ღვთის სიტყვით სიხარული ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 118:162
ისე მახარებს შენი სიტყვა, როგორც დიდი ნადავლის პოვნა.

ფსალმუნები 18:8
მართებულია უფლის ბრძანებანი, გულს ახარებენ; მცნება უფლისა სპეტაკია, შუქს აძლევს თვალებს.

ფსალმუნები 118:111
საუკუნოდ დავიმკვიდრე შენი მოწმობანი, რადგან ჩემი გულის სიხარულია ისინი.

იერემია 15:16
ვპოვე შენი სიტყვები და ვჭამე ისინი. სიხარულად მექცა შენი სიტყვები და გულის მხიარულებად, ვინაიდან შენი სახელით ვიწოდები, უფალო, ცაბაოთ ღმერთო.

მათეს 13:20
ქვიან ადგილზე დათესილი ის არის, ვინც სიტყვას მოისმენს თუ არა მყისვე სიხარულით მიიღებს მას;

მარკოზის 4:16
ასევე, კლდოვანზე დათესილი ისინი არიან, რომლებიც როგორც კი მოისმენენ სიტყვას, მაშინვე სიხარულით იღებენ მას;

ლუკას 8:13
კლდოვანზე დაცვენილი ისინი არიან, რომლებიც მოისმენენ სიტყვას და სიხარულით მიიღებენ, მაგრამ ფესვი არა აქვთ და მხოლოდ მცირე ხანს სწამთ, განსაცდელის ჟამს კი განდგებიან.

ფსალმუნები 118:1
ნეტარ არს, ვისი გზაც უბიწოა და ვინც უფლის რჯულით დადის.

3 მეფეთა 5:7
მოისმინა ხირამმა სოლომონის სიტყვები, ფრიად გაიხარა და თქვა: „კურთხეულ იყოს უფალი, რომელმაც მისცა დავითს ბრძენი შვილი ამდენი ხალხის განმგებლად!”

ლუკას 2:10
უთხრა მათ ანგელოზმა: „ნუ გეშინიათ, აჰა, დიდ სიხარულს გახარებთ, რომელიც მთელი ხალხისთვის იქნება:

ფილიპელთა 1:18
მერედა რა? პირმოთნეობით იქნება თუ გულწრფელად, ქრისტე იქადაგება და ეს არის ჩემი სიხარული.


მსგავსი თემები:

ღვთის სიტყვით ცხოვრება

Advertisements