ღვთის მამობა ბიბლიის მუხლები

1 კორინთელთა 8:6
ჩვენ გვყავს ერთი მამა ღმერთი, რომლისგანაც არის ყოველი და ჩვენ მისთვის ვართ; და ერთი უფალი, იესო ქრისტე, რომლის მიერ არის ყოველივე და ჩვენც მის მიერ ვართ.

მეორე რჯული 32:6
ამას მიაგებ უფალს, ბრიყვო და უგუნურო ხალხო? განა ის არაა მამაშენი, ვინც გაგაჩინა, გამოგისყიდა და დაგაფუძნა?!

ესაია 64:8
ახლა კი, უფალო, მამა ხარ ჩვენი, ჩვენ თიხა ვართ, შენ კი მექოთნე; შენი ხელის ნაკეთობა ვართ ყველანი.

ოსია 11:1
შევიყვარე ისრაელი, როცა ყრმა იყო და ეგვიპტიდან მოვუხმე ჩემს ძეს.

იერემია 3:19
მაგრამ ვთქვი: როგორ შეგრაცხო ჩემს ძეთა შორის და მოგცე სასურველი ქვეყანა, წარმართი ხალხების მშვენიერი სამკვიდრებელი? მიწოდებ მამას და აღარ განდგები ჩემგან.

ფსალმუნები 67:5
ობოლთა მამაა და ქვრივთა მსაჯული – ღმერთი, თავის წმიდა სამყოფელში,

მათეს 6:26
შეხედეთ ცის ფრინველებს: არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებში აგროვებენ, და თქვენი ზეციერი მამა ასაზრდოებს მათ. განა თქვენ მათზე ბევრად უკეთესები არა ხართ?

ლუკას 11:13
ჰოდა, თუ თქვენ, ბოროტებმა იცით თქვენი შვილებისთვის კეთილ მისაცემთა მიცემა, მითუმეტეს ზეციერი მამა მისცემს სულიწმიდას იმათ, ვინც სთხოვს”.

იგავნი 3:11-12
შვილო, უფლისგან წვრთნას ნუ უგულებელყოფ და მისი შეგონება ნუ მოგძულდება. რადგან, ვინც უყვარს უფალს, იმას სჯის კიდეც, როგორც მამა – შვილს, თავის საქებარს!

რომაელთა 15:6
რათა ერთსულოვნად, ერთი პირით ადიდოთ ღმერთი, ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მამა.

1 პეტრეს 1:3
კურთხეულია ღმერთი და ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მამა, რომელმაც თავისი მრავალი წყალობითა და იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომით ხელახლა გვშვა ჩვენ ცოცხალი იმედით.

1 იოანეს 1:3
რაც გვინახავს და მოგვისმენია, გაუწყებთ, რომ თქვენც გქონდეთ მოზიარეობა ჩვენთან, ხოლო ჩვენი მოზიარეობა არის მამასთან და მის ძესთან, იესო ქრისტესთან.

იერემია 31:9
ქვითინით მოვლენ და წყალობას შემევედრებიან. წარვუძღვები სწორი ბილიკით წყლის ნაკადულებისკენ; არ წაიბორძიკებენ, რადგან მამა ვარ ისრაელისთვის, ეფრემი კი პირმშოა ჩემი.

გამოსვლა 4:22
უთხარი ფარაონს, ასე ამბობს-თქო უფალი: ჩემი ძე, ჩემი პირმშოა, ისრაელი;

ესაია 63:16
რადგან შენა ხარ ჩვენი მამა, თუმცა არ გვიცნობს აბრაჰამი და ისრაელი არ გვაღიარებს; ო, უფალო, შენა ხარ ჩვენი მამა და საუკუნოდ ჩვენი გამომსყიდველია შენი სახელი.

მალაქია 2:10
განა ყველას ერთი მამა არა გვყავს? განა ერთმა ღმერთმა არ შეგვქმნა? რატომ ღალატობთ ერთი-მეორეს და ბღალავთ ჩვენი მამების აღთქმას?

მათეს 6:9
თქვენ კი ასე ილოცეთ: მამაო ჩვენო, რომელიც ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი;

Advertisements