ღვთის სახელწოდებები ბიბლიის მუხლები

დაბადება 17:1
ოთხმოცდაცხრამეტი წლის იყო აბრამი, როცა უფალი გამოეცხადა და უთხრა: „მე ვარ ელ შადაი – ღმერთი ყოვლისშემძლე, იარე ჩემს წინაშე და იყავი უმწიკვლო.

დაბადება 14:18-20
და გამოუტანა პური და ღვინო მელქისედეკმა, შალემის მეფემ; და იყო ის უზენაესი ღმერთის მღვდელი. აკურთხა იგი და თქვა: „კურთხეულია აბრამი უზენაესი ღმერთის, ცისა და დედამიწის მპყრობელის მიერ. კურთხეულია უზენაესი ღმერთი, რომელმაც ხელში ჩაგაგდებინა შენი მტრები”. და მისცა მას აბრამმა მეათედი ყოველივედან.

დაბადება 21:33
დარგო აბრაამმა იალღუნი ბეერ-შებაყში; და იქ მოუხმო მან უფლის, მარადიული ღმერთის სახელს.

დანიელი 7:9
ვაკვირდებოდი, სანამ დაიდგმებოდა ტახტები და დღეთა უძველესი დაჯდებოდა თავის ტახტზე. მისი სამოსელი თოვლივით თეთრი იყო და სუფთა მატყლივით ჰქონდა თმები თავზე. მისი ტახტი ცეცხლის ალივით იყო, ეტლის თვლები კი – მგზნებარე ცეცხლი.

ლუკას 1:49
ვინაიდან დიდი საქმე მიყო ყოვლადძლიერმა, წმიდაა მისი სახელი;

ფსალმუნები 83:2
ნატრობს და ელტვის სული ჩემი უფლის ეზოებს, ჩემი გული და ჩემი სხეული ცოცხალ ღმერთს უმღერიან.

დანიელი 6:26-27
ამიერიდან ვბრძანებ, რომ ჩემი სამეფოს ყველა სამთავროში თრთოდნენ და ეშინოდეთ დანიელის ღმერთისა, რადგან ის არის ცოცხალი და მარადმყოფელი ღმერთი; სამეფო მისი არ დაინგრევა და ხელმწიფება მისი უსასრულოა. ის იხსნის და გადაარჩენს; მოიმოქმედებს ნიშნებსა და სასწაულებს ცასა და მიწაზე. მან დაიხსნა დანიელი ლომების ხახიდან”.

ესაია 12:6
ხმამაღლა შესძახე და სიხარულით იყიჟინე, სიონის მცხოვრებო, რადგან დიდია შენს წიაღში ისრაელის წმიდა”.

გამოსვლა 6:2
ელაპარაკა ღმერთი მოსეს და უთხრა: “მე ვარ უფალი!“

გამოცხადება 1:8
„მე ვარ ანი და ჰაე – ამბობს უფალი ღმერთი – ის, ვინც არის, ვინც იყო და ვინც მოდის, ყოვლისმპყრობელი”.

გამოცხადება 22:5
ღამე აღარ იქნება და აღარ დასჭირდებათ არც ლამპრის შუქი და არც მზის სინათლე, ვინაიდან უფალი ღმერთი გაუნათებს მათ, და იმეფებენ უკუნითი უკუნისამდე.

ფსალმუნები 88:8
უფალო, ცაბაოთ ღმერთო! ვინ არის შენებრ ძლევამოსილი უფალო? ძლიერი ხარ და ერთგულება გარტყავს გარშემო, უფალო!

2 მეფეთა 22:29
რადგან შენ ხარ ჩემი ლამპარი, უფალო; უფალი გამინათებს ბნელს.

ფსალმუნები 26:1
უფალი ღმერთი შუქია ჩემი და გადარჩენა – ვის შევუშინდე? ჩემი სიცოცხლის ბურჯია უფალი – ვინ შემაძრწუნებს?

იგავნი 23:11
ვინაიდან ძლიერია მათი გამომსყიდველი, ის შეგედავება მათ საქმეზე.

რომაელთა 15:33
მშვიდობის ღმერთი იყოს ყველა თქვენგანთან. ამინ!

ფსალმუნები 18:14
დაე, სასურველი იყოს შენთვის, სიტყვანი ჩემი პირისა და ფიქრები ჩემი გულისა, უფალო, ბურჯო და გამომსყიდველო ჩემო.

ესაია 24:6
სამარადისოდ მიენდეთ უფალს, რადგან მარადიული კლდეა უფალი ღმერთი.

2 კორინთელთა 1:3
კურთხეულია ღმერთი, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამა; თანამგრძნობი მამა და ყოველი ნუგეშის ღმერთი.

1 პეტრეს 5:10
ხოლო ყოველგვარი მადლის ღმერთი, რომელმაც თავისი საუკუნო დიდებისკენ მოგვიწოდა ქრისტეში, თქვენი მცირეოდენი ტანჯვის შემდეგ, სრულგყოფთ, გაგაძლიერებთ, განგამტკიცებთ და დაგაფუძნებთ.

ფსალმუნები 22:1
უფალი ჩემი მწყემსია, არაფერი მომაკლდება.

იერემია 14:8
ოჰ, ისრაელის იმედო, მხსნელო, უბედურების ჟამს! რატომ ხარ მწირივით ამ ქვეყანაში, ღამის გასათევად გაჩერებული მგზავრივით?

2 ნეშტთა 15:3
დიდხანს იყო ისრაელი ჭეშმარიტი ღმერთის გარეშე, დამმოძღვრავი მღვდლისა და რჯულის გარეშე.

დაბადება 22:14
და უწოდა აბრაჰამმა ამ ადგილს სახელად „იაჰვე ირე” – უფალი გამოაჩენს, რაც დღემდე ასე გამოითქმის – „მთაზე უფალი გამოჩნდა”.

დაბადება 49:24
ძლიერი დარჩა მისი მშვილდი, მოქნილი გახდა მისი მკლავები იაკობის ძლიერი ხელით. აქედანაა მწყემსი, ლოდი ისრაელისა.

Advertisements