ღვთიური სრულყოფილება ბიბლიის მუხლები

მეორე რჯული 32:4
სალი კლდეა იგი, სრულყოფილია მისი საქმენი, რადგან სამართლიანია მისი ყველა გზა; ჭეშმარიტი ღმერთია ის, არ არის მასში უსამართლობა; მართალია იგი და წრფელი.

მათეს 5:48
მაშ, იყავით სრულყოფილნი, ისევე როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი”.

რომაელთა 11:33-36
ო! ღვთის სიმდიდრეთა და სიბრძნისა და შემეცნების სიღრმე! როგორი ჩაუწვდომელნი არიან მისი სამართალნი და მიუკვლეველნი მისი გზები! რადგან ვინ შეიცნო უფლის გონება. ვინ იყო მისი მრჩეველი? ან ვინ რა მისცა მას წინასწარ, რომ უკან დაუბრუნოს? რადგან ყოველივე მისგან, მის მიერ და მის მიმართ არის. მას დიდება უკუნისამდე. ამინ!

ფსალმუნები 11:6
უფლის სიტყვები წმიდა სიტყვებია, მიწის ქურაში გაწმედილი ვერცხლი, შვიდჯერ გადახალისებული.

ფსალმუნები 18:7
რჯული უფლისა სრულყოფილია, სულს ანახლებს; მცნება უფლისა სარწმუნოა, გულუბრყვილოებს აბრძენებს.

იგავნი 8:8-9
სამართლიანია ყოველი ნათქვამი ჩემი პირისა, მზაკვრული და მრუდე არაფერია მათში. წრფელია ყოველი მათგანი გამგებისთვის და მართებული – ცოდნის მპოვნელისთვის.

იგავნი 30:5
ღმერთის ყოველი სიტყვა ნაცადია; ფარია იგი მათთვის, ვინც მას შეეფარება.

2 ტიმოთეს 3:16-17
მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად და დასარიგებლად სიმართლეში. რათა მზად იყოს ღვთის კაცი და აღჭურვილი ყოველი კეთილი საქმისთვის.

იაკობის 1:25
მაგრამ ვინც უკვირდება თავისუფლების სრულყოფილ რჯულს და რჩება მასში, მომსმენი და დამვიწყებელი კი აღარ არის, არამედ საქმის მქმნელი. კურთხეული იქნება იგი თავის მოქმედებაში.

აბაკუმი 1:13
მეტად სუფთაა შენი თვალები რომ უმზიროს ბოროტებას და უკანონობას ვერ შეხედავ; რატომ უყურებ მტაცებლებს და დუმხარ, როცა ყლაპავს მართალს ბოროტეული?

2 მეფეთა 22:26-27
წყალობის მქნელს – წყალობით ექცევი და წრფელ კაცთან წრფელი ხარ. წმიდასთან – წმიდა ხარ და მზაკვართან – მისი ცბიერებისამებრ.

1 იოანეს 3:3
ყოველმა, ვისაც ეს იმედი აქვს მასში, განიწმიდოს თავი, როგორც ის არის წმიდა.

ფსალმუნები 17:30
უმწიკვლოა ღმერთის გზა, ხალასია სიტყვა უფლისა; ფარია იგი ყველასთვის, ვინც მას შეეფარება.

რომაელთა 12:2
და ნუ მიესადაგებით ამ წუთისოფელს, არამედ გარდაისახენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ღვთის ნება – კეთილი, სასურველი და სრულყოფილი.

იაკობის 1:17
ყოველი კეთილი მისაცემელი და ყოველი სრულყოფილი ნიჭი გადმოდის მაღლიდან, შუქთა მამისგან, რომელთანაც არც ცვლილებაა და არც ჩრდილი ცვალებადობის.

ესაია 40:13-14
ვინ მომართა უფლის სული? ვინ განასწავლა იგი თავისი რჩევით?  ვისთან თათბირობდა, ვინ მისცა გონიერება? ვინ ასწავლა სამართლის ბილიკი და ვინ ჩააგონა გზა ცოდნისა და გონიერებისა?

1 კორინთელთა 13:10
და როცა სრულყოფილი მოვა, ნაწილობრივი განქარდება.

გამოცხადება 21:1-5
და ვიხილე ახალი ცა და ახალი დედამიწა, ვინაიდან პირველმა ცამ და პირველმა დედამიწამ გადაიარეს, და ზღვა აღარ იყო. და ვიხილე წმიდა ქალაქი, ახალი იერუსალიმი, ღვთისგან რომ ეშვებოდა ციდან, გამზადებული, როგორც თავისი საქმროსთვის მორთული საპატარძლო. და გავიგონე ტახტიდან დიდი ხმა, რომელიც ამბობდა: „აჰა, ღმერთის კარავი კაცთა შორისაა, ის დამკვიდრდება მათ შორის; იქნებიან ისინი მისი ხალხები და თვით ღმერთი იქნება მათთან. მოსწმენდს ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი; აღარ იქნება გლოვა, გოდება და ტკივილი, ვინაიდან გადაიარა უწინდელმა”.

Advertisements