ღვთის სიტყვის უარყოფა ბიბლიის მუხლები

1 თესალონიკელთა 4:8
ამიტომ უგულებელმყოფელი ამისა, არ უგულებელყოფს ადამიანს, არამედ – ღმერთს, რომელიც გაძლევთ თქვენ თავის სულიწმიდას.

1 მეფეთა 15:23
რადგან ერთი ცოდვაა ჯადოქრობა და ურჩობა, კერპთაყვანისმცემლობა და თვითნებობა”. როგორც შენ უარყავი უფლის სიტყვა, ისე უფალმაც უარყო შენი მეფობა.

ფსალმუნები 105:26
უგულებელჰყვეს სანუკვარი ქვეყანა, არ ირწმუნეს მისი ნათქვამი.

ფსალმუნები 49:17
შენ ხომ გძულს დარიგება და უკუმოისროლე ჩემი სიტყვები.

ესაია 5:24
ამიტომ, როგორც ბზეს შთანთქავს ცეცხლის ენები და თივა იფერფლება ალში, ისე დალპება მათი ფესვი და გაცამტვერდება მათი ყვავილი, ვინაიდან უკუაგდეს რჯული ცაბაოთ უფლისა და ისრაელის წმიდის ნათქვამი მოიძულეს.

ესაია 30:12
ამიტომ ასე ამბობს ისრაელის წმიდა: „რადგან უარყავით ეს სიტყვა, ძალადობის და ცბიერების იმედად ხართ და ამას ეყრდნობით,

იერემია 6:10
ვის ველაპარაკო? ვინ გავაფრთხილო, რომ მოისმინონ? აჰა, წინადაუცვეთელია მათი ყურები და არ შეუძლიათ მოსმენა; აჰა, უფლის სიტყვა სამარცხვინოდ მიუჩნევიათ, აღარ სურთ იგი.

იერემია 8:9
შერცხვნენ ბრძენები, დაიბნენ და გაებნენ; აჰა, უარყვეს უფლის სიტყვა, რაღა სიბრძნე აქვთ?

იერემია 20:8
რადგან, როგორც კი ავლაპარაკდები, ხმამაღლა ვღაღადებ: ძალადობა და ნგრევაა-მეთქი! ამის გამოა, რომ უფლის სიტყვა დამცირებად და დაცინვად გადამექცა ყოველდღე.

იერემია 36:23
წაიკითხავდა იეჰუდი სამ-ოთხ სვეტს, მოჭრიდა მეფე მწერლის საჭრელი დანით გრაგნილიდან და ცეცხლში ჩააგდებდა, ბუხარში რომ იყო, ვიდრე მთელი გრაგნილი არ დაიწვა ცეცხლში.

ზაქარია 7:12
გულები გაიქვავეს, რომ არ ესმინათ რჯული და სიტყვები, ცაბაოთ უფალმა რომ მოავლინა თავისი სულით წინანდელ წინასწარმეტყველთა მეშვეობით; ამიტომ იყო მათზე დიდი რისხვა ცაბაოთ უფლისგან.

იერემია 8:8-10
როგორ ამბობთ, ბრძენები ვართ, ვინაიდან უფლის რჯულია ჩვენთანო? აჰა, სიცრუედ აქცია იგი მწიგნობართა ცრუ კალამმა.  შერცხვნენ ბრძენები, დაიბნენ და გაებნენ; აჰა, უარყვეს უფლის სიტყვა, რაღა სიბრძნე აქვთ?  ამიტომ მათ ცოლებს სხვებს მივცემ და მათ მინდვრებს – ახალ პატრონებს, რადგან დიდიდან პატარამდე ყველა ანგარია, წინასწარმეტყველიდან მღვდლამდე ყველა სიცრუის მქმნელია.

მარკოზის 7:13
ღმერთის სიტყვას აუქმებთ თქვენივე გადმოცემით, რომელსაც გადასცემთ, და სხვასაც ბევრს აკეთებთ ამის მსგავსს”.


მსგავსი თემები:

ღვთის სიტყვის გაგება        ღვთის სიტყვის მიღება         ღვთის სიტყვის მოსმენა         ღვთის სიტყვის ცეცხლი

Advertisements