იერუსალიმის წვა ბიბლიის მუხლები

იერემია 21:10
რადგან მე მოვაქციე ჩემი პირი ამ ქალაქის წინააღმდეგ საუბედუროდ და საბოროტოდ,’ – სიტყვა უფლისა, – ‘ბაბილონის მეფის ხელთ გადაეცემა იგი და ცეცხლით გადაწვავს მას.’

მსაჯული 1:8
და შეუტიეს იუდას ძეთ იერუსალიმს და აიღეს იგი, და მოსრეს იგი მახვილის პირით, და ქალაქი ცეცხლს მისცეს.

იერემია 32:29
და მოვლენ ქალდეველნი, მებრძოლნი ამ ქალაქის წინააღმდეგ, და ცეცხლს წაუკიდებენ და გადასწვავენ მას და სახლებს, რომლის ბანებზეც უკმევდნენ ბაყალს და უღვრიდნენ საღვრელს უცხო ღმერთებს, რათა გავეჯავრებინეთ მე.

იერემია 34:2
„ასე თქვა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: ‘წადი და უთხარი ციდკიაჰუს, იუდას მეფეს, რომ ასე თქვა უფალმა: აჰა, მე ვაძლევ ამ ქალაქს ბაბილონის მეფის ხელს და ცეცხლში დაწვავს მას.

იერემია 34:22
აჰა, მე ვუბრძანებ,’ – სიტყვა უფლისა, – ‘და მოვაბრუნებ მათ ამ ქალაქისაკენ, და იბრძოლებენ მის წინააღმდეგ, და დაიპყრობენ მას და ცეცხლში დასწვავენ. იუდას ქალაქებს კი უდაბნოდ ვაქცევ.’”

იერემია 37:8-10
და მობრუნდებიან ქალდეველნი და შეებრძოლებიან ამ ქალაქს და დაიპყრობენ მას და ცეცხლში დაწვავენ.’ 9 ასე თქვა უფალმა: ‘ნუ მოიტყუებთ თქვენს თავს: წავლენ ჩვენგან ქალდეველნიო, რადგან არ წავლენ. 10 რადგან, კიდევაც რომ დაამარცხოთ ქალდეველთა ლაშქარი, რომელიც თქვენ გებრძვით, და დარჩნენ მათგან კაცნი, მახვილით დაკოდილნი, ისინი აღდგებიან თითოეული თავისი კარვიდან და დაწვავენ ამ ქალაქს ცეცხლში.’”

გოდება იერემიასი 4:11
დაასრულა უფალმა თავისი გულისწყრომა, გადმოღვარა თავისი რისხვის ალი, და დაანთო ცეცხლი სიონზე, რომელმაც შეჭამა მისი საძირკვლები.

ეზეკიელი 5:2
მესამედი კოცონზე დაწვი ქალაქის შუაგულში ალყის დღეების დასრულებისას. და აიღე მესამედი და მახვილით დაკეპე ქალაქის ირგვლივ, მესამედი ქარში გაფანტე და მე გავაშიშვლებ მახვილს მათ უკან.

ნეემია 1:3
და მითხრეს მე: „დარჩენილნი, ტყვეობას რომ გადაურჩნენ იქ, თავიანთ ქვეყანაში, დიდ უბედურებასა და სირცხვილში არიან; და იერუსალიმის კედელი დარღვეულია და მისი კარიბჭენი ცეცხლით არის გადაბუგული.”

ნეემია 2:13-17
და გავედი ღამით ხევის კარიბჭით და გავემართე გველეშაპის წყაროსა და სანაგვის კარიბჭისაკენ, და დავათვალიერე იერუსალიმის დარღვეული კედლები, მისი ცეცხლში გადაბუგული კარიბჭეები. და გავიარე წყაროს კარიბჭისა და მეფის აუზისაკენ, თუმცა არ იყო ადგილი, რომ იმ პირუტყვს გაევლო, რომელზეც ვიჯექი. და ასე ავუყევი ღამით ხევს, დავათვალიერე კედელი, უკან გამოვბრუნდი, მივედი ხევის კარიბჭესთან, და შინ დავბრუნდი. ქალაქის მოხელეებმა არ იცოდნენ, სად დავდიოდი და რას ვაკეთებდი; არც იუდაელებს, არც მღვდლებს, არც დიდებულებს, არც მოხელეებს, არც საქმის მკეთებელთ ჯერ არ ვუმხელდი. და მხოლოდ ვუთხარი: „თქვენ ხედავთ, რა უბედურ დღეში ვართ, როგორაა იერუსალიმი მოოხრებული და როგორ არის ცეცხლში დაბუგული მისი კარიბჭენი; წავიდეთ და ავაშენოთ იერუსალიმის კედელი და ნუღარ ვიქნებით ასე შერცხვენილნი.

იერემია 39:8
მეფის სახლი და ხალხის სახლები ცეცხლში დაწვეს ქალდეველებმა, იერუსალიმის კედლები კი დაანგრიეს.

ეზეკიელი 16:41
და გადასწვავენ შენს სახლებს ცეცხლით, და დაგდებენ მსჯავრს მრავალი ქალის თვალწინ, და მე შევწყვეტ შენს მეძაობას და საჩუქრებსაც აღარ გაიღებ.

ეზეკიელი 15:7
და მივაქცევ ჩემს პირს მათ წინააღმდეგ, ცეცხლიდან გამოვიდნენ და ცეცხლი შეჭამს მათ. მაშინ მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი, როდესაც მივაქცევ ჩემს პირს მათ წინააღმდეგ.

იერემია 17:27
და თუ არ მომისმენთ მე, რომ წმიდაჰყოთ შაბათი დღე და არ იტვირთოთ ტვირთი შაბათ დღეს იერუსალიმის კარიბჭეებში შესვლისას, მაშინ ცეცხლს დავანთებ მის კარიბჭეებში, რომელიც შეჭამს იერუსალიმის სასახლეებს და არ ჩაქრება.”

4 მეფეთა 25:9
და გადაწვა უფლის სახლი და მეფის სახლი, და იერუსალიმის ყველა სახლი, ყველა დიდი სახლი ცეცხლს მისცა.

ესაია 64:11
სახლი ჩვენი სიწმიდისა და დიდებისა, სადაც გაქებდნენ ჩვენი მამები, ცეცხლში დასაწველი გახდა, და ყოველივე ჩვენთვის ძვირფასი ნანგრევებად იქცა.

ფსალმუნები 73:7
ცეცხლს მისცეს შენი ტაძარი, მიწასთან გაასწორეს შენი სახელის სამკვიდრებელი.

Advertisements