ღვთიური ფიცი ბიბლიის მუხლები

ებრაელთა 6:13-14
ვინაიდან, როცა ღმერთი აღთქმას დებდა აბრაჰამთან, რაკი არ შეეძლო თავისზე დიდი დაეფიცა, საკუთარი თავი დაიფიცა; უთხრა: ჭეშმარიტად, კურთხევით გაკურთხებ შენ და გამრავლებით გაგამრავლებ შენ”.

დაბადება 22:16
უთხრა: „გეფიცები, ამბობს უფალი, რაკი ეს საქმე გააკეთე და არ დაზოგე შენი ერთადერთი ძე ჩემთვის,

ფსალმუნები 88:35
ერთხელ დავიფიცე ჩემი სიწმიდით: არ ვეცრუები დავითს.

ესაია 45:23
ჩემი თავი დავიფიცე! მართალი სიტყვა გამოვიდა ჩემი პირიდან და არ შეიცვლება: ჩემ წინაშე მოიდრიკება ყოველი მუხლი და მე დამიფიცებს ყველა ენა.

ესაია 62:8
თავისი მარჯვენა დაიფიცა უფალმა და მკლავი თავისი ძლიერებისა – აღარასოდეს მივცემ შენს მტრებს შენს ხორბალს საჭმელად და ვეღარ დალევენ უცხოტომელნი შენს მაჭარს, რომელზეც იშრომე,

ებრაელთა 6:16-18
ადამიანები ყველაზე დიდს იფიცებენ და ფიცი ადასტურებს მათი ყოველგვარი დავის დასასრულს. ამიტომ, როცა ღმერთმა მოინდომა აღთქმის მემკვიდრეთათვის თავისი ნების ურყევობა ეჩვენებინა, ფიცს მიმართა, რათა ორ ურყევ რამეში, რაშიც შეუძლებელია მოგვატყუოს ღმერთმა, მტკიცე ნუგეშისცემა გვქონდეს ჩვენ, ვინც შევეფარეთ, რათა ჩავჭიდებოდით ჩვენ წინ მდებარე იმედს,

დაბადება 22:15-18
უთხრა: „გეფიცები, ამბობს უფალი, რაკი ეს საქმე გააკეთე და არ დაზოგე შენი ერთადერთი ძე ჩემთვის, ამიტომ გაკურთხებ შენ და გავამრავლებ შენ შთამომავლობას, როგორც ცის ვარსკვლავებს და ქვიშას ზღვის ნაპირზე. და დაიმკვიდრებს შენი შთამომავლობა თავის მტერთა კარიბჭეს. და იკურთხება შენს თესლში დედამიწის ყოველი ერი, რადგან შეისმინე ჩემი ხმა”.

დაბადება 24:7
უფალი, ცის ღმერთი, რომელმაც მამაჩემის სახლიდან და ჩემი ქვეყნიდან გამომიყვანა, რომელიც მელაპარაკებოდა და მეფიცებოდა, რომ ჩემს შთამომავლობას მისცემდა ამ ქვეყანას, ის წაგიმძღვარებს თავის ანგელოზს და წამოიყვან იქიდან ქალს ჩემი ძისთვის.

გამოსვლა 33:1
უთხრა უფალმა მოსეს: „აიყარეთ ახლა აქედან და წადით, შენ და ხალხი, ეგვიპტის მიწიდან რომ გამოიყვანე, ქვეყანაში, რომელზეც შევფიცე აბრაჰამს, ისაკს და იაკობს, ასე: ‘შენს შთამომავლობას მივცემ-მეთქი.’

მეორე რჯული 6:18
სწორად და კეთილად მოიქეცი უფლის წინაშე, რათა კარგად იყო, მიხვიდე და დაიმკვიდრო ბარაქიანი ქვეყანა, რომელიც შეჰფიცა უფალმა შენს მამებს.

მეორე რჯული 7:8 
არამედ, შენდამი უფლის სიყვარულისა და შენს მამებთან დადებული ფიცის გამო გამოგიყვანა უფალმა ძლიერი ხელით და გიხსნა მონობის სახლიდან, ფარაონის, ეგვიპტის მეფის ხელიდან.

ლუკას 1:72-73
წყალობას უჩვენებდა ჩვენს მამებს და თავის წმიდა აღთქმას გაიხსენებდა; როგორც შეჰფიცა ჩვენს მამას, აბრაჰამს, რომ მოგვანიჭებდა ჩვენ,

ფსალმუნები 88:3-4
შენ თქვი: აღთქმა დავუდე ჩემს რჩეულს, შევფიცე დავითს, ჩემს მსახურს: სამუდამოდ განვამტკიცებ შენს შთამომავლობას და თაობიდან თაობამდე დავაფუძნებ შენს ტახტს.

საქმეები 2:30
მაგრამ ის წინასწარმეტყველი იყო და იცოდა, რომ ღმერთმა შეჰფიცა, მისი საზარდულის ნაყოფი დაესვა მის ტახტზე.

ფსალმუნები 109:4
დაიფიცა უფალმა და არ შეინანებს: შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე, მელქისედეკის წესით.

ებრაელთა 7:17-28
ვინაიდან დამოწმებულია: „შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქისედეკის წესით”. ადრინდელი მცნება კი გაუქმდა უსუსურობისა და უსარგებლობის გამო, ვინაიდან რჯულმა ვერაფერი სრულყო, მაგრამ შემოდის უკეთესი იმედი, რომლის მეშვეობითაც ვუახლოვდებით ღმერთს. და ეს არ მომხდარა ფიცის გარეშე, – ვინაიდან ისინი გახდნენ მღვდლები ფიცის გარეშე, ეს კი ფიცით მის მიერ, რომელმაც უთხრა მას: „დაიფიცა უფალმა და არ შეინანებს: შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქისედეკის წესით”. ესოდენ უმჯობესი აღთქმის თავდები გახდა იესო. გარდა ამისა, მღვდლები ბევრნი იყვნენ, რადგან სიკვდილის გამო ვერ რჩებოდნენ სამსახურში. ხოლო მას, იმის გამო, რომ უკუნისამდე რჩება, მარადიული მღვდლობა აქვს. ამიტომაც ძალუძს სრულად გადაარჩინოს ყველა, ვინც მისი შუამდგომლობით მიეახლება ღმერთს, ვინაიდან მარად ცოცხალია, რათა უშუამდგომლოს მათ. ასეთი მღვდელმთავარი გვესაჭიროება ჩვენ: წმიდა, უბრალო, უმანკო, ცოდვილთაგან განრიდებული და ცათა ზემოთ ამაღლებული, რომელსაც არ სჭირდება, როგორც იმ მღვდელმთავრებს, ყოველდღე ჯერ თავისი ცოდვებისთვის შესწიროს მსხვერპლი და შემდეგ ხალხის ცოდვებისთვის; ვინაიდან ეს მან ერთხელ და სამუდამოდ მოიმოქმედა, როცა თავი შესწირა. ვინაიდან რჯული უძლურ ადამიანებს ადგენს მღვდელმთავრებად, ხოლო რჯულის შემდგომ მოსულმა ფიცის სიტყვამ დაადგინა ძე, უკუნისამდე სრულქმნილი.

მეორე რჯული 1:34-37
გაიგონა უფალმა თქვენი სიტყვების ხმა, განრისხდა და დაიფიცა: „ვერავინ იხილავს ამ კაცთაგან, ამ ბოროტი თაობიდან, იმ ბარაქიან ქვეყანას, რომლის მიცემაც შევფიცე თქვენს მამებს. მხოლოდ ხალებ იეფუნეს ძე იხილავს მას; ის და მისი ძენი დაიმკვიდრებენ იმ მიწას, რომელსაც ფეხი დაადგა, რადგან ბოლომდე მიჰყვა უფალს”.

ებრაელთა 3:10-11
ამიტომ განვრისხდი იმ მოდგმაზე და ვთქვი: მუდამ ცდებიან ისინი გულით, ვერ შეიცნეს ჩემი გზა. ამიტომ დავიფიცე ჩემი რისხვისას: ვერ შემოვლენ ისინი ჩემს სიმშვიდეში”.

მეორე რჯული 29:12-15
რათა შეხვიდე უფლის, შენი ღმერთის აღთქმაში და მის ფიცში, რომელსაც გიდებს დღეს უფალი, შენი ღმერთი, რათა დაგადგინოს დღეს თავის ხალხად, თვითონ კი შენი ღმერთი გახდეს, როგორც გითხრა და შეჰფიცა შენს მამებს: აბრაჰამს, ისაკსა და იაკობს. არა მხოლოდ თქვენთან ვდებ ამ აღთქმასა და ფიცს, არამედ მათთანაც, ვინც ჩვენთან ერთად დგას დღეს აქ უფლის, ჩვენი ღმერთის წინაშე და იმათთანაც, ვინც ჩვენთან ერთად არ არიან დღეს.

ეზეკიელი 16:8
კვლავ ჩაგიარე, შემოგხედე და, აჰა, სიყვარულის ჟამი დაგდგომოდა; კალთა გადაგაფარე და დავფარე შენი სიშიშვლე. შემოგფიცე და აღთქმა დაგიდე, ამბობს უფალი ღმერთი, და ჩემი გახდი.


მსგავსი თემები:

ადამიანური ფიცი

Advertisements