ღვთის შეწევნა გაჭირვების ჟამს ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 49:15
და მომიხმე მე გაჭირვების დღეს; გადაგარჩენ და შენ განმადიდებ.”

ფსალმუნები 26:5
რადგან თავის კარავში შემიფარებს გაჭირვების ჟამს და თავისი კარვის სამალავში დამმალავს, კლდეზე მომამაღლებს.

2 კორინთელთა 1:8-10
რადგან არ გვინდა, ძმებო, არ იცოდეთ ჩვენი გასაჭირი, რაც აზიაში გადაგვხდა, რომ ჩვენს შეძლებაზე მეტად დაგვიმძიმდა, ისე, რომ, სიცოცხლის იმედიც აღარ გვქონდა. მაგრამ ჩვენშივე გვქონდა სასიკვდილო განაჩენი, რათა ჩვენი თავის იმედი კი არ გვქონოდა, არამედ ღმერთისა, რომელიც აღადგენს მკვდრებს, რომელმაც გვიხსნა კიდეც ასეთი სიკვდილისგან და ახლაც გვიხსნის; და იმედი გვაქვს, რომ კვლავაც დაგვიხსნის.

ფსალმუნები 45:1
ღმერთია ჩვენი თავშესაფარი და ძალა, სწრაფი შემწე გაჭირვების ჟამს.

ფსალმუნები 90:15
მომიხმობს და მეც ვუპასუხებ, მასთან ვიქნები გასაჭირში; გამოვიხსნი და ვასახელებ.

Advertisements