ღვთის გულისწყრომა ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 89:7
რადგან დავილიეთ შენი რისხვით და შენი გულისწყრომით შევძრწუნდით.

გამოცხადება 15:1
და ვიხილე სხვა ნიშანი ზეცაში, დიდი და საკვირველი; შვიდი ანგელოზი უკანასკნელი შვიდი წყლულით, რომლებითაც თავდებოდა ღვთის რისხვა.

ფსალმუნები 118:53
მგზნებარე რისხვამ შემიპყრო ცოდვილთა გამო, რომლებმაც მიატოვეს შენი რჯული.

ნაუმი 1:6
ვინ გაუძლებს მის მრისხანებას? ვინ აიტანს მისი რისხვის მძვინვარებას? ცეცხლად იღვრება მისი გულისწყრომა და კლდეები იმსხვრევიან მისგან.

აბაკუმი 3:12
გულისწყრომით დადიხარ დედამიწაზე და რისხვით თელავ ერებს.

სოფონია 3:8
ამიტომ მაცალეთ — ამბობს უფალი — იმ დღემდე, როცა მოწმედ წამოვდგები, რადგან ჩემი განაჩენით მოიყრიან თავს ერები, შეიკრიბებიან სამეფოები, რომ თავზე დავანთხიო ჩემი წყრომა და მთელი ჩემი მგზნებარე რისხვის მძვინვარება, რადგან ჩემი ეჭვიანობის ცეცხლით შთაინთქმება მთელი ქვეყანა.

ესაია 66:14
დაინახავთ და გაიხარებს თქვენი გული, ბალახივით აბიბინდება თქვენი ძვლები და უფლის ხელი მის მსახურებს გამოეცხადება. მისი რისხვა კი მისი მტრების წინააღმდეგ მიიმართება.

მეორე რჯული 29:28
და რისხვით, მძვინვარებითა და დიდი წყრომით აღმოფხვრა ისინი უფალმა მათი მიწიდან; განდევნა ისინი სხვა ქვეყანაში, როგორც ეს დღეს არის.

მალაქია 1:4
ედომი კი ამბობს: „დაგვარბიეს, მაგრამ კვლავ ავაშენებთო ნანგრევებს”, მაგრამ ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: „ისინი ააშენებენ, მე დავანგრევ; ბოროტების მხარედ იქნება წოდებული და იმ ერად შეირაცხება, რომელსაც სამუდამოდ განურისხდა უფალი”.

ფსალმუნები 77:49
დაუშვა მათზე თავისი რისხვის ალი, მრისხანება, მძვინვარება და გაჭირვება, როცა წარმოგზავნა სიავის ანგელოზნი.

იობი 10:17
შენს მოწმობებს ანახლებ ჩემს წინააღმდეგ და აძლიერებ შენს რისხვას, ჯარი ანაცვლებს ჯარს ჩემს წინააღმდეგ.

ესაია 26:20
მოდით, ჩემო ხალხო, შედით თქვენს ოთახებში და გამოიკეტეთ კარი, მცირე ხნით შეაფარეთ თავი, ვიდრე რისხვა გადაივლიდეს.

ფსალმუნები 68:24
შენი მრისხანება გადმოღვარე მათზე და შენი რისხვის ალი ეწიოთ.

რომაელთა 2:8
ხოლო მათ, ვინც ანგარია და არ ემორჩილება ჭეშმარიტებას, არამედ უმართლობას გადაეცა — რისხვასა და გულისწყრომას.

ესაია 13:5
შორი ქვეყნიდან მოდიან ისინი, ცის კიდეებიდან, უფალი და ჭურჭელი მისი მრისხანებისა — მთელი ქვეყნის გასანადგურებლად.

Advertisements