ღვთის თანდასწრებაზე მინდობა ბიბლიის მუხლები

დაბადება 28:5
შენთან ვარ და დაგიფარავ ყველგან, სადაც კი წახვალ; დაგაბრუნებ ამ მიწაზე და არ მიგატოვებ, ვიდრე არ აგისრულებ იმას, რაც გითხარი”.

გამოსვლა 3:12
უთხრა ღმერთმა: „მე ვიქნები შენთან და აი, ნიშანი შენთვის, რომ მე მიგავლინე: გამოიყვან რა ხალხს ეგვიპტიდან, ამ მთაზე სცემთ თაყვანს ღმერთს”.

მეორე რჯული 20:1
„როდესაც მტრის წინააღმდეგ გახვალთ საბრძოლველად და დაინახავთ თქვენზე მრავალრიცხოვან ხალხს, ცხენებსა და ეტლებს, არ შეშინდეთ, რადგან თქვენთანაა უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანათ ეგვიპტის ქვეყნიდან.

2 ნეშტთა 20:15-17
თქვა: „ისმინე, მთელო იუდავ, იერუსალიმის მკვიდრნო და მეფე იოშაფატ! ასე ამბობს უფალი: ნუ შეგაშინებთ და შეგაძრწუნებთ ეს დიდი ურდო, რადგან თქვენი კი არაა ეს ბრძოლა, არამედ ღმერთის. ჩადით ხვალ მათთან; აჰა, ისინი ჰაციცის მაღლობზე ამოვლენ და ხევის ბოლოს, იერუელის უდაბნოს წინ წააწყდებით მათ. ამჯერად თქვენ არ იბრძოლებთ; აღსდექით და იხილეთ უფლისმიერი ხსნა, იუდავ და იერუსალიმ! ნუ შეშინდებით და შეძრწუნდებით. გადით ხვალ მათ პირისპირ, რადგან უფალი იქნება თქვენთან!”

ფსალმუნები 41:11
რას დაღვრემილხარ, თავო ჩემო, და რას დამკვნესი? ღმერთს მიენდე, რადგან კვლავაც ვადიდებ მას, ჩემს მხსნელსა და ჩემს ღმერთს.

ფსალმუნები 72:23-26
და მაინც მუდამ შენთან ვარ, შენ გიჭირავს ჩემი მარჯვენა. შენი რჩევით მიმიძღვი წინ და დიდებამდე მიგყავარ. ვინ არის ჩემთვის ზეცაში? და შენ გარდა არაფერი მსურს დედამიწაზე. ქანცგამოლეულია ჩემი სხეული და გული, მაგრამ ღმერთია სიმაგრე ჩემი გულისა და ჩემი წილხვედრი უკუნისამდე.

ებრაელთა 13:5
ვერცხლისმოყვარენი ნუ იქნებით; დასჯერდით იმას, რაც გაქვთ, რადგან თქვა: „არ მიგატოვებ და არ დაგაგდებ”.

Advertisements