ღვთის განკარგულებები ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 147:4
წარმოგზავნის თავის სიტყვას დედამიწაზე, სწრაფად ვრცელდება მისი ნათქვამი.

დანიელი 4:24
ასეთია მისი ახსნა, მეფევ: ეს უზენაესის განაჩენია, რომელიც მოეწევა ჩემს მეფე-ბატონს:

ესაია 28:13
ასეთი იქნება მათთვის უფლის სიტყვა: მცნება მცნებაზე, მცნება მცნებაზე, წესი წესზე, წესი წესზე, ცოტა იქ, ცოტა აქ, რომ წავიდნენ და გულაღმა დაეცნენ, დაილეწონ, მახეში გაებნენ და დატყვევდნენ.

დაბადება 2:16-17
უბრძანა უფალმა ღმერთმა ადამს: „ბაღის ყოველი ხისგან შეგიძლია ჭამო, ოღონდ კეთილისა და ბოროტის შემეცნების ხისგან არ შეჭამო, რადგან რა დღესაც შეჭამ სიკვდილით მოკვდები”.

გამოსვლა 35:1
შეკრიბა მოსემ ისრაელის ძეთა მთელი თემი და უთხრა: „აჰა, სიტყვები, რომლებიც გვამცნო უფალმა შესასრულებლად:

ლევიანნი 17:2
„ელაპარაკე აარონს, მის ძეებს, ყველა ისრაელიანს და უთხარი მათ, ესაა სიტყვა, რომელიც ბრძანა უფალმა:

რიცხვნი 30:1
უთხრა მოსემ ისრაელის ტომთა მეთაურებს: „ეს ბრძანა უფალმა:

რიცხვნი 15:30
ის კი, ვინც განზრახ ბოროტმოქმედებს, მკვიდრი იქნება თუ ხიზანი, გმობს უფალს; ასეთი კაცი მოისპოს თავისი ხალხისგან,

1 კორინთელთა 7:10
ხოლო დაქორწინებულებს მე კი არა, უფალი ეუბნება: ცოლი არ გაეყაროს ქმარს.

დაბადება 21:4
წინადაცვითა აბრაამმა რვა დღის ისაკი, თავისი ძე, როგორც ღმერთს ჰქონდა ნაბრძანები.

რიცხვნი 9:18
უფლის ბრძანებით დაიძრებოდნენ ხოლმე ისრაელის ძენი და უფლის ბრძანებით დაბანაკდებოდნენ და მანამდე ჩერდებოდნენ, სანამ ღრუბელი იდგა სავანის თავზე.

რიცხვნი 9:23
უფლის ბრძანებით ბანაკდებოდნენ და უფლის ბრძანებით იძროდნენ: იცავდნენ უფლის განკარგულებებს, უფლის დავალებისამებრ, მოსეს მეშვეობით.

ამოსი 9:3
ქარმელის წვერზეც რომ დაიმალონ, იქაც მოვძებნი და წამოვიყვან; ზღვის ფსკერზეც რომ მიეფარონ ჩემს თვალს, იქ ვუბრძანებ გველს და დაგესლავს მათ.

იონა 2:10
მაშინ უბრძანა თევზს უფალმა და მანაც ხმელეთზე ამოანთხია იონა.

2 მეფეთა 16:10
მიუგო მეფემ: „რა გინდათ ჩემგან, ცერუიას ძენო? თუ მწყევლის, ეგებ უფალმა დაავალა დავითის წყევლა! ვინ ეტყვის, ასე რატომ იქცევიო?”

4 მეფეთა 18:25
განა შენი უფლის ნებით არ მოვედი ამ ადგილის გასანადგურებლად? უფალმა მითხრა: წადი იმ ქვეყანაში და გაანადგურე”.

იერემია 47:7
როგორ დადუმდება, როცა უფალმა უბრძანა! აშკელონისა და ზღვის ნაპირის წინააღმდეგ განაწესა”.

Advertisements