ღვთის ხმა ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 24:16
და დაივანა უფლის დიდებამ სინაის მთაზე. ექვს დღეს ეფარა მას ღრუბელი და მეშვიდე დღეს მოუწოდა მოსეს შუაგულ ღრუბლიდან.

რიცხვნი 7:89
და როცა შედიოდა მოსე საკრებულო კარავში უფალთან სალაპარაკოდ, ესმოდა ხმა, რომელიც მოწმობის კიდობნის სარქველს ზემოდან ელაპარაკებოდა, ორი ქერუბის შუიდან; და ლაპარაკობდა იგი მასთან.

ეზეკიელი 1:28
როგორც ცისარტყელა ღრუბლებში, წვიმიან დღეს, ისე ჩანდა ეს ნათება ირგვლივ. უფლის დიდების მსგავსი რამ იყო რაც ვიხილე; პირქვე დავემხე და გავიგონე მოლაპარაკეს ხმა.

ეზეკიელი 1:25
გამოვიდა ხმა თაღის ზემოდან, მათ თავზე რომ იყო; როცა ჩერდებოდნენ, დაუშვებდნენ თავიანთ ფრთებს.

3 მეფეთა 19:12
მიწისძვრის მერე – ცეცხლი, არც ცეცხლში იყო უფალი. ცეცხლის მერე – ჩუმი, ნაზი ხმა.

ფსალმუნები 67:32
ამხედრებულს უძველეს ცათა ცაზე – აჰა, ის გამოსცემს თავისი ძლიერების ხმას.

ფსალმუნები 28:3-9
წყლებზეა ხმა უფლისა; გრგვინავს დიდების ღმერთი; ხმა უფლისა მრავალ წყალზეა. ხმა უფლისა ძლევამოსილია, ხმა უფლისა ბრწყინვალეა. ხმა უფლისა ამტვრევს კედრებს; ლიბანის კედრებს ანაფოტებს უფალი. ხბოსავით აკუნტრუშებს ლიბანსა და სირიონს – მარტორქის ნაშიერივით. ხმა უფლისა გაჰკვეთს ცეცხლის ალს. ხმა უფლისა შეარყევს უდაბნოს; კადეშის უდაბნოს შეარყევს უფალი. ხმა უფლისა ირმებს მოამშობიარებს და ტყეებს მოაშიშვლებს; ყოველივე მის დიდებაზე მეტყველებს მის ტაძარში.

ფსალმუნები 45:6
ახმაურდნენ ერები, შეიძრა სამეფონი; როდესაც ის ხმას გამოსცემს დნება – დედამიწა.

2 მეფეთა 22:14
ზეციდან დაიქუხა უფალმა, ხმა გამოსცა უზენაესმა.

ფსალმუნები 17:13
ზეცაში დაიგრგვინა უფალმა და თავისი ხმა გამოსცა უზენაესმა სეტყვით და ნაკვერჩხლებით.

ეზეკიელი 43:2
და, აჰა, ისრაელის ღმერთის დიდება მოდიოდა აღმოსავლეთის გზით, მისი ხმა მრავალი წყლის ხმასავით იყო და ქვეყანა განათდა მისი დიდებით.

გამოცხადება 1:15
მისი ფეხები, როგორც ქურაში გავარვარებული სპილენძი, ხოლო მისი ხმა, როგორც ბევრი წყლის ხმაური.

იერემია 10:13
ხმას გამოცემს და წყლები ხმაურობენ ცაში, ღრუბლები ამოჰყავს ქვეყნის კიდეებიდან, ელვას წარმოშობს წვიმაში და ქარი გამოჰყავს სანახებიდან.

ეზეკიელი 9:1
ყურში ჩამძახა ხმამაღლა და მითხრა: „ახლო მოდექით, ქალაქის დამსჯელნო, თითოეული თავისი გამანადგურებელი იარაღით ხელში!”

ეზეკიელი 10:5
ქერუბთა ფრთების ხმა გარე ეზომდე ისმოდა, როგორც ხმა ყოვლისშემძლე ღმერთისა, როცა ლაპარაკობს.

ეზეკიელი 1:24
მოძრაობისას მათი ფრთების ხმა დაქანებული მრავალი წყლის ხმასავით მესმოდა, როგორც ხმა ყოვლადძლიერისა, ხმა მრისხანებისა, ხმა საბრძოლო ბანაკისა. როცა გაჩერდებოდნენ, დაუშვებდნენ თავიანთ ფრთებს.

გამოცხადება 1:10
სულში ვიყავი უფლის დღეს და უკნიდან შემომესმა დიდი ხმა, მსგავსი საყვირის ხმისა.

გამოცხადება 4:1
ამის შემდეგ ვიხილე, აჰა, ღია კარი ცაში და ხმამ, პირველად საყვირივით რომ შემომესმა, მითხრა: „აქ ამოდი და გაჩვენებ, რაც უნდა მოხდეს ამის შემდგომ”.

დანიელი 4:31
ჯერ კიდევ პირზე ჰქონდა მეფეს ეს სიტყვა, რომ ხმა ჩამოესმა ზეციდან: „შენ გეუბნებიან, მეფე ნაბუქოდონოსორ, გამოგეცალა სამეფო!

მათეს 3:17
და აჰა, ხმა ციდან მეტყველი: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე”.

იოანეს 12:28-30
მამაო, განადიდე შენი სახელი! და მოვიდა ზეციდან ხმა: „განვადიდე და კვლავაც განვადიდებ”. იქ მდგომმა ხალხმა ამის გაგონებაზე თქვა, დაიქუხაო. სხვებმა კი თქვეს: ანგელოზი დაელაპარაკაო. მიუგო იესომ და უთხრა: „ჩემთვის კი არ იყო ეს ხმა, არამედ თქვენთვის.

2 პეტრეს 1:18
და ჩვენ თვითონ გავიგონეთ ზეციდან ჩამოსული ეს ხმა, როცა მასთან ერთად ვიყავით წმიდა მთაზე.

მიქას 6:9
ხმა უფლისა მოუხმობს ქალაქს, და ვინც ბრძენია – შეეშინდება შენი სახელის. გაიგონეთ ხმა არგნისა და მისი შემმართველისა.

სოფონია 3:17
უფალი, შენი ღმერთია შენს შორის; ძლევამოსილი მეომარი. სიხარულით გაიხარებს შენზე, თავისი სიყვარულით განგაახლებს და გალობით იზეიმებს შენზე.

საქმეები 7:31
გაოცდა ამ სანახაობის შემყურე მოსე; ხოლო რომ მიუახლოვდა, უფლის ხმა შემოესმა:

ებრაელთა 12:26
რომლის ხმამაც შეძრა მაშინ დედამიწა; ახლა კი, აღგვითქვამს და ამბობს: „კიდევ ერთხელ შევძრავ არა მარტო დედამიწას, არამედ ცასაც”.

გამოცხადება 19:5
გამოვიდა ტახტიდან ხმა, რომელიც ამბობდა: „აქებდეთ ჩვენს ღმერთს ყოველი მსახური მისი, მოშიში მისი, პატარა თუ დიდი”.

იოანეს 5:37
და ჩემმა მომავლინებელმა მამამ დაამოწმა ჩემ შესახებ. თქვენ კი არასოდეს მოგისმენიათ მისი ხმა და არც გამოსახულება გიხილავთ მისი.

Advertisements