ღვთიური სიფხიზლე ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 121:1-8
თვალებს მივაპყრობ მთებისკენ, საიდან მოვა ჩემი შეწევნა? ჩემი შეწევნა უფლისგანაა, რომელმაც შექმნა ცა და დედამიწა. ის არ დაუშვებს შენს წაბორძიკებას; არ ჩათვლემს შენი დამცველი. აჰა, არასოდეს ჩათვლემს და დაიძინებს მცველი ისრაელისა. უფალია შენი მცველი; უფალია შენი მფარველი შენს მარჯვნივ. დღისით მზე არ გავნებს და ღამით მთვარე. უფალი დაგიცავს ყოველგვარი სიავისგან; ის დაიცავს შენს სულს.8უფალი დაიცავს შენს წასვლას და მოსვლას ახლა და უკუნისამდე.

გამოსვლა 3:16
წადი და შეკრიბე უხუცესნი ისრაელისა და უთხარი მათ: უფალი, თქვენი მამების ღმერთი, გამომეცხადა; ღმერთი აბრაჰამისა, ისაკისა და იაკობისა, და მითხრა: გაგიხსენეთ თქვენ და ვიხილე, როგორ გექცევიან ეგვიპტეში.

ეზრა 5:5
მათი ღმერთის თვალი იყო იუდაელთა უხუცესებზე, რათა არ შეეწყვიტათ მუშაობა, ვიდრე არ შეატყობინებდნენ ამ ამბავს დარიოსს და პასუხი არ დაბრუნდებოდა.

ფსალმუნები 1:6
რადგან უწყის უფალმა მართალთა გზა, უღმერთოთა გზა კი განადგურდება.

ფსალმუნები 104-5
თავის წმიდა ტაძარშია უფალი და ზეცაშია ტახტი მისი; თავისი თვალით უმზერს ადამის შვილებს და ქუთუთოებით ამოწმებს. უფალი გამოსცდის მართალსა და ბოროტს, ძალადობის მოყვარული სძაგს მის სულს.

ფსალმუნები 16:8
თვალის გუგასავით გამიფრთხილდი, შენი ფრთების ჩრდილქვეშ შემიფარე,

ფსალმუნები 31:6
ამიტომ, დაე ილოცოს შენ მიმართ ყველა ღვთისმოსავმა სანამ შეიძლება შენი პოვნა; ვერ მისწვდება ასეთს ნიაღვრები წყლისა.

ფსალმუნები 33:16-18
ვერ უშველის მეფეს ჯარის სიმრავლე და დიდი ძალა ვერ იხსნის მებრძოლს. უიმედოა ცხენი შველისთვის, მთელი მისი ძალა ვერ იხსნის მას. აჰა, თვალი უფლისა მის მოშიშებზეა – ვისაც მისი წყალობის იმედი აქვს;

ფსალმუნები 33:7
დაიბანაკებს უფლის ანგელოზი მის მოშიშთა ირგვლივ და იხსნის მათ.

ფსალმუნები 126:1
თუ უფალი არ ააშენებს სახლს, ამაოდ გაირჯებიან მისი მშენებლები; თუ უფალი არ დაიცავს ქალაქს, ამაოდ ფხიზლობს მისი გუშაგი.

ფსალმუნები 144:20
ყველა მის მოყვარულს იცავს უფალი და სპობს ყველა ბოროტს.

ზაქარია 9:8
მე კი ჩემი სახლის გარშემო დავბანაკდები და ლაშქარი ვერ გაივლის მასში; აღარ მიუვა მას მჩაგვრელი, რადგან ვიხილე მათი ტანჯვა.

მათეს 10:29-31
განა ორი ბეღურა ერთ ასარად არ იყიდება? და არც ერთი მათგანი არ ვარდება მიწაზე თქვენი მამის ნების გარეშე. თქვენს თავზე კი თმებიც მთლიანად დათვლილია. ნუ გეშინიათ: ბევრ ბეღურაზე უკეთესნი ხართ.

იოანეს 10:1-9
„ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, „ვინც კარიდან არ შედის ცხვრის სადგომში, არამედ სხვა გზით გადადის, ქურდია და ავაზაკი. ხოლო, ვინც კარიდან შედის, ცხვრის მწყემსია. მეკარე უღებს მას და ცხვარი ისმენს მის ხმას, იგი სახელებით მოუხმობს თავის ცხვრებს და გამოჰყავს ისინი. თავისებს რომ გამოიყვანს, წინ გაუძღვება და ცხვარიც მიჰყვება, რადგან იცნობს მის ხმას. უცხოს არ გაჰყვება, გაექცევა, რადგან უცხოს ხმას არ იცნობს”. ეს იგავი უთხრა მათ იესომ; მათ კი ვერ გაიგეს, რას ეუბნებოდა. კვლავ უთხრა იესომ: „ჭეშმარიტად, გეუბნებით თქვენ, მე ვარ კარი ცხვრისთვის. ყველა, ვინც ჩემზე წინ მოვიდა, ქურდია და ავაზაკი, და არ მოუსმინა მათ ცხვარმა. მე ვარ კარი: ვინც ჩემით შედის, გადარჩება. შევა, გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს.

2 ტიმოთეს 1:12
ამ მიზეზით ვიტანჯები ასე, მაგრამ არ მრცხვენია, რადგან ვიცი ვინ ვიწამე, და მწამს, რომ ძალუძს მას იმ დღემდე დაიცვას ის საწინდარი, რომელიც მომენდო.

მეორე რჯული 2:7
რადგან გაკურთხათ უფალმა, თქვენმა ღმერთმა, ყველა საქმეში, ვინაიდან იცოდა ყოველი თქვენი გზა ამ დიდ უდაბნოში; აი, ორმოცი წელიწადია უფალი, თქვენი ღმერთი, თქვენთანაა და არ დაგკლებიათ არაფერი”.

იობი 10:12
სიცოცხლე და სიკეთე მომმადლე, შენმა მზრუნველობამ შემოინახა ჩემი სული.

იობი 29:2
„ნეტავ ისევ ისე ვიყო, უწინდელ თვეებში რომ ვიყავი, როცა ღმერთი მფარველობდა.

იერემია 24:6
მათდა სასიკეთოდ მივაპყრობ მათ თვალებს და ხელახლა დავაბრუნებ ამ ქვეყანაში; ავაშენებ და არ დავანგრევ, დავრგავ და არ აღმოვფხვრი.

დანიელი 9:18
ღმერთო ჩემო, ყური მომაპყარ და ისმინე, თვალები გაახილე და ნახე ჩვენი აოხრება და ქალაქი, რომელსაც შენი სახელი ჰქვია; რადგან ჩვენი დამსახურების გამო კი არ მოგვაქვს შენ წინაშე ჩვენი სავედრებელი, არამედ შენი უდიდესი მოწყალების გამო.

ფსალმუნები 22:1
უფალი ჩემი მწყემსია, არაფერი მომაკლდება.

ფსალმუნები 33:15
უფლის თვალები მართლებისკენაა მიპყრობილი და მისი ყურები – მათი ღაღადისკენ.

3 მეფეთა 9:3
უთხრა უფალმა: „შევისმინე შენი ლოცვა-ვედრება, ჩემ წინაშე რომ აღავლინე; წმიდავყავი ეს სახლი, შენ რომ ააშენე ჩემი სახელის უკუნისამდე დასამკვიდრებლად; დღენიადაგ მანდ იქნება ჩემი თვალი და გული.

ნეემია 1:6
მომაპყარი ახლა შენი ყური, ხოლო შენი თვალები გახელილი იყოს, რათა ისმინო შენი მსახურის ლოცვა შენ წინაშე, რომელსაც შენს მსახურებზე, ისრაელის ძეებზე აღვავლენ დღედაღამ. ვაღიარებ ისრაელის ძეთა ცოდვებს, რომლებითაც შეგცოდეთ შენ: მე და მამაჩემის სახლეულმაც შევცოდეთ.

2 მეფეთა 22:28
დაჩაგრულ ხალხს შველი, ქედმაღლებს კი მზერით დაამდაბლებ;

მათეს 18:12
როგორ ფიქრობთ, კაცს რომ ასი ცხვარი ჰყავდეს და ერთ მათგანს გზა აებნას, განა მთაში არ მიატოვებს ოთხმოცდაცხრამეტს და არ წავა გზააბნეულის მოსაძებნად?

1 პეტრეს 2:25
რადგან გზააბნეული ცხვრებივით იყავით, მაგრამ ახლა დაუბრუნდით მწყემსსა და თქვენს სულთა ზედამხედველს.


მსგავსი თემები:

ხელმძღვანელთა სიფხიზლე       მორწმუნეთა სიფხიზლე

Advertisements