ღვთის მზრუნველობა ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 120:3
ის არ დაუშვებს შენს წაბორძიკებას; არ ჩათვლემს შენი დამცველი.

ფსალმუნები 8:4
რა არის კაცი, რომ გახსოვს იგი ან – ადამიანის ძე, რომ ზრუნავ მასზე?

ფსალმუნები 22:1
უფალი ჩემი მწყემსია, არაფერი მომაკლდება.

ფსალმუნები 64:9
ზრუნავ მიწაზე და რწყავ, უხვად ავსებ დოვლათით; ნაკადი ღვთისა სავსეა წყლით, რომ მისცე ადამიანებს პური, რადგან ასე დაადგინე.

ფსალმუნები 146:9
საზრდოს აძლევს ცხოველებს, ყორნის ბახალებს, რომლებიც შესჩხავიან.

ფსალმუნები 113:20
უფალს ვახსოვართ და გვაკურთხებს ჩვენ; აკურთხებს ისრაელის სახლს, აკურთხებს აარონის სახლს.

მათეს 6:32
რადგან ყოველივე ამას წარმართნი ეძებენ; ვინაიდან იცის თქვენმა ზეციერმა მამამ, რომ გჭირდებათ ეს ყოველივე.

მათეს 10:30-31
ხოლო თქვენ თავზე თმებიც კი დათვლილია. ნუ გეშინიათ: ბევრ ბეღურაზე უკეთესნი ხართ.

ლუკას 15:20
ადგა და წავიდა თავის მამასთან. ჯერ კიდევ შორს იყო, მამამ რომ დაინახა, შეებრალა, გაიქცა, კისერზე მოეხვია და დაკოცნა.

ესაია 49:15
განა დაივიწყებს ქალი თავის ძუძუმწოვარ შვილს; განა არ შეიბრალებს ძეს თავისი მუცლისას? იმათ რომც დაივიწყონ, მე არ დაგივიწყებ!

იოანეს 10:13-14
დაქირავებული იმიტომ გარბის, რომ დაქირავებულია და არ ზრუნავს ცხვარზე. მე ვარ მწყემსი კეთილი. მე ვიცნობ ჩემსას და ჩემი მიცნობს მე,

ეფესელთა 5:25
მამაკაცებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, ისევე როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის,

ფსალმუნები 102:13-14
როგორც მამას ებრალება შვილები, ისე ებრალება უფალს თავისი მოშიშები. ვინაიდან იცის ჩვენი აგებულება, ახსოვს, რომ მტვრისგან ვართ.

Advertisements