ღვთის სიტყვის გაგება ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 118:18
ამიხილე თვალები, რომ დავინახო შენი რჯულის საოცრებები.

ფსალმუნების 118:27
შენს დადგენილებების გზას მიმახვედრე, რომ ვიფიქრო შენს საოცარ საქმეებზე.

ფსალმუნები 118:34
მომეცი გონიერება, რათა დავიცვა შენი რჯული და მთელი გულით შევინახო იგი.

ფსალმუნები 118:73
შენმა ხელებმა შემქმნა და გამომსახა; გამჭრიახობა მომეცი, რომ ვისწავლო შენი მცნებანი.

ფსალმუნები 118:125
მორჩილი ვარ შენი; გონიერ-მყავ, რათა შევიმეცნო მცნებანი შენნი.

ფსალმუნები 118:169
მოაღწიოს ჩემმა ღაღადმა შენს წინაშე, უფალო, და შენი სიტყვისამებრ განმსწავლე!

ლუკას 24:45
და გაუხსნა მათ გონება წერილების გასაგებად.

ნეემია 8:12
წავიდა მთელი ხალხი საჭმელად და სასმელად, წილობების გასაგზავნად და დიდი ზეიმის აღსანიშნავად, ვინაიდან გაიგეს ის სიტყვები, რომლებიც განუცხადეს მათ.

დანიელი 8:15-16
რაკი მე, დანიელმა ეს ხილვა ვიხილე, შევეცადე გამეგო და, აჰა, ვიღაც, კაცის მსგავსი დადგა ჩემ წინაშე. მესმა კაცის ხმა ყულაის შუაგულიდან; დაიძახა მან და თქვა: „გაბრიელ, აუხსენი მას ეს ხილვა”.

დანიელი 10:12
კვლავ მითხრა: „ნუ გეშინია, დანიელ, რადგან პირველივე დღიდან, როცა შენი გული გონიერებას დაუთმე და თავი დაიმდაბლე შენი ღმერთის წინაშე, შესმენილ იქნა შენი ლოცვები და მოვედი შენი სიტყვის საპასუხოდ.

რომაელთა 15:21
არამედ როგორც წერია: „ვისთვისაც არ გამოუცხადებიათ – დაინახავენ, და ვისაც არ მოუსმენია – მიხვდება”.

კოლოსელთა 1:6
რომელიც მოვიდა თქვენთან, როგორც მთელ მსოფლიოში, და მოაქვს ნაყოფი და იზრდება, ისევე, როგორც თქვენში, მოყოლებული იმ დღიდან, რაც ისმინეთ და შეიცანით ღვთის მადლი ჭეშმარიტებაში,

კოლოსელთა 2:2
რათა ინუგეშონ სიყვარულით შეერთებულმა მათმა გულებმა სრულქმნილი გონიერების ყოველგვარი სიმდიდრის მისაღებად, რათა შეიცნონ ღვთისა და მამის, და ქრისტეს საიდუმლო,

მსგავსი თემები:

ღვთის სიტყვით სიხარული       ღვთის სიტყვით ცხოვრება       ღვთის სიტყვის მიღება        ღვთის სიტყვის მოსმენა       ღვთის სიტყვის უარყოფა       ღვთის სიტყვის ცეცხლი

Advertisements