავლობისთვის დასამკვიდრებლად;

1 თესალონიკელთა 5:24
ერთგულია, ვინც მოგიწოდათ, რომელიც აღასრულებს კიდეც ამას.

იესო ნავეს ძე 21:45
ერთი სიტყვაც კი არ გამტყუვნებულა იმ კეთილი დანაპირებიდან, რომელიც უფალს ჰქონდა ნათქვამი ისრაელის სახლეულისთვის – ყოველივე ახდა.

2 პეტრეს 3:9
არ აყოვნებს უფალი აღთქმულს, ზოგიერთებს რომ დაყოვნებად ეჩვენებათ; არამედ სულგრძელია თქვენდამი, რადგან ის კი არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ ის, რომ ყველამ მოინანიოს.

იერემია 29:10
რადგან ასე ამბობს უფალი: სამოცდაათი წელი რომ შეუსრულდება ბაბილონს, მაშინ მოგიკითხავთ და ავასრულებ თქვენზე ნათქვამ ჩემს კეთილ სიტყვას: დაგაბრუნებთ-მეთქი ამ ადგილზე.

2 მეფეთა 22:26
წყალობის მქნელს – წყალობით ექცევი და წრფელ კაცთან წრფელი ხარ.

ებრაელთა 10:23
მტკიცედ მივყვეთ იმედის აღიარებას, ვინაიდან აღმთქმელი ერთგულია;

აბაკუმი 2:3
რადგან დადგენილ ჟამს ეხება ხილვა, დასასრულს აცხადებს და არ გაცუდდება. თუ დააყოვნებს, დაელოდე, ვინაიდან უცილობლად მოვა, არ დააგვიანებს.

გამოცხადება 1:5
და იესო ქრისტესგან, რომელიც ერთგული მოწმეა, პირმშო მკვდართაგან და მიწიერ მეფეთა მთავარი; მას, რომელმაც შეგვიყვარა და საკუთარი სისხლით გვიხსნა ჩვენი ცოდვებისგან;

გამოცხადება 19:11
ვიხილე გახსნილი ცა, და აჰა, თეთრი ცხენი და მისი მხედარი, ერთგულად და ჭეშმარიტად რომ იწოდება, რომელიც სიმართლით განიკითხავს და იბრძვის.

3 მეფეთა 8:20
და აღასრულა უფალმა თავისი სიტყვა, რომელიც წარმოთქვა, მე ვდგავარ მამაჩემის, დავითის მაგიერ და ვზივარ ისრაელის ტახტზე, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს და ავაშენე სახლი უფლის, ისრაელის ღმერთის სახელზე.

1 კორინთელთა 1:9
ერთგულია ღმერთი, რომელმაც მოგიწოდათ მის ძესთან, ჩვენს უფალ იესო ქრისტესთან მოზიარეობისათვის.

1 თესალონიკელთა 5:24
ერთგულია, ვინც მოგიწოდათ, რომელიც აღასრულებს კიდეც ამას.

ესაია 49:7
ასე ეუბნება უფალი, ისრაელის გამომსყიდველი და მისი წმიდა, ადამიანთა მიერ აბუჩად აგდებულთ, ერთა მიერ შეძულებულთ, აღზევებულთა მსახურთ: „იხილავენ მეფენი და წამოიმართებიან, მთავარნი კი თაყვანს სცემენ უფლის გულისთვის, რომელიც ერთგულია, ისრაელის წმიდის გამო, რომელმაც ამოგირჩია”.

ფსალმუნები 35:5
უფალო, ზეცამდეა შენი წყალობა, ცას სწვდება შენი ერთგულება.

1 იოანეს 1:9
თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, ერთგული და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და გაგვწმენდს ყოველგვარი უმართლობისგან.

Advertisements