ღვთის სინანული ბიბლიის მუხლები

დაბადება 6:6-7
მაშინ შეწუხდა უფალი, ადამიანი რომ შექმნა ამქვეყნად და დანაღვლიანდა. თქვა უფალმა: „აღვგვი მიწის პირისაგან კაცს, ჩემ მიერ გაჩენილს, ასევე პირუტყვს, ქვეწარმავალსა და ცის ფრინველს, რადგან ვნანობ, რომ შევქმენი ისინი”.

1 მეფეთა 15:11
„ვწუხვარ, რომ გავამეფე საული, რადგან ზურგი მაქცია და არ გაჰყოლია ჩემს ბრძანებებს”. დამწუხრდა სამუელი და მთელი ღამე შეღაღადებდა უფალს.

2 მეფეთა 24:15-16
ჭირი მოუვლინა უფალმა ისრაელს განთიადიდან დადგენილ დრომდე და მოისრა ხალხი დანიდან ბეერ-შებაყამდე, სამოცდაათი ათასი კაცი. ხელი ჰქონდა გაწვდილი ანგელოზს იერუსალიმის ასაოხრებლად. და გადაიფიქრა უფალმა ეს უბედურება და უთხრა ხალხის მომსვრელ ანგელოზს: „კმარა, შეაჩერე ხელი!” არავნა იებუსელის კალოსთან იდგა უფლის ანგელოზი.

ფსალმუნები 105:45
გაიხსენა თავისი აღთქმა და ანუგეშა თავისი მრავალმოწყალებით.

ესაია 38:1-5
იმ დღეებში სასიკვდილოდ დასნეულდა ხიზკიაჰუ. მივიდა მასთან წინასწარმეტყველი ესაია ამოცის ძე და უთხრა, ასე ამბობს უფალი: „ანდერძი დაწერე შენი სახლისთვის, რადგან მოკვდები, ვერ იცოცხლებ!” კედლისკენ მიაბრუნა პირი ხიზკიაჰუმ და შეევედრა უფალს; ამბობდა: „გევედრები, გაიხსენე უფალო, ჭეშმარიტებით და მთელი გულით რომ დავდიოდი შენ წინაშე და კეთილად რომ ვიქცეოდი შენს თვალში”. მწარედ ატირდა ხიზკიაჰუ. და იყო უფლის სიტყვა ესაიას მიმართ. ეთქვა: „წადი და უთხარი ხიზკიაჰუს, ასე ამბობს-თქო უფალი, მამაშენის, დავითის ღმერთი: „შევისმინე შენი ვედრება, დავინახე შენი ცრემლი და აჰა, კიდევ თხუთმეტ წელს შევმატებ შენს დღეებს.

ოსია 11:8
როგორ ვთქვა უარი შენზე, ეფრემ? როგორ გაგწირო, ისრაელ? როგორ გაქციო ადმასავით? როგორ მოგექცე ცებოიმივით? გული მომიბრუნდა ჩემს შიგნით, ერთიანად სიბრალულმა ამიტანა.

ამოსი 7:1-6
ასეთი ხილვა მომცა უფალმა ღმერთმა: აჰა, შექმნა მან კალია გაზაფხულის ბალახის ამოსვლისას და აჰა, აღმოცენდა ბალახი სამეფო თიბვის შემდეგ. და იყო, მოამთავრა კალიამ ქვეყნის ბალახის ჭამა და ვთქვი: უფალო ღმერთო, მომიტევე! როგორ წამოდგება იაკობი? რადგან მცირეა იგი. გადაიფიქრა უფალმა; ‘არ მოხდებაო’ – თქვა უფალმა. და მახილვინა უფალმა ღმერთმა: აჰა, მოუხმო უფალმა ღმერთმა ცეცხლის სასჯელს, რომელმაც დიდი უფსკრული შთანთქა და მინდვრის შთანთქმა დაიწყო. ვთქვი: უფალო ღმერთო! გთხოვ, შეჩერდი. როგორ წამოდგება იაკობი? რადგან მცირეა იგი. გადაიფიქრა უფალმა; ‘არ მოხდებაო’ – თქვა უფალმა ღმერთმა.

იერემია 18:8
მაგრამ ის ერი, რომელზეც ვთქვი, თუ მოიქცევა თავისი ბოროტებისგან, გადავიფიქრებ და აღარ დავატეხ იმ ბოროტებას, მას რომ ვუპირებდი.

გამოსვლა 32:14
გადაიფიქრა უფალმა და აღარ დაატეხა უბედურება, რომლის გაკეთებასაც უპირებდა თავის ხალხს.

იერემია 26:13
ახლა კი გამოასწორეთ თქვენი გზები და თქვენი საქმეები, და დაემორჩილეთ უფლის, თქვენი ღმერთის ხმას; მაშინ უფალიც გადაიფიქრებს იმ უბედურების დაშვებას, თქვენ რომ გიპირებთ.

იოველი 2:13
გულები დაიგლიჯეთ და არა სამოსელი! მოუბრუნდით უფალს, თქვენს ღმერთს! ვინაიდან შემწყნარებელი და მწყალობელია იგი, სულგრძელი და დიდადმოწყალე და წუხს ბოროტებაზე.

იოანა 3:6-10
ეუწყა ეს ამბავი ნინევეს მეფეს; ჩამოვიდა ტახტიდან, გაიხადა სამეფო სამოსელი, ჯვალოთი შეიმოსა და ნაცარში ჩაჯდა. ბრძანა და გამოაცხადა: „ნინევეში, მეფისა და მთავრების განკარგულებით, არც კაცმა და არც პირუტყვმა, არც ძროხამ და არც ცხვარმა, არ ჭამოს, არ მოძოვოს და არც წყალი დალიოს! კაცმაც და პირუტყვმაც ჯვალო ატაროს და მთელი ძალით შეჰღაღადონ ღმერთს, რათა მოექცეს ყოველი კაცი თავისი ბოროტი გზიდან და ძალადობისგან, რაშიც ხელი აქვს გარეული! ვინ იცის, იქნებ შეინანოს ღმერთმა, დაუცხრეს მგზნებარე რისხვა და აღარ დაგვღუპოს”. იხილა ღმერთმა მათი საქმენი, რომ მოექცნენ თავიანთი ბოროტი გზიდან, გული მოუბრუნდა და აღარ მოუვლინა ის უბედურება, რომელიც წარმოთქვა მათზე.

რიცხვნი 23:19
ღმერთი კაცი არ არის, რომ იცრუოს და არც კაცის ძეა, რომ აზრი შეიცვალოს. განა უთქვამს და არ გაუკეთებია?

ფსალმუნები 109:4
დაიფიცა უფალმა და არ შეინანებს: შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე, მელქისედეკის წესით.

ებრაელთა 6:17-18
ამიტომ, როცა ღმერთმა მოინდომა აღთქმის მემკვიდრეთათვის თავისი ნების ურყევობა ეჩვენებინა, ფიცს მიმართა, რათა ორ ურყევ რამეში, რაშიც შეუძლებელია მოგვატყუოს ღმერთმა, მტკიცე ნუგეშისცემა გვქონდეს ჩვენ, ვინც შევეფარეთ, რათა ჩავჭიდებოდით ჩვენ წინ მდებარე იმედს,

Advertisements