ღვთისადმი ორგულობა ბიბლიის მუხლები

ნეემია 1:8-9
გაიხსენე, გემუდარები, სიტყვა, რომელიც ამცნე მოსეს, შენს მსახურს: თუ მიორგულებთ, ხალხებში გაგაბნევთო. ხოლო თუ მომიბრუნდებით, დაიცავთ ჩემს მცნებებს და აღასრულებთ მათ, ცის კიდემდე რომ იყოთ გაბნეულნი, იქიდან მოგაგროვებთ და მოგიყვანთ იმ ადგილას, რომელიც ჩემი სახელის დასავანებლად ამოვირჩიეო!

ლევიანნი 26:1
„არ გაიკეთოთ კერპები და გამოსახულებანი, არ აღმართოთ სვეტები და მოხატული ქვა არ დაიდგათ ქვეყანაში თაყვანის საცემად, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.

მეორე რჯული 4:25-27
იმ მიწაზე ხანგრძლივი ცხოვრების შემდეგ, როცა შეგეძინებათ შვილები და შვილიშვილები, თუ წახდებით და გაიკეთებთ რომელიმე არსების ქანდაკებას, ამით ბოროტებას ჩაიდენთ, უფლის, თქვენი ღმერთის თვალში, მის გასაბრაზებლად. ცასა და დედამიწას დავიმოწმებ დღეს თქვენთან, რომ ნამდვილად მალე მოისპობით იმ ქვეყნიდან, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ იორდანეს; ვერ გაიხანგრძლივებთ იქ ყოფნის დღეებს, არამედ სასტიკად განადგურდებით. მიმოგფანტავთ უფალი ხალხებში და დარჩებით მცირერიცხოვნად იმ ერებში, სადაც გაგაძევებთ უფალი.

იგავნი 2:22
ბოროტნი კი მოიკვეთებიან ქვეყნიდან და მოღალატენი აღმოიფხვრებიან.

იერემია 3:6-9
მითხრა უფალმა მეფე იოშიას დღეებში: „ნახე, რა გააკეთა განდგომილმა ისრაელმა? ყველა მაღალ მთაზე მიდიოდა და იქ ყოველი ამწვანებული ხის ქვეშ მეძავობდა. ვამბობდი, ყოველივე ამის ჩადენის შემდეგ მომიბრუნდება-მეთქი! არ მობრუნდა. ეს მისმა მოღალატე დამ – იუდამაც იხილა. დაინახა, რომ განდგომილი ისრაელი მეძავობის გამო გავუშვი და გაყრის წერილი მივეცი, მაინც არ შეშინდა მისი მოღალატე და იუდა, წავიდა და ისიც მეძავობდა. თავისი თავქარიანი მეძავობით შებილწა ეს ქვეყანა, ქვასთან და ხესთან ბილწობდა.

ოსია 4:10-12
შეჭამენ და ვერ გაძღებიან, იმრუშებენ და ვერ გამრავლდებიან, ვინაიდან მიატოვეს უფლის სამსხვერპლო. სიძვამ, ღვინომ და მაჭარმა წარიტაცა მათი გული. ჩემი ხალხი ხეს ეკითხება რჩევას და ჯოხი აძლევს პასუხს, რადგან აცდუნა ისინი სიძვის სულმა და იმრუშეს თავისი ღვთისგან განდგომით.

მსაჯულნი 10:13
თქვენ კი მიმატოვეთ და ემსახურებოდით უცხო ღმერთებს. ამიტომაც აღარ გიხსნით.

იობი 31:24-28
ან თუ ოქროზე ვდებდი იმედს და ბაჯაღლო მაძლევდა გაბედულებას? თუ მახარებდა ჩემი სიმდიდრის სიმრავლე ან ის, რომ ბევრი მოიხვეჭა ჩემმა ხელებმა? თუ შემიხედავს გაბრწყინებული მზის ან მოლივლივე ბადრი მთვარისთვის, და ფარულად ცდუნებულიყოს ჩემი გული და ხელით გამეგზავნოს მათთვის კოცნა; ესეც სამსჯავრო დანაშაული იქნებოდა, რადგან უზენაეს ღმერთს უარვყოფდი.

იგავნი 11:3
წრფელთ უბიწობა წარუძღვება, მოღალატეთ კი ორგულობა გაანადგურებს.

იგავნი 13:2
თავის პირის ნაყოფთაგან იგემებს კაცი სიკეთეს, მოღალატეთა წადილი კი ძალადობაა.

ოსია 6:6-7
რადგან წყალობა მსურს და არა მსხვერპლი, ღვთის შემეცნება და არა სრულადდასაწველნი. მათ კი ადამივით დაარღვიეს აღთქმა და იქ მიღალატეს.

ეზრა 9:1-4
ამ ყოველივეს დასასრულს, მომეახლნენ მთავარნი და მითხრეს: „ისრაელის ხალხი, მღვდლები და ლევიანნი არ გამოეყვნენ სხვა ქვეყნების – ქანაანის, ხეთის, ფერიზის, იებუსის, ყამონის, მოაბის, ეგვიპტისა და ამორის ხალხებსა და მათ სისაძაგლეებს, ვინაიდან მათი ასულნი ჰყავთ ცოლებად თავისთვის და თავისი ძეებისთვისაც, წმიდა თესლი ამ ქვეყნების ხალხებში აღრიეს; უფრო მეტად მთავრებისა და მმართველების ხელი ურევია ამ ორგულობაში”. ეს სიტყვები რომ მოვისმინე, შემოვიხიე სამოსი და მოსასხამი, თმას და წვერს ვიგლეჯდი და ვიჯექი გაოგნებული. შემოიკრიბა ყველა, ვინც თრთოდა ისრაელის ღმერთის სიტყვაზე განდევნილობიდან დაბრუნებულთა შორის მომხდარ ამ უმართლობის გამო; მე კი საღამოს მსხვერპლშეწირვის დაწყებამდე გაოგნებული ვიჯექი.

საქმეები 7:37-41
ეს არის მოსე, რომელმაც ისრაელიანებს უთხრა: ღმერთი ჩემს მსგავს წინასწარმეტყველს აღგიდგენთ თქვენს ძმათაგან, მას უსმინეთ! ეს ის არის, ვინც უდაბნოში იყო კრებულში, სინაის მთაზე მასთან მოლაპარაკე ანგელოზთან და ჩვენს მამებთან ერთად; და ვინც მიიღო ცოცხალი სიტყვები, რომ ჩვენთვის გადმოეცა; ვისი მორჩილებაც არ ისურვეს ჩვენმა მამებმა, არამედ განუდგნენ და ეგვიპტისკენ მიიქცნენ თავიანთი გულებით. უთხრეს აჰარონს: გაგვიკეთე ღმერთები, რომლებიც წინ წაგვიძღვებიან, რადგან არ ვიცით, რა დაემართა მოსეს, რომელმაც გამოგვიყვანა ეგვიპტის მიწიდან. გააკეთეს იმ დღეებში ხბო, მსხვერპლი შესწირეს კერპს და შეჰხაროდნენ თავიანთი ხელის ქმნილებას.

მალაქია 2:7-8
რადგან მღვდლის ბაგეებმა უნდა შეინახოს ცოდნა და მისი პირიდან უნდა ეძებდნენ დარიგებას, რადგან ცაბაოთ უფლის მაცნეა იგი. თქვენ კი გზიდან გადაუხვიეთ, მრავალი ააცდინეთ რჯულს და დაარღვიეთ ლევის აღთქმა – ამბობს ცაბაოთ უფალი.

3 მეფეთა 11:4-5
სიბერის ჟამს მიდრიკეს სოლომონის გული მისმა ცოლებმა უცხო ღმერთებისკენ და ისე სრულად მიძღვნილი აღარ იყო მისი გული უფლის, თავისი ღმერთის მიმართ, როგორც დავითის, მამამისის გული. მიჰყვა სოლომონი აშთორეთს, ციდონელთა ქალღმერთს და მილქომს, ყამონელთა სიბილწეს.

2 მეფეთა 28:19-23
რადგან დაამდაბლა უფალმა იუდა, ისრაელის მეფის, ახაზის გამო, ვინაიდან გარყვნა მან იუდა და დიდად განარისხა უფალი. მივიდა მასთან თიგლათ-ფილესერი, აშურის მეფე და დახმარების ნაცვლად კიდევ უფრო შეავიწროვა იგი. მისცა ახაზმა აშურის მეფეს ხარკი უფლის სახლიდან, მეფისა და მთავართა სახლებიდან, მაგრამ ვერც ამან უშველა. ამ გაჭირვების დროს უფრო სცოდავდა უფალს მეფე ახაზი. დამასკოს ღმერთებს სწირავდა მსხვერპლს, რომლებმაც დაღუპეს იგი და ამბობდა: „რადგან ასე შველიან არამის მეფეებს მათი ღმერთები, შევწირავ მათ, იქნებ შემეწიონ”. მაგრამ ისინი იყვნენ მისი და მთელი ისრაელის დამცემი.

იგავნი 21:18
ბოროტეული მართლის გამოსასყიდია, მოღალატე კი – გულწრფელისა.

რიცხვნი 14:33
მწყემსებივით იხეტიალებენ თქვენი ძეები უდაბნოში ორმოც წელს და დაისჯებიან თქვენი ორგულობის გამო, ვიდრე არ დაიყრება თქვენი გვამები უდაბნოში.

დანიელის 9:7
სიმართლე შენ გეკუთვნის, უფალო, ჩვენ კი დღეს სირცხვილი გვაქვს სახეზე, იუდას კაცებს, იერუსალიმის მკვიდრებს, მთელ ისრაელს, ახლო თუ შორეულ ქვეყნებში მყოფებს, სადაც განდევნე მათი ორგულობის გამო, შენ მიმართ რომ გამოიჩინეს.

Advertisements