ღვთის ნუგეში მძიმე დანაკლისისას ბიბლიის მუხლები

გოდება იერემიასი 3:32-33
რადგან, თუ დაამწუხრებს, შეიბრალებს კიდევაც თავისი დიდი მოწყალებით. რადგან არა თავისი ნებით აყენებს ის ტანჯვას და ამწუხრებს ადამიანის ძეთ,

2 კორინთელთა 1:3-4
კურთხეულია ღმერთი და მამა ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, მოწყალების მამა და ყოველი ნუგეშის ღმერთი. ჩვენი ნუგეშისმცემელი ჩვენს ყოველგვარ გასაჭირში, რომ ჩვენც შევძლოთ ნუგეშისცემა ყოველგვარ გასაჭირში მყოფთათვის იმავე ნუგეშით, რომლითაც გვანუგეშებს ღმერთი.

ფსალმუნები 114:8
რადგან შენ იხსენი სული ჩემი სიკვდილისაგან, თვალი ჩემი – ცრემლისაგან, ფეხი ჩემი – წაბორძიკებისაგან;

მათეს 5:4
ნეტარ არიან მგლოვიარენი, ვინაიდან ისინი ნუგეშცემულნი იქნებიან.

გამოცხადება 7:17
ვინაიდან კრავი, რომელიც ტახტის შუაშია, აძოვებს მათ და სიცოცხლის წყლის წყაროებზე მიიყვანს, და მოსწმედს მათ ღმერთი თვალთაგან ყველა ცრემლს”.

ლუკას 7:11-13
ამის შემდეგ იესო წავიდა ქალაქში, რომელსაც ერქვა ნაინი, და თან მიჰყვებოდნენ მისი მოწაფენი და დიდძალი ხალხი. ქალაქის კარიბჭეს რომ მიუახლოვდა, აჰა, მოასვენებდნენ მიცვალებულს, დედისერთა ვაჟს, ხოლო დედა ქვრივი იყო. დიდძალი ხალხი მოსდევდა მას ქალაქიდან. ქვრივის დანახვისას უფალს შეეცოდა იგი და უთხრა: „ნუ სტირი.”

იოანეს 11:33
როცა იესომ დაინახა, რომ ტიროდა იგი და მასთან ერთად მოსული იუდეველებიც ტიროდნენ, შეიძრა სულით და აღელდა.