ღვთის მარჯვენა ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 88:13
ძლიერია შენი მკლავი; ძლევამოსილია შენი ხელი და შემართულია მარჯვენა შენი.

ფსალმუნები 15:8
მუდამ ჩემს წინ წარმოვიდგენ უფალს; რადგან ჩემს მარჯვნივ არის, არ წავბორძიკდები.

ფსალმუნები 62:8
შენ მოგტმასნია სული ჩემი; შენს მარჯვენას ვუკავივარ.

ფსალმუნები 138:10
იქაც შენი ხელი წამიძღვება და შენი მარჯვენა დამიჭერს.

ესაია 41:13
რადგან მე, უფალი – შენი ღმერთი, შენი მარჯვენის დამკავებელი გეუბნები: „ნუ გეშინია, მე შეგეწევი!

გოდება 2:3
შემუსრა თავისი მგზნებარე რისხვით ყოველი რქა ისრაელისა, უკან გააბრუნა მტრისგან თავისი მარჯვენა და ყოვლისმშთანმთქმელი, აგიზგიზებული ცეცხლით შთანთქა იაკობი.

ფსალმუნები 15:11
მასწავლე გზა სიცოცხლისა, სიხარულის სისავსეა შენი სახის წინაშე, შენს მარჯვნივ ყოფნა ნეტარებაა უკუნისამდე.

ფსალმუნები 47:10
როგორც შენი სახელი, შენი ქებაც დედამიწის კიდით-კიდემდეა ღმერთო; სიმართლით სავსეა შენი მარჯვენა.

ფსალმუნები 72:23
და მაინც მუდამ შენთან ვარ, შენ გიჭირავს ჩემი მარჯვენა.

ესაია 62:8
თავისი მარჯვენა დაიფიცა უფალმა და მკლავი თავისი ძლიერებისა – აღარასოდეს მივცემ შენს მტრებს შენს ხორბალს საჭმელად და ვეღარ დალევენ უცხოტომელნი შენს მაჭარს, რომელზეც იშრომე,

ფსალმუნები 59:5
გვიხსენი შენი მარჯვენით და გვიპასუხე რათა გადარჩნენ ვინც შენ გიყვარს.

ფსალმუნები 107:6
რათა გადარჩნენ შენი საყვარელნი; მიხსენი შენი მარჯვენით და მიპასუხე.

ფსალმუნები 16:7
გვიჩვენე შენი საოცარი წყალობა, რადგან შენი მარჯვენით იხსნი მათ, ვინც შენში ეძებს თავშესაფარს თავიანთი მტრებისგან.

ფსალმუნები 19:6
ახლა მივხვდი, რომ იხსნა უფალმა თავისი ცხებული, თავისი წმიდა ზეციდან უპასუხებს მას, თავისი მხსნელი მარჯვენის ძლიერებით.

ფსალმუნები 79:15
გაამაგრე ის, რაც დარგო შენმა მარჯვენამ, ყლორტი, შენთვის რომ განამტკიცე.

ფსალმუნები 97:1
უმღერეთ უფალს ახალი სიმღერა, რადგან სასწაულები მოიმოქმედა. მისმა მარჯვენამ და მისმა წმიდა მკლავმა მოუტანა მას გამარჯვება.

ფსალმუნები 137:7
შუაგულ ჭირშიც რომ გავდიოდე, შენ შემინარჩუნებ სიცოცხლეს; ხელს გამოიწვდი ჩემი მტრების რისხვის წინააღმდეგ და მიხსნის მარჯვენა შენი.

ფსალმუნები 17:35
შენ მომეცი ფარი შენი ხსნისა და შენი მარჯვენით შემეწიე! შენი წყალობა განმადიდებს!

ფსალმუნები 43:3
რადგან ხმლით კი არ დაუპყრიათ ქვეყანა და არც მათ მკლავებს არ მოუტანიათ მათთვის გამარჯვება, არამედ შენმა მარჯვენამ, შენმა მკლავმა და შენი სახის სინათლემ, რადგან შეიყვარე ისინი.

ესაია 41:10
ნუ გეშინია, რადგან შენთან ვარ, ნუ ფრთხი, რადგან შენი ღმერთი ვარ; განგამტკიცებ, შეგეწევი და მხარს დაგიჭერ ჩემი სამართლის მარჯვენით.

გამოსვლა 15:6
მარჯვენა შენი, უფალო, განდიდებულია ძალით, მარჯვენამ შენმა, უფალო, გააცამტვერა მტერი.

გამოსვლა 15:12
გაიწოდე მარჯვენა და მიწამ შთანთქა ისინი.

ფსალმუნები 20:8
მისწვდება შენი ხელი ყველა შენს მტერს და მარჯვენა – შენს მოძულეებს.

ფსალმუნები 73:11
უკან რად მიგაქვს შენი ხელი, შენი მარჯვენა? გამოიღე უბიდან და მოსპე.

ფსალმუნები 44:4
შენი მშვენებით დაბრძანდი ეტლზე – ჭეშმარიტების, თვინიერებისა და სიმართლისთვის; გვაჩვენოს საოცრებანი მარჯვენამ შენმა.

ფსალმუნები 76:10
და ვთქვი: აი, ჩემი წუხილი – აღარ გვიდგება უზენაესის მარჯვენა დამცველად.

ესაია 48:13
დიახ, ჩემმა ხელებმა დააფუძნა დედამიწა და ჩემმა მარჯვენამ გადაჭიმა ცანი; მოვუხმობ მათ და ერთად დადგებიან.

გოდება 2:4
მტერივით მოზიდა მშვილდი, შემაჭირვებელივით აღმართა მარჯვენა და თვალთათვის სანუკვართაგან ყველა გაჟლიტა; ცეცხლივით გადმოღვარა თავისი გულისწყრომა სიონის ასულის კარავში.

აბაკუმი 2:16
სირცხვილით გაძღები პატივის ნაცვლად. ახლა შენც დალიე და გამოაჩინე შენი სიშიშვლე; შენც მოგიბრუნდება ფიალა უფლის მარჯვენისა და სირცხვილი დიდე­ბის სანაცვლოდ.

ებრაელთა 1:13
ანგელოზთაგან რომლისთვის უთქვამს ოდესმე: „დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე დავამხობდე შენს მტრებს შენს ფერხთა სადგამად?”

ფსალმუნები 109:1
უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე შენს მტრებს შენს ფეხქვეშ არ დავამხობ.

მათეს 22:44
უთხრა უფალმა* ჩემს უფალს: დაჯექი ჩემ მარჯვნივ, ვიდრე ფერხთით დაგიმხობდე მტრებს.

ლუკას 22:69
მაგრამ ამიერიდან ღმერთის ძალის მარჯვნივ დაჯდება ძე კაცისა”.

საქმეები 2:34
რადგან დავითი არ ამაღლებულა ზეცად; თვითონვე ამბობს: უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ,

კოლასელთა 3:1
ამრიგად, თუ ქრისტესთან ერთად აღსდექით, ეძიეთ რაც მაღლაა, სადაც ქრისტე ზის ღმერთის მარჯვნივ.

ებრაელთა 12:2
და ვუმზიროთ რწმენის წინამძღოლსა და სრულმყოფელ იესოს, რომელმაც მომავალი სიხარულისათვის ჯვარი დაითმინა, უგულებელყო სირცხვილი და ღვთის ტახტის მარჯვნივ დაჯდა.

1 პეტრეს 3:22
რომელიც ღმერთის მარჯვნივ არის მას შემდეგ, რაც ზეცად ამაღლდა, რომელსაც დაემორჩილნენ ანგელოზნი, ხელმწიფებანი და ძალნი.

რომაელთა 8:34
და ვინ დასდებს მსჯავრს? ქრისტე იესო, რომელიც მოკვდა და მით უმეტეს აღდგა, ღვთის მარჯვნივ არის და შუამდგომლობს კიდეც ჩვენთვის.

საქმეები 2:33
ამგვარად ამაღლდა იგი ღმერთის მარჯვნივ, მამისგან სულიწმიდის აღთქმა მიიღო და მოჰფინა იგი, რასაც თქვენც ხედავთ და ისმენთ.

საქმეები 5:31
იგი აღამაღლა ღმერთმა წინამძღოლად და მაცხოვრად თავისი მარჯვენით, რათა მონანიება მისცეს ისრაელს და ცოდვების მიტევება.

ებრაელთა 4:14-16
გვყავს რა დიდი მღვდელმთავარი, რომელმაც ზეცა განვლო, – იესო, ძე ღვთისა, მტკიცედ გვეპყრას ჩვენი აღსარება. ვინაიდან ისეთი მღვდელმთავარი როდი გვყავს, რომ ვერ შეძლოს თანაგრძნობა ჩვენს უძლურებაში, ის ჩვენსავით გამოცდილია ყველაფერში, გარდა ცოდვისა. ამიტომ, გაბედულად მივეახლოთ მადლის ტახტს, რომ მივიღოთ წყალობა და ვპოვოთ მადლი დროული შემწეობისათვის.

ებრაელთა 8:1
ამ ნათქვამიდან კი ესაა მთავარი: გვყავს მღვდელმთავარი, რომელიც დიდების ტახტის მარჯვნივ დაჯდა ზეცაში.

მათეს 26:64
უთხრა იესომ: „შენ თქვი. მაგრამ მე გეუბნებით: ამიერიდან იხილავთ ძე კაცისას, ძალის მარჯვნივ მჯდომს და ცის ღრუბლებზე მომავალს”.

მარკოზის 14:62
იესომ თქვა: „მე ვარ. და იხილავთ ძე კაცისას ძალის მარჯვნივ მჯდომარეს და ცის ღრუბლებზე მომავალს”.

გამოცხადება 5:1-7
და ვიხილე ტახტზე მჯდომის მარჯვენაში შიგნიდან და გარედან ნაწერი წიგნი, შვიდი ბეჭდით დაბეჭდილი.  ვიხილე ძლიერი ანგელოზი, დიდი ხმით მაუწყებელი: „ვინ არის ამ წიგნის გადაშლისა და მისი ბეჭდების ახსნის ღირსი?”3 და არავის შეეძლო არც ცაში, არც დედამიწაზე და არც მიწის ქვეშ ამ წიგნის გადაშლა ან მასში ჩახედვა.  ბევრი ვიტირე იმის გამო, რომ არ მოიძებნა ამ წიგნის გადაშლისა და მასში ჩახედვის ღირსი.  და მითხრა ერთმა უხუცესთაგანმა: „ნუ სტირი, აი გაიმარჯვა ლომმა იუდას ტომიდან, დავითის ფესვმა, რათა გახსნას წიგნი და მისი შვიდი ბეჭედი”.  შევხედე და, აჰა, ტახტსა და ოთხ ცოცხალ არსებას შორის და უხუცესებს შორის დგას კრავი, როგორც დაკლული, შვიდი რქა და შვიდი თვალი აქვს, რომლებიც ღვთის შვიდი სულია, წარმოგზავნილნი მთელ დედამიწაზე.  მივიდა და აიღო წიგნი ტახტზე მჯდომის მარჯვენიდან.

მათეს 20:20-23
მაშინ მივიდა მასთან ზებედეს ძეთა დედა თავის ვაჟებთან ერთად, თაყვანს სცემდა და რაღაცას სთხოვდა მას.  მან ჰკითხა: „რა გინდა?” ხოლო ქალმა მიუგო: „ბრძანე, რომ შენს სამეფოში, ერთი შენ მარჯვნივ, მეორე კი შენ მარცხნივ დაჯდეს ჩემს ამ ორ ძეთაგან”.   მიუგო იესომ პასუხად: „არ იცით, რას ითხოვთ. განა შეგიძლიათ იმ სასმისის შესმა, მე რომ უნდა შევსვა? ან იმ ნათლობით მოინათლოთ მე რომ მოვინათლე?” და უთხრეს: „შეგვიძლია”.  უთხრა მათ: „ჩემს სასმისს შესვამთ და იმ ნათლობითაც მოინათლებით, მე რომ მოვინათლე, მაგრამ ჩემ მარჯვნივ და მარცხნივ დაჯდომის ნებართვა ჩემგან არ არის, არამედ ვისთვისაც გამზადებულია მამაჩემის მიერ”.

Advertisements