ღვთის სახელის გაცხადება ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 9:16
მაგრამ, იმისათვის გტოვებ, რომ გაჩვენო ჩემი ძალა, რათა ეუწყოს მთელ დედამიწას ჩემი სახელი.

გამოსვლა 33:19
უპასუხა უფალმა: „ჩამოვატარებ მთელ ჩემს სიკეთეს შენს წინ და განვაცხადებ ჩემს სახელს ‘უფალი’ და შევიწყალებ ვისაც შევიწყალებ, და შევიბრალებ ვისაც შევიბრალებ”.

გამოსვლა 34:5
ჩამოვიდა უფალი ღრუბელში და დადგა იქ მასთან; და გამოაცხადა სახელი: ‘უფალი’.

მეორე რჯული 32:3
რადგან გამოვაცხადებ უფლის სახელს, დიდება მიაგეთ ჩვენს ღმერთს.

ფსალმუნები 19:7
ზოგნი ეტლებით იქადიან და ზოგნი ცხენებით, ჩვენ კი ჩვენი ღმერთის სახელით დავიკვეხნით.

ფსალმუნები 21:22
ვუამბობ ჩემს ძმებს შენს სახელზე, კრებულთა შორის შეგასხამ ხოტბას.

ებრაელთა 2:12
ამბობს რა: „ვაუწყებ შენს სახელს ჩემს ძმებს, კრებულს შორის გიგალობებ შენ”.

ნეემია 9:5
ამის შემდეგ ლევიანები – იეშუა, კადმიელი, ბანი, ხაშაბნეია, შერებია, ჰოდია, შებანია, ფეთახია ამბობდნენ: „ადექით და აკურთხეთ უფალი, ღმერთი თქვენი უკუნითი უკუნისამდე! და კურთხეულ იყოს შენი დიდებული სახელი, რომელიც ყოველ კურთხევასა და ქებას აღემატება.

ეზეკიელი 39:7
ჩემს წმიდა სახელს გავაცხადებ ჩემი ხალხის წიაღში, ისრაელში, და მეტად აღარ შევაბღალინებ ჩემს წმიდა სახელს; გაიგებენ ხალხები, რომ მე ვარ უფალი, წმიდა, ისრაელში.

რომაელთა 9:17
ვინაიდან წერილი ეუბნება ფარაონს: „სწორედ ამისათვის დაგადგინე, რომ ჩემი ძალა ვაჩვენო შენზე და ჩემი სახელი განითქვას მთელს დედამიწაზე”.

გამოსვლა 20:24
გამიკეთე სამსხვერპლო მიწისგან და შესწირე მასზე შენი სრულადდასაწველი და სამშვიდობო მსხვერპლები, შენი წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელი; და ყოველ ადგილზე, სადაც დავადგენ ჩემი სახელის ხსენებას, მოვალ შენთან და გაკურთხებ.

ამოსი 6:10
და აიყვანს კაცს მისი ჭირისუფალი ან ნათესავი, რომ გაიტანოს მისი ძვლები სახლიდან და ჰკითხავს სახლში დამალულს: არის კიდევ ვინმე შენთანო? უპასუხებს: ცოცხალია უფალი, არავინო! და ეტყვის: ჩუმად, რადგან არ უნდა იხსენებოდეს უფლის სახელი!

Advertisements