ღვთისადმი მორჩილება ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 19:5
ამიერიდან თუ მართლაც მოუსმენთ ჩემს ხმას და დაიცავთ ჩემს აღთქმას, გამოგარჩევთ ყველა ხალხისგან ჩემს საკუთრებად, რადგან ჩემია მთელი დედამიწა.

იერემია 7:23
მაგრამ აი რა ვუბრძანე მათ: გაიგონეთ ჩემი სიტყვა და მე ვიქნები თქვენი ღმერთი, თქვენ კი ჩემი ხალხი იქნებით; იარეთ იმ გზებით, რომლებზეც მიგითითებთ და სიკეთეს ეწევით-მეთქი.

გამოსვლა 23:21
იფხიზლე მის წინაშე და ისმინე მისი ხმა, ნუ აუჯანყდები მას, რადგან არ გაპატიებთ დანაშაულს, რადგან მასშია ჩემი სახელი.

2 კორინთელთა 10:5
მისით ვამხობთ ზრახვებსა და ყოველგვარ სიმაღლეს, რაც კი აღმართულია ღვთის შემეცნების წინააღმდეგ, და ვატყვევებთ ყოველგვარ აზრს ქრისტესთვის დასამორჩილებლად.

რომაელთა 1:5
რომლის მეშვეობითაც მივიღეთ მადლი და მოციქულობა, რათა მისი სახელით დავუმორჩილოთ რწმენას ყველა ხალხი,

რომაელთა 13:1
ყოველი სული უნდა ემორჩილებოდეს უმაღლეს ხელისუფლებას; ვინაიდან არ არსებობს ხელისუფლება, თუ არა ღმერთისაგან, ხოლო არსებულნი ღმერთის მიერ არიან დადგენილნი.

1 მეფეთა 15:22
მაგრამ მიუგო სამუელმა: „განა ისევე ეამება უფალს სრულადდასაწველნი და მსხვერპლნი, როგორც უფლის ხმის მორჩილება? აჰა, მორჩილება მსხვერპლზე უკეთესია და მოსმენა – ვერძის ლურთებზე.

1 პეტრე 1:14
როგორც გამგონე შვილები, ნუ აჰყვებით უმეცრების დროინდელ გულისთქმებს.

1 პეტრე 1:2
მამა ღმერთის წინასწარი განჭვრეტით ამორჩეულებს და სულის მიერ განწმედით იესო ქრისტესადმი დასამორჩილებლად და მისი სისხლის საპკურებლად – მადლი და მშვიდობა გაგიმრავლდეთ.

იერემია 26:13
ახლა კი გამოასწორეთ თქვენი გზები და თქვენი საქმეები, და დაემორჩილეთ უფლის, თქვენი ღმერთის ხმას; მაშინ უფალიც გადაიფიქრებს იმ უბედურების დაშვებას, თქვენ რომ გიპირებთ.

იერემია 38:20
უთხრა იერემიამ: „არ გადაგცემენ! ოღონდ დაემორჩილე უფლის ხმას, რასაც მე გეუბნები, რათა ყველაფერი კარგად წაგივიდეს და იცოცხლო.

მეორე რჯული 11:13
და თუ გულმოდგინედ დაემორჩილებით ჩემს მცნებებს, რომელთაც გიბრძანებთ დღეს, რომ გიყვარდეთ უფალი, თქვენი ღმერთი, და ემსახუროთ მას მთელი თქვენი გულითა და სულით,

ფსალმუნები 17:44
მოისმენენ თუ არა ჩემს ხმას – მემორჩილებიან, უცხოტომელნი მემსახურებიან.

ესაია 1:19
თუ მორჩილნი იქნებით და გამგონენი, მიწის დოვლათს შეჭამთ;

იესო ნავეს ძე 22:2-3
უთხრა მათ: თქვენ ასრულებდით ყველაფერს, რასაც მოსე, უფლის მორჩილი, გიბრძანებდათ. მეც ყურს მიგდებდით ყველაფერში, რასაც გიბრძანებდით. არ მიგიტოვებიათ თქვენი ძმები მრავალი ხნის მანძილზე დღემდე. ასრულებდით სამსახურს – უფლის, თქვენი ღმერთის ნაბრძანებს.

მეორე რჯული 28:14
ნუ გადაუხვევ ნურცერთ სიტყვას, რომელსაც გამცნებ დღეს, რათა არ გაჰყვე სხვა ღმერთების კვალს სამსახურებლად.

ფილიპელთა 2:12
ამიტომ, ჩემო საყვარელნო, როგორც ყოველთვის, იყავით მორჩილნი, არა მარტო მაშინ, როცა მანდ ვარ, არამედ უფრო მეტად ახლა, როცა მანდ არა ვარ. შიშითა და ძრწოლით იღვაწეთ თქვენს სახსნელად,


მსგავსი თემები:

მორჩილება

Advertisements