ღვთის სიყვარული ისრაელისადმი ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 46:4
ამოგვირჩია სამკვიდრებელი, სიამაყე იაკობისა, რომელიც შეიყვარა.

მალაქია 1:2-3
მე შეგიყვარეთ – ამბობს უფალი – თქვენ კი კითხულობთ: როგორ შეგვიყვარეო? განა ესავი იაკობის ძმა არ არის? – ამბობს უფალი – მაგრამ მე იაკობი შევიყვარე; ესავი კი შევიძულე, გავაუდაბურე მისი მთები და უდაბნოს ტურებს მივეცი მისი სამკვიდრო;

3 მეფეთა 10:93 მეფეთა 10:9
კურთხეულ იყოს უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც ისურვა შე­ნთვის ისრაელის ტახტის მოცემა! ისრაელისადმი მარადიული სიყვარულით დაგადგინა მეფედ უფალმა, რათა აღასრულო სიმართლე და სამართალი”.

ოსია 11:1
შევიყვარე ისრაელი, როცა ყრმა იყო და ეგვიპტიდან მოვუხმე ჩემს ძეს.

მეორე რჯული 33:3
დიახ, უყვარს ხალხები; მათი ყოველი წმიდა კაცი შენს ხელშია, ფეხდაფეხ დაგყვებიან და ღებულობენ შენს სიტყვას.

მეორე რჯული 4:37
ვინაიდან შეიყვარა მან თქვენი მამები, გამოარჩია მათი შთამომავალნი მათ შემდეგ და თვითონ გამოგიყვანათ ეგვიპტიდან თავისი დიდი ძალით,

მეორე რჯული 10:15
მხოლოდ შენი მამები აირჩია უფალმა, შეიყვარა ისინი და გამოგარჩიათ თქვენ – მათი შთამომავლობა, ყველა ხალხისგან, როგორც დღეს არის.

მეორე რჯული 7:7-8
იმის გამო კი არ შეგიყვარა და გამოგარჩია უფალმა, რომ სხვა ხალხებზე მრავალრიცხოვანი ხარ, შენ ხომ ყველა ხალხზე მცირერიცხოვანი ხარ; არამედ, შენდამი უფლის სიყვარულისა და შენს მამებთან დადებული ფიცის გამო გამოგიყვანა უფალმა ძლიერი ხელით და გიხსნა მონობის სახლიდან, ფარაონის, ეგვიპტის მეფის ხელიდან.

მეორე რჯული 33:12
ბენიამინის შესახებ თქვა: „უფლის მიერ სიმშვიდეში დამკვიდრებულა უფლის მიერ შეყვარებული, დღენიადაგ მფარველობს მას და უფალი მკვიდრობს მის მხრებს შორის.

2 მეფეთა 112:25
წარგზავნა ნათან წინასწარმეტყველი და უწოდა მას იედიდია (უფლის საყვარელი).

ოსია 3:1
კვლავ მითხრა უფალმა: „ახლა წადი და კვლავ შეიყვარე შენი ცოლი, თუმცა მრუშია იგი, როგორც უფალს უყვარს ისრაელის ძენი, თუმცა უცხო ღმერთებისკენ იყურებიან ისინი და ჩამიჩის კვერები უყვართ”.

ფსალმუნები 86:2
სიონის ბჭენი უფრო მეტად უყვარს უფალს, ვიდრე იაკობის მთელი სამკვიდრებელი.

ფსალმუნები 77:68
ამოირჩია იუდას ტომი და სიონის მთა, რომელიც უყვარს.

Advertisements