ღვთის გამოცდა ბიბლიის მუხლები

მალაქია 3:10
მოიტანეთ მთელი მეათედი საგანძურში, რომ იყოს საზრდო ჩემს სახლში. აბა გამომცადეთ ამით – ამბობს ცაბაოთ უფალი – თუ არ გაგიხსნათ ცის სარკმელები და არ გადმოგიღვაროთ კურთხევა აუწყველად.

მეორე რჯული 6:16
არ გამოსცადო უფალი, შენი ღმერთი, როგორც მასაში გამოსცადე.

მათეს 4:7
იესომ უპასუხა: „ასევე დაწერილია: არ გამოსცადო უფალი, ღმერთი შენი”.

ლუკას 4:12
მიუგო იესომ და უთხრა მას: „ნათქვამია: არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი”.

ფსალმუნები 94:9
როცა მცდიდნენ თქვენი მამები; გამომცადეს, თუმცა იხილეს ჩემი საქმენი.

ებრაელთა 3:9
სადაც გამომცადეს თქვენმა მამებმა და ხედავდნენ ჩემს საქმეებს ორმოც წელიწადს.

გამოსვლა 17:2
ამიტომ წაეჩხუბა ხალხი მოსეს. ეუბნებოდნენ: „მოგვეცით წყალი დასალევად”. უთხრა მათ მოსემ: “რად მეჩხუბებით? რატომ ცდით უფალს?”

საქმეები 15:10
ახლა რაღატომ გინდათ გამოსცადოთ ღმერთი და მოწაფეებს ისეთი უღელი დაადგათ ქედზე, რომლის ტარება ვერც ჩვენმა მამებმა შეძლეს და ვერც ჩვენ?

გამოსვლა 17:7
და ეწოდა იმ ადგილს სახელად მასახი და მერიბახი, ისრაელის ძეთა შუღლისა და უფლის გამოცდის გამო, როცა თქვეს: „არის კი ჩვენს შორის უფალი თუ არა?”

ფსალმუნები 77:18
ცდიდნენ ღმერთს თავის გულში, საჭმელს მოითხოვდნენ თავისი სურვილისამებრ.

ფსალმუნები 77:41
კვლავაც სცდიდნენ უფალს და ტკივილს აყენებდნენ ისრაელის წმიდას.

ფსალმუნები 77:56
კვლავ გამოსცადეს და გაუჯიუტდნენ უზენაეს ღმერთს, არ დაიცვეს მისი მცნებანი.

ფსალმუნები 105:14
გულისთქმას აჰყვნენ უდაბნოში და უკაცრიელ ადგილას გამოსცადეს ღმერთი.

საქმეები 5:9
პეტრემ უთხრა: „რატომ შეითქვით, რომ გამოგეცადათ უფლის სული? აჰა, კარში დგანან შენი ქმრის დამმარხავთა ფეხნი, და შენც გაგიტანენ”.

1 კორინთელთა 10:9
ნურც გამოვცდით უფალს, როგორც ზოგიერთმა მათგანმა გამოსცადა, და გველებისგან დაიღუპნენ.

ესაია 7:12
მაგრამ მიუგო ახაზმა: „არ ვთხოვ და არ გამოვცდი უფალს”.

მალაქია 3:15
კურთხეულნი არიანო ამპარტავანნი, აშენდნენ ბოროტმოქმედნი, ღმერთიც კი გამოსცადეს და გაექცნენ სასჯელს.

Advertisements