იერუსალიმის განადგურება ბიბლიის მუხლები

2 მეფეთა 24:16
ხოლო როცა გაიწოდა ხელი ანგელოზმა იერუსალიმისკენ მის დასაღუპად, უფალმა აკმარა უბედურება და უთხრა ხალხის დამღუპველ ანგელოზს: „კმარა, ახლა უკან წაიღე ხელი!“ იებუსელი არავნას კალოსთან იდგა უფლის ანგელოზი.

4 მეფეთა 21:12
ამიტომაც ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, ისეთ ბოროტებას დავატეხ იერუსალიმს და იუდას, რომ ყურები ჟუილს დაუწყებს იმის გამგონეს.

2 მეფეთა 14:13
ხოლო ამაციაჰუ, იუდას მეფე, იოაშ ახაზიაჰუს ძის ძე, შეიპყრო იოაშ ისრაელის მეფემ ბეთ-შემეშში და მიადგა იერუსალიმს. და დაანგრია იერუსალიმის კედელი ეფრემის კარიბჭიდან კუთხის კარიბჭემდე, ოთხასი წყრთის სიგრძეზე.

4 მეფეთა 25:8-10
მეხუთე თვის მეშვიდე დღეს, ეს იყო ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორის, მეცხრამეტე წელი, მოვიდა ნებუზარდანი – ქონდაქართუხუცესი, ბაბილონის მეფის მსახური, იერუსალიმში, და გადაწვა უფლის სახლი და მეფის სახლი, და იერუსალიმის ყველა სახლი, ყველა დიდი სახლი ცეცხლს მისცა. და დაანგრია კედლები იერუსალიმის ირგვლივ ქალდეველთა ლაშქარმა, რომელიც ქონდა-ქართუხუცესს მოჰყვა.

ნეემია 1:3
და მითხრეს მე: „დარჩენილნი, ტყვეობას რომ გადაურჩნენ იქ, თავიანთ ქვეყანაში, დიდ უბედურებასა და სირცხვილში არიან; და იერუსალიმის კედელი დარღვეულია და მისი კარიბჭენი ცეცხლით არის გადაბუგული.”

ნეემია 2:17
და მხოლოდ ვუთხარი: „თქვენ ხედავთ, რა უბედურ დღეში ვართ, როგორაა იერუსალიმი მოოხრებული და როგორ არის ცეცხლში დაბუგული მისი კარიბჭენი; წავიდეთ და ავაშენოთ იერუსალიმის კედელი და ნუღარ ვიქნებით ასე შერცხვენილნი.

ფსალმუნები 78:1
ღმერთო, ხალხები მოვიდნენ შენს სამკვიდრებელში; შებილწეს შენი წმიდა ტაძარი, იერუსალიმი ნანგრევებად აქციეს.

ფსალმუნები 136:7
გაუხსენე, უფალო, ედომის შვილებს დღე იერუსალიმისა, როცა ამბობდნენ: „დაანგრიეთ, დაანგრიეთ ის ძირისძირამდე!”

ესაია 52:9
მხიარულად შემოსძახეთ, იმღერეთ ერთად, იერუსალიმის ნანგრევებო, რადგან ანუგეშა უფალმა თავისი ერი, გამოისყიდა იერუსალიმი.

იერემია 9:11-13
და გავხდი იერუსალიმს ქვის გროვად, ტურების ბუნაგად და იუდას ქალაქებს გავხდი უდაბურს, უკაცრიელს.” ვინ არის ის ბრძენი კაცი, რომ ეს გაიგოს? და ვის ელაპარაკა უფლის ბაგე, რომ გამოაცხადოს, თუ რისთვის დაიღუპა ქვეყანა, აოხრდა, როგორც უდაბნო, არავინ არის იქ გამვლელი. და თქვა უფალმა: „რადგან დატოვეს ჩემი რჯული, რომელიც მე მივეცი მათ და არ შეისმინეს ჩემი ხმა, და არ გაჰყვნენ მას,

იერემია 13:9
ეს არის, რაც თქვა უფალმა: „ასე დავალპობ იუდას სიამაყესა და იერუსალიმის დიდ სიამაყეს.

იერემია 44:2-6
ასე თქვა ცაბაოთ უფალმა, ისრაელის ღმერთმა: თქვენ იხილეთ ყველა ის უბედურება, რაც მე მოვაწიე იერუსალიმსა და იუდეის ყველა ქალაქს, და აოხრებულია დღეს ისინი და არავინ ცხოვრობს იქ, იმ ბოროტების გამო, რომელსაც ისინი ჩემს გასამწარებლად აკეთებდნენ, რომ უკმევდნენ და ემსახურებოდნენ უცხო ღმერთებს, რომლებსაც არ იცნობდნენ, და არ იცნობდით არც თქვენ და არც თქვენი მამები. და მე გიგზავნიდით ჩემს მსახურთ – წინასწარმეტყველთ – რომ ეთქვათ: ნუ გააკეთებთ ამ სისაძაგლეს, რომელიც მე მძულს-მეთქი; მაგრამ ისინი არც მისმენდნენ და ყურსაც არ იბერტყავდნენ, რომ მოქცეულიყვნენ ბოროტებიდან და არ ეკმიათ უცხო ღმერთებისათვის. და გადმოინთხა ჩემი გულისწყრომა და ჩემმა რისხვამ მოიცვა იუდეის ქალაქები და იერუსალიმის ქუჩები, და ნაოხარად იქცნენ ისინი, რასაც დღესაც ხედავთ.

გოდება იერემიასი 2:9
მიწაში ჩაეფლნენ მისი კარიბჭენი; მან შემუსრა მისი ურდულები; წარმართებში გადააზღვავა მისი მეფე და მთავრები; აღარ არის რჯული და ვეღარც მისი წინასწარმეტყველნი ხედავენ ხილვებს უფლისაგან.

ეზეკიელი 33:21
ჩვენი გადასახლების მეთორმეტე წლის, მეათე თვის მეხუთე დღეს, მოვიდა ჩემთან ერთი გადარჩენილი იერუსალიმიდან და მითხრა: დაიქცაო ქალაქი.

დანიელი 9:2
მისი მეფობის პირველ წელს მე, დანიელმა, წიგნებით გავიგე იმ წლების რიცხვი, რომლის შესახებაც იყო უფლის სიტყვა იერემია წინასწარმეტყველის მიმართ, რომ სამოცდაათი წელიწადი შეუსრულდებოდა იერუსალიმის ნანგრევებს.

ლუკას 21:20
და როდესაც იხილავთ იერუსალიმს, ლაშქრით გარშემორტყმულს, მაშინ იცოდეთ, რომ მოახლოვდა მისი გაუდაბურება