იერუსალიმის კედლის მშენებლობა ბიბლიის მუხლები

3 მეფეთა 3:1
დაუმოყვრდა სოლომონი ფარაონს, ეგვიპტის მეფეს და მოიყვანა ფარაონის ასული. დავითის ქალაქში, ვიდრე დაასრულებდა თავის სახლს, უფლის სახლს და ზღუდეს იერუსალიმის ირგვლივ.

3 მეფეთა 9:15
ეს არის სოლომონ მეფისგან დაწესებული ბეგარა უფლის სახლისა და თავისი სახლის, მილოს, იერუსალიმის კედლის, ხაცორის, მეგიდოს და გეზერის ასაშენებლად.

2 ნეშტთა 27:3
და ააგო უფლის სახლის ზემო კარიბჭე და ყოფელის კედელიც ბევრგან აღადგინა.

2 ნეშტთა 33:14
ამის შემდეგ გარე კედელი შემოუშენა დავითის ქალაქს გიხონის დასავლეთით, ხევისკენ, თევზთა კარიბჭის შესასვლელამდე, გარს შემოარტყა ყოფელს და ძალზე აამაღლა, და მხედარათმთავრები ჩააყენა იუდას ყველა გამაგრებულ ქალაქში.

ფსალმუნები 50:18
კეთილი უყავ შენი სურვილით სიონს, ააშენე გალავნები იერუსალიმისა.

2 ნეშტთა 32:5
მოიცა ძალი და ამოაშენა ყველა დანგრეული კედელი, აამაღლა გოდლები და გარედან კიდევ სხვა კედელი შემოაშენა. გაამაგრა მილო დავითის ქალაქში, დაამზადა დიდძალი საჭურველი და ფარები.

ესაია 22:10
და ითვლიდით იერუსალიმის სახლებს და ანგრევდით იმ სახლებს გალავნის გასამაგრებლად,

ეზრა 4:12
იცოდეს მეფემ, რომ იუდაელნი, რომელნიც ამოვიდნენ შენგან, მოვიდნენ ჩვენთან, იერუსალიმს, და აშენებენ მეამბოხე და ბოროტ ქალაქს; და კედლებს ასრულებენ და ბურჯებს ამაგრებენ.

ეზრა 5:8
იცოდეს მეფემ, რომ ჩვენ ვიყავით იუდას მხარეში, დიდი ღმერთის სახლთან. იგი შენდება დიდრონი ქვებისაგან, კედლებში ძელებს ატანენ, მუშაობა სწრაფად მიდის და წარმატებით მათ ხელში.

ნეემია 3:1
და ადგნენ ელიაშიბ მღვდელთმთავარი და მისი ძმები, მღვდლები, და ააშენეს ცხვრის კარიბჭე; მათ აკურთხეს იგი და ჩაუყენეს კარები და აკურთხეს მეას კოშკამდე და ხანანელის კოშკამდე. და მის გვერდით აშენებდნენ იერიხოელები, ხოლო მათ გვერდით აშენებდა ზაქურ იმრის ძე. და თევზთა კარიბჭეს აშენებდნენ ჰსენაას ძენი; მათ გადახურეს იგი და ჩააყენეს კარებები თავისი კლიტეებითა და ურდულებით. და მათ გვერდით კედელს ამაგრებდა მერემოთი, ძე ურიასი, ძისა ჰაკოცისა. მათ გვერდით ამაგრებდა მეშულამი, ძე ბერექიაჰუსი, ძისა მეშეზაბელისა და მათ გვერდით – ცადოკ ბაყანას ძე. და მათ გვერდით ამაგრებდნენ თეკოაყელები, მაგრამ მათი დიდებულნი კისერს არ დებდნენ თავიანთი უფლის საქმეში. და ძველ კარიბჭეს ამაგრებდნენ იოადაყი, ძე ფასეახის, და მეშულამი, ძე ბესოდეიასი; მათ გადახურეს იგი და ჩაუყენეს კარებები თავისი კლიტეებითა და ურდულებით. და მათ გვერდით ამაგრებდნენ მელატია გაბაონელი და იადონ მერონოთელი, გაბაონისა და მიცფას მკვიდრები, რომელნიც მდინარისგაღმელი განმგებლის მფლობელობაში იყვნენ. მის გვერდით ამაგრებდა ყუზიელ ხარჰაიას ძე, ოქრომჭედელი, და მის გვერდით ამაგრებდა ხანანია, ძე ერთ-ერთი მენელსაცხებლისა, და აღადგინეს იერუსალიმი ფართო კედლამდე. და მის გვერდით ამაგრებდა რეფაია ხურის ძე, იერუსალიმის ნახევარსამთავროს მთავარი. და მის გვერდით ამაგრებდა იედაია, ძე ხარუმაფისა – თავისი სახლის წინ. და მის გვერდით მას ამაგრებდა ხატუშ ხაშაბნიას ძე. მეორე უბანი გაამაგრა მალქიამ, ხარიმის ძემ და ხაშუბმა, ფახათ-მოაბის ძემ; და მათ გაამაგრეს ღუმლების გოდოლი. და მის გვერდით გაამაგრა შალუმმა, ჰალოხეშის ძემ, იერუსალიმის ნახევარი სამთავროს მთავარმა, თვითონ და მისმა ასულებმა. ხევის კარიბჭე გაამაგრეს ხანუნმა და ზანოახის მკვიდრებმა; მათ ააშენეს იგი და ჩაუყენეს კარებები მისი კლიტეებით და მისი ურდულებით; და მათვე გაამაგრეს ასი წყრთა კედელი სანაგვის კარიბჭემდე. და სანაგვის კარიბჭე გაამაგრა მალქიამ, რეხაბის ძემ, ბეთ-ჰაქერემის სამთავროს მთავარმა; მან ააშენა იგი და ჩაუყენა კარებები მისი კლიტეებითა და ურდულებით. და წყაროსთვალის კარიბჭე გაამაგრა შალუნმა, ქოლ-ხოზეს ძემ, მიცფას სამთავროს მთავარმა; მან აღადგინა და გადახურა იგი, ჩაუყენა კარებები მისი კლიტეებითა და ურდულებით; და მანვე ააშენა კედელი შელახის აუზისა, მეფის ბაღთან დავითის ქალაქიდან ჩასასვლელ კიბეებამდე. მის შემდეგ გაამაგრა ნეემიამ, ყაზბუკის ძემ, ბეთ-ცურის ნახევარსამთავროს მთავარმა, დავითის საფლავის მოპირდაპირე მხარემდე, და ხელოვნურ ტბორამდე და გმირთა სახლამდე. მის შემდეგ გაამაგრეს ლევიანებმა რეხუმის, ბანის ძის, ხელმძღვანელობით და მის გვერდით გაამაგრა ხაშაბიამ, კეყილას ნახევარსამთავროს მთავარმა, თავისი სამთავროს სახელით. მის შემდეგ გაამაგრეს მათმა ძმებმა: ბავაი ხენადადის ძემ, კეყილას ნახევარსამთავროს მთავარმა. მის გვერდით – ყეზერ იესოს ძემ, მიცფას სამთავროს მთავარმა, გაამაგრა კედლის მეორე უბანი საჯაბადროს ასასვლელის პირდაპირ, კუთხესთან. მის შემდეგ თავგამოდებით გაამაგრა მეორე უბანი ბარუქ ზაბაის ძემ – კუთხიდან ელიაშიბ მღვდელმთავრის სახლის კარამდე. მის შემდეგ მეორე უბანი გაამაგრა მერემოთმა, ურიას ძემ, ძისა ჰაკოცისა – ელიაშიბის სახლის კარიდან ელიაშიბის სახლის ბოლომდე. და მის შემდეგ სანახებში მცხოვრებმა მღვდლებმა გაამაგრეს. მის შემდეგ ბენიამინმა და ხაშუბმა, თავიანთი სახლის წინ; მათ შემდეგ თავის სახლთან გაამაგრა ყაზარიამ მაყასეიას ძემ, ძისა ყანანიასი; მათ შემდეგ გაამაგრა ბინუი ხენადადის ძემ, მეორე უბანი – ყაზარიას სახლიდან კუთხემდე და მოსახვევამდე. ფალალ უზაის ძემ გაამაგრა იმ კუთხის და გოდოლის წინ, რომელიც მეფის ზემო სახლიდან გამოდის და სატუსაღოს ეზოს ემიჯნება. მის შემდეგ იყო ფედაია, ძე ფარყოშისა. ტაძრის მსახურებმა კი, ყოფელში რომ ცხოვრობდნენ, გაამაგრეს წყლის კარიბჭისა და გამოშვერილი გოდოლის წინ, აღმოსავლეთით. მის შემდეგ თეკოაყელებმა გაამაგრეს მეორე მხარე დიდი გამოშვერილი გოდოლის პირდაპირ ყოფელის ზღუდემდე. ცხენების კარიბჭის ზემოთ მღვდლებმა გაამაგრეს – თითოეულმა თავისი სახლის წინ. მის შემდეგ გაამაგრა ცადოკმა, იმერის ძემ, თავისი სახლის წინ და მის შემდეგ გაამაგრა შემაყია შექანიას ძემ, აღმოსავლეთის კარიბჭის მცველმა. მის შემდეგ ხანანია შელემიას ძემ და ხანუნ ცალაფის მეექვსე ძემ გაამაგრეს მეორე უბანი; მის შემდეგ ამაგრებდა მეშულამ ბერექიას ძე თავისი ბინის წინ. მის შემდეგ გაამაგრა მალქიამ, ცორფის ძემ, ტაძრის მსახურთა და ვაჭართა სახლამდე, სათვალთვალო კარიბჭის პირდაპირ, კუთხის ზემოთვალამდე. ამ ზემოთვალსა და ცხვრის კარიბჭეს შორის გაამაგრეს მჭედლებმა და ვაჭრებმა.

ნეემია 4:6
და ავაშენეთ ქალაქის კედელი, და შეიკრა მთელი კედელი მისი სიმაღლის ნახევრამდე, და ჰქონდა ხალხს საქმის გულმოდგინება.

ნეემია 6:15
და დასრულდა კედელი ელულის ოცდახუთში – ორმოცდათორმეტ დღეში.

ნეემია 7:1
კედელი რომ აშენდა, კარებები ჩავაყენე და გავამწესე კარისმცველები, მგალობელნი და ლევიანები,

ნეემია 12:27
და იერუსალიმის კედლის სატფურებისას დაძებნეს ლევიანები მათ ადგილებში იერუსალიმში მოსაყვანად, რათა ეზეიმათ სატფურება სიხარულით, სამადლობელით, გალობითა და წინწილებით, ჩანგებითა და ქნარებით.

Advertisements