ღვთის უღელი ბიბლიის მუხლები

მათეს 11:30
ვინაიდან ჩემი უღელი სასიამოვნოა და ჩემი ტვირთი მსუბუქი!”

1 კორინთელთა 6:17
ხოლო ვინც უფალს უერთდება, ერთი სული იქნება უფალთან.

იერემია 28:14
რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: რკინის უღელს დავადგამ ქედზე ყველა ამ ერს, რათა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს ემსახურონ და მოემსახურებიან კიდეც; ველის მხეცებიც მას მივეცი”.

იოანე 17:21-23
რათა ყველა ერთი იყოს, როგორც შენ ჩემში, მამავ, მე კი – შენში, რათა ისინიც იყვნენ ჩვენში და ირწმუნოს წუთისოფელმა, რომ შენ წარმომგზავნე. დიდება, შენ რომ მომეცი, მათ მივეცი, რათა ერთი იყვნენ, როგორც ჩვენ ვართ ერთი. მე მათში და შენ ჩემში, რათა სრულყოფილნი იყვნენ ერთობაში და იცოდეს წუთისოფელმა, რომ შენ მომავლინე და ისე შეიყვარე ისინი, როგორც მე შემიყვარე.

2 კორინთელთა 1:4-5
ჩვენი ნუგეშისმცემელი ყოველგვარ გასაჭირში, რომ ჩვენც შევძლოთ ნუგეში ვცეთ ყოველგვარ გასაჭირში მყოფთ იმავე ნუგეშით, რომლითაც ღმერთი გვანუგეშებს. რადგან, როგორც ქრისტეს ტანჯვანი გვაქვს უხვად, ასევე უხვად გვაქვს ქრისტეს მიერ ნუგეშიც.

გალატელთა 5:1
თავისუფლებისთვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს.

ეფესელთა 4:4
ერთია სხეული და ერთია სული, როგორც ხართ კიდეც მოწოდებულნი თქვენი მოწოდების ერთი იმედით;

ეფესელთა 4:13
ყოველივე ძალმიძს ჩემი გამაძლიერებლის, ქრისტეს მეშვეობით.

1 კორინთელთა 12:13
ვინაიდან ყველანი ერთი სულით მოვინათლეთ ერთ სხეულად — იუდეველნი თუ წარმართნი, მონები თუ თავისუფალნი; და ყველას ერთი სული გვისვამს.

Advertisements