ღვთის წინასწარხედვა ბიბლიის მუხლები

ესაია 46:10
დასაწყისიდანვე ვაცხადებ დასასრულს და უძველესი დროიდან იმას, რაც ჯერ არ მომხდარა; ვამბობ: ჩემი განზრახვა აღსრულდება და ყოველ ჩემს სურვილს ავასრულებ.

ესაია 42:9
აჰა, აღსრულდა პირვანდელი, ახლა კი ახალს განგიცხადებთ: მე გაუწყებთ, ვიდრე აღმოცენდება”.

ესაია 44:7
ან ვინ არის ჩემი მსგავსი? თქვას და გამოაცხადოს თანმიმდევრულად, რა მოხდა მას შემდეგ, უძველესი ხალხი რომ დავაფუძნე; ან დამდეგი და მომავალი აუწყონ.

დანიელი 2:28
მაგრამ არის ზეცაში ღმერთი, საიდუმლოთა გამმჟღავნებელი; მან აუწყა მეფე ნაბუქოდონოსორს, რაც უკანასკნელ დღეებში იქნება; ესაა შენი სიზმარი და ჩვენებანი, შენს საწოლზე რომ იხილე:

საქმეები 2:23
იგი, ღვთის ჩანაფიქრით და წინასწარცოდნით გადმოგეცათ, თქვენ კი ურჯულოთა ხელით ჯვარს აცვით და მოკალით.

საქმეები 3:18
ხოლო ღმერთმა, როგორც წინასწარ გვამცნო ყველა თავისი წინასწარმეტყველის პირით, რომ ქრისტე უნდა წამებულიყო, ასევე აღასრულა კიდეც.

საქმეები 4:27-28
რადგან მართლაც შეიკრიბნენ ამ ქალაქში შენი წმიდა მსახურის, შენი ცხებულის, იესოს წინააღმდეგ ჰეროდე და პონტოელი პილატე, წარმართებთან და ისრაელის ხალხთან ერთად, რომ მოემოქმედათ ის, რაც წინასწარ განსაზღვრა შენმა ხელმა და შენმა ნებამ.

რომაელთა 8:29
ვინაიდან, ვინც წინასწარ იცნო, მათ წინასწარვე განუსაზღვრა თავისი ძის ხატების მსგავსად ყოფნა, რათა იყოს პირმშო მრავალ ძმას შორის;

იერემია 1:5
„სანამ მუცელში გამოგსახავდი, მანამდე გიცნობდი, სანამ საშოდან გამოხვიდოდი გამოგარჩიე და წინასწარმეტყველად დაგადგინე ერებში”.

რომაელთა 11:2
არ უარყვია ღმერთს თავისი ხალხი, რომელიც წინასწარ იცნო. განა არ იცით, რას ამბობს წერილი ელიას შესახებ, როგორ ჩივის ისრაელზე ღვთის წინაშე და ამბობს:

1 პეტრეს 1:2
მამა ღმერთის წინასწარი განჭვრეტით ამორჩეულებს და სულის მიერ განწმედით იესო ქრისტესადმი დასამორჩილებლად და მისი სისხლის საპკურებლად – მადლი და მშვიდობა გაგიმრავლდეთ.

ფსალმუნები 138:4
ჯერ ენაზეც არ მომდგომია სიტყვა, აჰა, უკვე სრულად იცის უფალმა.

გამოსვლა 3:19
ვიცი, რომ არ დაგრთავთ ეგვიპტის მეფე წასვლის ნებას, თუ მაგარი ხელით არ ვაიძულებ.

მეორე რჯული 31:21
მაგრამ, როცა შეემთხვევათ მრავალი ბოროტება და გაჭირვება, ეს გალობა იქნება მათთვის დამოწმებად, რადგან არ დაავიწყდება ის მათ შთამომავალთა ბაგეს. მე ვიცი მათი გულის ზრახვა, დღეს, სანამ შევიყვანდე აღთქმულ ქვეყანაში”.

1 მეფეთა 23:10-13
თუ გადამცემენ კეყილას მთავარნი მის ხელს? მართლა ჩამოვა საული, როგორც უთხრეს შენს მსახურს? უფალო, ისრაელის ღმერთო, გთხოვ, მიპასუხო შენს მსახურს!” უთხრა უფალმა: “ჩამოვა”. ჰკითხა დავითმა: “თუ გადაგვცემენ კეყილას მთავარნი მე და ჩემს კაცებს საულის ხელთ?” უთხრა უფალმა: “გადაგცემენ”. ადგა დავითი თავის ექვსასამდე კაცით, დატოვა კეყილა და წავიდა, საითაც შეეძლო. შეატყობინეს საულს კეყილადან დავითის გაქცევის ამბავი და გადაიფიქრა საულმა სალაშქროდ გასვლა. ზიფის უდაბნოში, მიუვალ ადგილას, მაღლობზე იმალებოდა დავითი. ყოველდღე ეძებდა მას საული, მაგრამ ხელთ არ ჩაუგდო ღმერთმა იგი.

Advertisements