ღვთის სასჯელი ბიბლიის მუხლები

იგავნი 3:11-12
შვილო, უფლისგან წვრთნას ნუ უგულებელყოფ და მისი შეგონება ნუ მოგძულდება. რადგან, ვინც უყვარს უფალს, იმას სჯის კიდეც, როგორც მამა – შვილს, თავის საქებარს!

2 მეფეთა 7:14
მამა ვიქნები მისთვის, ის კი ძე იქნება ჩემთვის. როდესაც დააშავებს, დავსჯი კაცთა კვერთხით და ვცემ ადამიანთა ჩვეულებით.

ფსალმუნები 31:3-4
როდესაც ვდუმდი ჩემს ცოდვაზე, ძვლები გამიცვითა ყოველდღიურმა გოდებამ. რადგან დღისით და ღამით მძიმდებოდა შენი ხელი ჩემზე, ზაფხულის გვალვამ შეცვალა სინედლე ჩემი.

ფსალმუნები 118:75
ვიცი უფალო, რომ სამართლიანია შენი განკითხვა, სამართლიანად დავისაჯე.

სოფონია 3:7
ვამბობდი: მხოლოდ ჩემი გეშინოდეთ, მიიღეთ დარიგება, რომ არ განადგურდეს თქვენი სამკვიდრო და ჩემმა სასჯელმა გვერდი აგიაროთ-მეთქი. მაგრამ დილიდანვე ყოველმხრივ ბოროტებას სჩადიოდით.

რომაელთა 1:18
ვინაიდან ცხადდება ზეციდან ღმერთის რისხვა ადამიანთა ყოველგვარ უღმერთობასა და უმართლობაზე, უმართლობით რომ აბრკოლებენ ჭეშმარიტებას.

ესაია 13:11
მოვინახულებ ქვეყნიერებას ბოროტების გამო და ბოროტეულთ – მათი უმართლობის გამო; ბოლოს მოვუღებ ამპარტავანთა სიამაყეს და მტარვალთა ქედმაღლობას დავამცირებ.

ესაია 26:21
რადგან, აჰა, უფალი გამოდის თავისი სამყოფელიდან, რათა დასაჯოს ქვეყნის მცხოვრებნი მათი დანაშაულის გამო, მიწა გამოაჩენს თავის სისხლს და ვეღარ დაფარავს თავის დახოცილთ.

ესაია 66:16
რადგან ცეცხლით განსჯის უფალი და მახვილით ყოველ ხორციელს; ბევრნი იქნებიან უფლის მიერ დახოცილნი.

ეფესელთა 5:6
არავინ გაცდუნოთ ცარიელი სიტყვებით, ვინაიდან ამისთვის ღვთის რისხვა ეწევა ურჩ შვილებს.

კოლასელთა 3:6
რომელთა გამოც ღვთის რისხვა მოდის ურჩობის ძეებზე.

1 თესალონიკელთა 5:3
რადგან როცა იტყვიან: მშვიდობა და უსაფრთხოებააო, მაშინ დაატყდებათ თავს მოულოდნელად განადგურება, როგორც ფეხმძიმეს მშობიარობის ტკივილები, და ვერ დააღწევენ თავს.

ებრაელთა 2:2-3
რადგან, თუ ანგელოზების მიერ ნათქვამი სიტყვა მტკიცე იყო და ყოველი დანაშაული და ურჩობა იღებდა დამსახურებულ საზღაურს, ჩვენ როგორღა გადავურჩებით, უგულებელმყოფელნი ესოდენ დიადი ხსნისა, რომელიც ჯერ უფალმა გამოაცხადა და ვინც მისგან მოისმინა, მათგან დადასტურდა ჩვენში;

გამოცხადება 16:5-7
გავიგონე წყლების ანგელოზი რომ ამბობდა: “მართალი ხარ შენ, რომელიც ხარ და იყავი, წმიდაო, რადგანაც ასე განიკითხე. ვინაიდან დაღვარეს მათ წმიდათა და წინასწარმეტყველთა სისხლი, და სისხლი მიეცი მათ სასმელად, რადგან დაიმსახურეს”. გავიგონე სამსხვერპლო რომ ამბობდა: “დიახ, უფალო ღმერთო, ყოვლისმპყრობელო, ჭეშმარიტი და მართალია შენი განკითხვა”.

ნაუმი 1:6
ვინ გაუძლებს მის მრისხანებას? ვინ აიტანს მისი რისხვის მძვინვარებას? ცეცხლად იღვრება მისი გულისწყრომა და კლდეები იმსხვრევიან მისგან.

მალაქია 4:1
რადგან, აჰა, მოდის დღე ღუმელივით აგიზგიზებული; და იქნება ყველა ქედმაღალი და ბოროტმოქმედი ჩალასავით; და გადაბუგავს მათ მომავალი დღე – ამბობს ცაბაოთ უფალი – არ შეარჩენს არც ფესვსა და არც ყლორტს!

2 თესალონიკელთა 2:8-9
და ცეცხლის ალით იძიებს შურს მათზე, ვინც არ იცნობს ღმერთს და არ ემორჩილება უფალ იესოს სახარებას, რომლებიც მარადიულ დაღუპვას მიიღებენ სასჯელად უფლის პირისა და მისი სიძლიერის დიდებისგან.

მათეს 25:46
და წავლენ ისინი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი – საუკუნო სიცოცხლეში”.

გამოცხადება 14:11
მათი წამების კვამლი ავა უკუნითი უკუნისამდე და არ ექნებათ მოსვენება არც დღისით და არც ღამით მხეცისა და მისი ხატების თაყვანისმცემლებს და ვინც იღებს მისი სახელის ნიშანს.

Advertisements