ღვთის მახვილი ბიბლიის მუხლები

დაბადება 3:24
და დააყენა ქერუბები ედემის ბაღის აღმოსავლეთით, და მბრუნავი მახვილი აღმართა ადამის განდევნის შემდეგ, რათა დაცული ყოფილიყო სიცოცხლის ხისკენ მიმავალი გზა.

ესაია 66:16
რადგან ცეცხლით განსჯის უფალი და მახვილით ყოველ ხორციელს; ბევრნი იქნებიან უფლის მიერ დახოცილნი.

ესაია 34:6
სისხლითაა გამძღარი უფლის მახვილი, გაპოხილია ქონით, კრავთა და ვაცთა სისხლით, ვერძების თირკმელთა ქონით, რადგან მსხვერპლთშეწირვა აქვს უფალს ბოცრაში და დიდი ხოცვა ედომის ქვეყანაში.

ესაია 34:5
რადგან გაძღება ჩემი მახვილი ცაში და აჰა, ედომის განსაკითხად დაეშვება იგი, ჩემს მიერ მსჯავრდადებულ ხალხზე.

ეზეკიელი 12:14
ყველა დამხმარეს, მის ირგვლივ რომ არიან და მთელ მის მხედრობას გავფანტავ ქარის ყველა მიმართულებით და გაშიშვლებულ მახვილს დავადევნებ.

მეორე რჯული 33:29
ნეტარი ხარ, ისრაელ! ვინ შეგედრება? ხალხი, გადარჩენილი უფლის მიერ, რომელიც შენი შეწევნის ფარია და შენი დიდების მახვილი! იმედი გაუცრუვდებათ შენს მტრებს შენს წინაშე და გათელავ მათ სიმაღლეებს”.

ლევიანნი 26:25
მოგივლენთ მახვილს აღთქმისთვის შურის საძიებლად, შეგროვდებით თქვენს ქალაქებში, მაგრამ შავ ჭირს შეგყრით და მტრის ხელში ჩაცვივდებით.

მეორე რჯული 32:41
თუ ავლესე ჩემი მოელვარე ხმალი და სამართალი მოვიმარჯვე ხელში, შურს ვიძიებ ჩემს მტრებზე და მივუზღავ მათ, ვისაც ვძულვარ.

მეორე რჯული 32:25
გარეთ მახვილი მოსრავს ჭაბუკებს, ქალწულთ და ძუძუმწოვრებს, ჭაღარა მოხუცებთან ერთად და შიგნით – ძრწოლა!

მეორე რჯული 32:42
სისხლით დავათრობ ჩემს ისრებს; მტრის მთავართა თავებით, მოკლულთა და ტყვეთა სისხლითა და ხორცით გაძღება ჩემი მახვილი.

იესო ნავეს ძე 5:13
აღაპყრო იესომ თვალი იერიხოში ყოფნისას და აჰა, კაცი იდგა მის წინაშე და გაშიშვლებული მახვილი ეპყრა ხელთ; წავიდა იესო მისკენ და ჰკითხა: „ჩვენიანი ხარ, თუ მოწინააღმდეგე?”

რიცხვნი 22:23
და დაინახა ვირმა გზაზე მდგარი უფლის ანგელოზი გაშიშვლებული მახვილით ხელში, გადაუხვია ვირმა გზიდან და წავიდა მინდორზე. ცემა დაუწყო ვირს ბილყამმა, რათა გზისკენ მოებრუნებინა.

რიცხვნი 22:31
აუხილა უფალმა თვალები ბილყამს და დაინახა გზაზე მდგარი უფლის ანგელოზი გაშიშვლებული მახვილით ხელში; მოიდრიკა ბილყამი და თაყვანი სცა პირქვე დამხობილმა.

ფსალმუნები 16:13
აღსდექ, უფალო, წინ გადაუდექი, დააჩოქე, გადაარჩინე ჩემი სული ბოროტისგან შენი მახვილით.

მსაჯული 7:20
ჩაბერა სამივე რაზმმა საყვირებს და დაამსხვრიეს დოქები; მარცხენა ხელში ჩირაღდნები ეკავათ, მარჯვენაში – საყვირები, ახმიანებდნენ და თან ყვიროდნენ: „მახვილი უფლისთვის და გედეონისთვის!”

იერემია 47:6
ჰოი, უფლის მახვილო, სანამდე იბობოქრებ? დაბრუნდი შენს ქარქაშში, დამშვიდდი და დადუმდი!

ეზეკიელი 21:3
უთხარი ისრაელის მიწას: ასე ამბობს-თქო უფალი: აჰა, შენს წინააღმდეგ ვარ, მახვილს ვიშიშვლებ ქარქაშიდან და მოვკვეთავ შენგან მართალსაც და ბოროტეულსაც.

ეზეკიელი 21:5
გაიგებს ყოველი ხორციელი, რომ მე, უფალმა, ვიშიშვლე მახვილი ქარქაშიდან და მეტად აღარ ჩაეგება.

ეზეკიელი 30:24-25
მკლავებს განვუმტკიცებ ბაბილონის მეფეს, ხელში ჩემს მახვილს ჩავუდებ, ფარაონს მკლავებს გადავუმტვრევ და იკვნესებს განგმირულის კვნესით მის წინაშე. ბაბილონის მეფეს მკლავებს გავუძლიერებ, ფარაონს კი მკლავები ჩამოუვარდება და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი, როცა ხელში ჩავუდებ ჩემს მახვილს ბაბილონის მეფეს და გაიწვდენს მას ეგვიპტის ქვეყანაზე.

ეზეკიელი 32:10
მრავალი ხალხი შეიძვრება შენ გამო, შეძრწუნდებიან მათი მეფენი შენზე, როცა ხმალს მოვიქნევ მათ წინაშე და თითოეული თავისი სულის გამო იკანკალებს ყოველ წამს, შენი დაცემის დღეს.

ამოსი 7:9
ისაკის მაღლობები გაუკაცურდება, ისრაელის საწმიდრები ნანგრევებად იქცევა, მახვილით აღვდგები იერობყამის სახლზე.

ეზეკიელი 21:9-12
„ძეო კაცისავ! იწინასწარმეტყველე და თქვი: ასე ამბობს-თქო უფალი. თქვი: მახვილი, მახვილი გაილესა და გაპრიალდა. გალესილია, რომ დაკლას; გაპრიალდა, რომ ელვასავით განათდეს! არ უნდა გვიხაროდეს, რომ ჩემი ძის კვერთხმა მოიძულა ყველა ხე? მიცემულია ასაპრიალებლად, რომ ხელი მოეჭიდოს; გალესილია ეს მახვილი და გაპრიალებული, რომ მკვლელს გადაეცეს ხელში. იტირე, მოთქმით იტირე, ძეო კაცისავ! რადგან ჩემი ხალხის წინააღმდეგ არის იგი, ისრაელის ყველა მთავრის წინააღმდეგ. მახვილს არიან გადაცემულნი ჩემს ხალხთან ერთად, ამიტომ მკერდზე ირტყი ხელი უბედურებისგან.

ეზეკიელი 21:28
შენ კი, ძეო კაცისავ! იწინასწარმეტყველე და თქვი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი ყამონის ძეებზე და მათ შერცხვენაზე. თქვი: მახვილი, მახვილია გაშიშვლებული ჩასახოცად, გაპრიალებულია შესამუსრად, რომ ელვასავით იყოს.

ეზეკიელი 21:9
„ძეო კაცისავ! იწინასწარმეტყველე და თქვი: ასე ამბობს-თქო უფალი. თქვი: მახვილი, მახვილი გაილესა და გაპრიალდა.

ეფესელთა 6:17
აიღეთ ხსნის მუზარადი და სულის მახვილი, რომელიც არის ღმერთის სიტყვა.

ებრაელთა 4:12
ვინაიდან ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი, და აღწევს სამშვინველისა და სულის, სახსართა და ტვინთა გაყოფამდე, და განსჯის გულის ზრახვებსა და აზრებს.

გამოცხადება 6:4
გამოვიდა მეორე ცხენი, ალისფერი; და მიეცა მის მხედარს დედამიწიდან მშვიდობის წაღების ნება, რათა ერთმანეთი დაეხოცათ; და მიეცა დიდი მახვილი.

Advertisements