ღვთით დაცული ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 126:1
თუ უფალი არ ააშენებს სახლს, ამაოდ გაირჯებიან მისი მშენებლები; თუ უფალი არ დაიცავს ქალაქს, ამაოდ ფხიზლობს მისი გუშაგი.

ფსალმუნები 45:1
ღმერთია ჩვენი თავშესაფარი და ძალა, სწრაფი შემწე გაჭირვების ჟამს.

მეორე რჯული 31:6
გამაგრდი და განმტკიცდი, ნუ შეგეშინდება და ნუ შეძრწუნდები მათ წინაშე, რადგან თავად უფალი, შენი ღმერთია შენთან; არ მოგშორდება და არ მიგატოვებს”.

იოანეს 1:5
სინათლე ბნელში ანათებს და ბნელმა ვერ მოიცვა იგი.

იოანეს 10:28-30
მე მათ საუკუნო სიცოცხლეს ვაძლევ და არ დაიღუპებიან საუკუნოდ; და ვერავინ წამგლეჯს მათ ხელიდან. მამაჩემი, რომელმაც მომცა ისინი, ყველაზე დიდია და არავის ძალუძს მამაჩემის ხელიდან წაგლეჯა. მე და მამა ერთი ვართ”.

2 კორინთელთა 12:9
და მითხრა: „საკმარისია შენთვის ჩემი მადლი, ვინაიდან უძლურებაში ხდება სრულყოფილი ჩემი ძალა”. ამიტომ უფრო ხალისით დავიკვეხნი ჩემს უძლურებებში, რათა ქრისტეს ძალა დამკვიდრდეს ჩემში!

ფსალმუნები 120:3
ის არ დაუშვებს შენს წაბორძიკებას; არ ჩათვლემს შენი დამცველი.

ესაია 41:10
ნუ გეშინია, რადგან შენთან ვარ, ნუ ფრთხი, რადგან შენი ღმერთი ვარ; განგამტკიცებ, შეგეწევი და მხარს დაგიჭერ ჩემი სამართლის მარჯვენით.

ესაია 50:7
მაგრამ მეხმარება უფალი ღმერთი, ამიტომაც არ ვიჩაგრები; სახე გავიკაჟე, ვიცი, რომ არ დავრჩები შერცხვენილი.

ფსალმუნები 120:8
უფალი დაიცავს შენს წასვლას და მოსვლას ახლა და უკუნისამდე.

1 მეფეთა 17:45
მიუგო დავითმა ფილისტიმელს: „შენ მახვილით, შუბითა და ფარით გამოდიხარ ჩემთან, მე კი ცაბაოთ უფლის, ისრაელის მხედრობის ღმერთის სახელით მოვდივარ შენთან, რომელიც შენ შეურაცხყავი.

2 ნეშტთა 14:11
მოუხმო ასამ უფალს, თავის ღმერთს და თქვა: „უფალო! მხოლოდ შენ შეგიძლია შეეწიო უძლურს ძლიერის წინააღმდეგ. შეგვეწიე უფალო, ღმერთო ჩვენო, რადგან შენს სახელზე მინდობილნი გამოვედით ამ ურდოს წინააღმდეგ. უფალო! ჩვენი ღმერთი ხარ შენ, დაე ნურავინ შეძლებს შენზე აღმატებას!”

1 პეტრეს 1:5
ღვთის ძალით დაცულნო – რწმენის მეშვეობით – ხსნისთვის, რომელიც მზადაა უკანასკნელ ჟამს გამოსაცხადებლად.

1 თესალონიკელთა 5:23-24
თავად მშვიდობის ღმერთმა კი წმიდაგყოთ სრულად და მთლიანად, რათა თქვენი სული, სამშვინველი და სხეული დაცულ იქნეს უბიწოდ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისთვის. ერთგულია, ვინც მოგიწოდათ, რომელიც აღასრულებს კიდეც ამას.

2 თესალონიკელთა 3:3
მაგრამ სარწმუნოა უფალი, რომელიც განგამტკიცებთ და დაგიცავთ ბოროტისგან.

ფსალმუნები 120:3-8
ის არ დაუშვებს შენს წაბორძიკებას; არ ჩათვლემს შენი დამცველი. აჰა, არასოდეს ჩათვლემს და დაიძინებს მცველი ისრაელისა. უფალია შენი მცველი; უფალია შენი მფარველი შენს მარჯვნივ. დღისით მზე არ გავნებს და ღამით მთვარე. უფალი დაგიცავს ყოველგვარი სიავისგან; ის დაიცავს შენს სულს. უფალი დაიცავს შენს წასვლას და მოსვლას ახლა და უკუნისამდე.

იესო ნავეს ძე 1:5
წინ ვერავინ დაგიდგება მთელი შენი სიცოცხლე; როგორც მოსესთან ვიყავი, ისე ვიქნები შენთანაც; არ მიგატოვებ და თავს არ დაგანებებ.

ფსალმუნები 123:1-5
უფალი რომ არ ყოფილიყო ჩვენთან, – თქვას ახლა ისრაელმა, – უფალი რომ არ ყოფილიყო ჩვენთან, როცა აღდგნენ ჩვენს წინააღმდეგ კაცები, მაშინ ცოცხლად ჩაგვყლაპავდნენ, როცა რისხვით აღინთნენ ჩვენზე. წყლები წაგვლეკავდნენ, ნაკადები გადაუვლიდნენ ჩვენს სულს. გადაუვლიდნენ ჩვენს სულს აბობოქრებული წყლები.

1 კორინთელთა 10:13
არ შეგმთხვევიათ განსაცდელი, გარდა ადამიანურისა; ხოლო, ერთგულია ღმერთი, რომელიც არ დაუშვებს, რომ თქვენს შესაძლებლობაზე მეტად გამოიცადოთ, არამედ განსაცდელთან ერთად გამოსავალსაც გაგიჩენთ, რომ გადატანა შეიძლოთ.

გამოცხადება 3:10
რაკი დაიცავი სიტყვა ჩემი მოთმინებისა, მეც დაგიცავ განსაცდელის ჟამისგან, რომელიც მოვა მთელს ქვეყანაზე, რომ გამოსცადოს დედამიწის მკვიდრნი.

ფსალმუნები 55:9
უკუიქცევიან ჩემი მტრები, რა დღესაც მოგიხმობ. ამით გავიგებ, რომ ღმერთი ჩემთანაა.

ფსალმუნები 90:3-7
რადგან ის დაგიხსნის მონადირის ხაფანგიდან, მომაკვდინებელი ჭირისგან. თავის ბუმბულს გადაგაფარებს და მის ფრთებქვეშ პოვებ თავშესაფარს; ფარი და ბურჯი იქნება მისი ჭეშმარიტება შენთვის. არ შეგაშინებს ღამის საშინელება, ისარი დღისით გამოფრენილი. ბნელში მოარული შავი ჭირი და შუადღის მომსვრელი უბედურება. დაეცემა შენს გვერდით ათასი და ათი ათასი შენს მარჯვნივ, შენ კი არ მოგიახლოვდება.

ფსალმუნები 56:1
შემიწყალე ღმერთო, შემიწყალე, რადგან შენ მოგენდო ჩემი სული; შენი ფრთების ჩრდილქვეშ შევაფარებ თავს, ვიდრე უბედურება გადაივლიდეს.

Advertisements