გზა ბიბლიის მუხლები

იოანეს 14:6
უთხრა მას იესომ: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ვერავინ მიდის, თუ არა ჩემით.

იოანეს 10:9
მე ვარ კარი: ვინც ჩემით შედის, გადარჩება. შევა, გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს.

იოანეს 14:4-6
და სადაც მე მივდივარ, თქვენ იცით ის გზა”. უთხრა თომამ: „უფალო, არ ვიცით, სად მიდიხარ, და გზა როგორღა გვეცოდინება?” უთხრა მას იესომ: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ვერავინ მიდის, თუ არა ჩემით.

1 ტიმოთეს 2:5
ვინაიდან ერთია ღმერთი და ერთია ღმერთსა და კაცთა შორის შუამავალი – კაცი ქრისტე იესო,

ებრაელთა 10:19-20
მაშ, ძმანო, რაკი იესოს სისხლის მეშვეობით გაბედულება გვაქვს შევიდეთ წმიდათა წმიდაში, ჩვენთვის ბოძებული ახალი და ცოცხალი გზით, რომელიც გაგვიხსნა, კრეტსაბმელით, – რაც მისი სხეულია,

საქმეები 4:12
სხვა არავისში არსებობს ხსნა და არც არის ცის ქვეშ ადამიანთათვის მიცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით”.

მარკოზის 16:16
ვინც ირწმუნებს და მოინათლება, გადარჩება; ხოლო, ვინც არ ირწმუნებს, მსჯავრდადებული იქნება.

იოანეს 1:12-13
მაგრამ, ვინც მიიღო და ირწმუნა მისი სახელი, მათ მისცა ხელმწიფება ღვთის შვილებად გახდომისა. ისინი იშვნენ არა სისხლისგან, არა ხორცის ნდომისგან, არა მამაკაცის ნდომისგან, არამედ ღვთისგან.

იოანეს 3:15-16
რათა ყველას, ვინც მას ირწმუნებს, საუკუნო სიცოცხლე ჰქონდეს. ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.

საქმეები 16:31
მათ უთხრეს: „იწამე უფალი იესო და გადარჩები შენც და მთელი შენი სახლეულიც”.

რომაელთა 10:9
იმიტომ, რომ თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა მკვდრეთით აღადგინა იგი, გადარჩები.

ეფესელთა 2:8
ვინაიდან მადლით ხართ გადარჩენილნი, რწმენის მეშვეობით, და ეს თქვენგან კი არაა, არამედ ღვთის საჩუქარია.

Advertisements