ღვთის სიყვარულის აუცილებლობა ბიბლიის მუხლები

მეორე რჯული 6:5
შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი ძალითა და მთელი შენი არსებით.

მეორე რჯული 10:12
ახლა რას ითხოვს უფალი, შენი ღმერთი შენგან, ისრაელ? მხოლოდ იმას, რომ გეშინოდეს უფლის, შენი ღმერთის, დადიოდე მისი გზით, გიყვარდეს უფალი ღმერთი და ემსახურო მას მთელი შენი გულით და მთელი შენი არსებით;

მეორე რჯული 11:22
რადგან თუ მტკიცედ დაიცავთ ყველა ამ მცნებას, რომელთაც გიბრძანებთ შესასრულებლად, რომ გიყვარდეთ უფალი, ღმერთი თქვენი, რომ დადიოდეთ მის გზაზე და მას მიეწებოთ,

იესო ნავეს ძე 22:5
ოღონდ გულმოდგინედ შეასრულეთ მცნება და რჯული, რომელიც გიბრძანათ მოსემ, უფლის მსახურმა, რომ გიყვარდეთ უფალი, თქვენი ღმერთი, და იაროთ მის გზებზე, დაიცვათ მისი მცნებები, ჩაეჭიდოთ და ემსახუროთ მას მთელი თქვენი გულითა და მთელი თქვენი არსებით”.

იესო ნავეს ძე 23:11
ძალა დაატანეთ თქვენს თავებს, რომ გიყვარდეთ უფალი, თქვენი ღმერთი;

ლუკას 10:27
მან უპასუხა: „შეიყვარე უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით, მთელი შენი ძალითა და მთელი შენი გონებით; და მოყვასი შენი, როგორც თავი შენი”.

ფსალმუნები 30:23
შეიყვარეთ უფალი, ღვთისნიერნო მისნო; ერთგულს იცავს უფალი და მრავალგზის მიუზღავს ამაყებს.

1 იოანეს 2:5
ხოლო ვინც მის სიტყვას იცავს, მასშია ჭეშმარიტად აღსრულებული ღვთის სიყვარული; ამით ვიგებთ, რომ მასში ვართ.

1 იოანეს 4:10
იმაში ჩანს სიყვარული, რომ ჩვენ კი არ შევიყვარეთ ღმერთი, არამედ მან შეგვიყვარა და მოავლინა თავისი ძე, ჩვენი ცოდვების გამოსასყიდ მსხვერპლად.

1 იოანეს 4:19
ჩვენ გვიყვარს იმიტომ, რომ პირველად მან შეგვიყვარა.

1 იოანეს 5:3
რადგან ღვთის სიყვარული ის არის, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს; ხოლო მისი მცნებები მძიმე როდია.

2 იოანეს 1:6
სიყვარული კი ის არის, რომ მისი მცნებების მიხედვით დადიოდეთ. ეს ის მცნებაა, რომელიც დასაბამიდან გესმათ, რომ მასში დადიოდეთ.

Advertisements