ღვთის ხალხის სინათლე ბიბლიის მუხლები

მათეს 5:14
თქვენ ხართ ქვეყნიერების სინათლე. მთის წვერზე მდებარე ქალაქი ვერ დაიმალება.

მათეს 5:16
ასევე ანათებდეს თქვენი სინათლე ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ ისინი თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია.

იოანეს 12:36
სანამ გაქვთ სინათლე, ერწმუნეთ სინათლეს, რათა გახდეთ სინათლის ძენი”. ეს სიტყვები რომ თქვა, წავიდა იესო და მიეფარა მათ თვალთაგან.

1 თესალონიკელთა 5:5
ვინაიდან თქვენ ყველანი სინათლის შვილები ხართ და დღის შვილები; არც ღამისანი ვართ და არც სიბნელისა.

ლუკას 16:8
და შეაქო ბატონმა უმართლო სახლმმართველი, გონივრულად რომ მოიქცა, რადგან წუთისოფლის შვილები სინათლის შვილებზე მოხერხებულნი არიან თავიანთ თაობაში.

ესაია 60:3
ერები მოვლენ შენს სინათლეზე და მეფენი – შენი განთიადის ბრწყინვალებაზე.

2 მეფეთა 23:4
იქნება იგი, როგორც დილის ნათელი მზის ამოსვლისას, უღრუბლო დილა, როგორც წვიმის შემდეგ მზის ბრწყინვალებით მიწიდან აღმოცენებული ბალახი.

ფსალმუნები 36:6
ნათელივით გამოიტანს სიმართლეს შენსას და შენს სამართალს – შუადღესავით.

ესაია 60:1
„აღსდექ, განათდი, რადგან მოვიდა შენი სინათლე და უფლის დიდება გაბრწყინდა შენზე.

ლუკას 11:36
თუ მთელი შენი სხეული ნათელია და ბნელი არაფერია მასში, მაშინ ის მთლიანად განათებული იქნება, თითქოს ლამპარი გინათებდეს თავისი ელვარებით”.

იოანეს 5:35
იგი ანთებული და მანათობელი ლამპარი იყო, და თქვენც გინდოდათ, მის შუქზე გეხარათ ერთხანს.

კოლასელთა 1:12
ჰმადლობდეთ მამას, რომელმაც წმიდათა მემკვიდრეობის მონაწილეობის ღირსი გაგვხადა სინათლეში,

გამოცხადება 21:24
ერები ივლიან მის ნათელზე, მიწიერი მეფეები მიიტანენ იქ თავიანთ დიდებას და პატივს.

ფსალმუნები 96:11
სიმართლემ გამოანათა მართალთათვის და გულით წრფელთათვის – მხიარულებამ.

ესაია 58:8
მაშინ განთიადივით გამობრწყინდება შენი ნათელი და სწრაფად აღმოცენდება შენი განკურნება, შენი სიმართლე წინ წაგიძღვება და უფლის დიდება უკან გამოგყვება.

ესაია 58:10
თუ თავს არ დაიზოგავ მშიერისთვის და ტანჯულ კაცს გააძღობ, მაშინ ბნელში გაბრწყინდება შენი ნათელი და შენი წყვდიადი – შუადღესავით იქნება.

ფსალმუნები 111:4
სიბნელეში შუქს ამოუბრწყენს წრფელებს; მოწყალე, შემბრალე და მართალია იგი.

ესაია 42:16
ბრმებს მათთვის უცნობ გზაზე წარვუძღვები და უცნობი ბილიკებით ვატარებ, სიბნელეს სინათლედ ვაქცევ მათ წინაშე და ოღრო-ჩოღრო გზებს მოვასწორებ! ამ საქმეებს მოვიმოქმედებ და არ მივატოვებ მათ.

გამოსვლა 34:29
სინაის მთიდან ჩამოსვლისას მოწმობის ორივე დაფა ხელში ეჭირა მოსეს და არ იცოდა, რომ ბრწყინავდა მისი სახის კანი, უფალთან საუბრის გამო.

გამოსვლა 34:30
დაინახა აჰარონმა და ყველა ისრაელიანმა მოსე; აჰა, ბრწყინავდა მისი სახის კანი და შეეშინდათ მასთან მიახლოება.

2 კორინთელთა 3:7
ხოლო ქვაზე ასოებით გამოსახული სიკვდილის მსახურება თუ იმდენად დიდებული იყო, რომ ისრაელიანებმა ვერ შეძლეს მოსეს სახისთვის თვალის გასწორება მასზე გადმოსული დიდების გამო,

ესაია 60:5
მაშინ დაინახავ და გაბრწყინდები, გაოცდები და გაიხარებს შენი გული, რადგან შენკენ მოიქცევა ზღვასავით სიმდიდრე და ერების დოვლათს შენთან მოიტანენ.

ფსალმუნები 33:5
უმზირეთ მას და გაბრწყინდით, არასოდეს შერცხვება თქვენი სახეები.

ეკლესიასტე 8:1
ვინ არის ბრძენის მსგავსი? და ვინ იცის საგანთა ახსნა? სიბრძნე ადამიანს სახეს უნათებს და ცვლის მისი სახის სიმკაცრეს.

დანიელ 12:3
გაბრწყინდებიან გონიერნი განათებული ცის თაღივით, სიმართლისკენ მრავალთა მომაქცეველნი კი – ვარსკვლავებივით, უკუნითი უკუნისამდე.

იგავნი 13:9
მართალთა სინათლე კაშკაშებს, ბოროტთა ლამპარი კი ჩაქრება.

იგავნი 4:18
მართალთა ბილიკი განთიადის სინათლეს ჰგავს, რომელიც უფრო და უფრო ძლიერდება შუადღემდე.

მათეს 13:43
მაშინ მართალნი მზესავით გაბრწყინდებიან თავიანთი მამის სამეფოში. ვისაც ყურები აქვს, ისმინოს!