იესო ამარცხებს თავის მტრებს ბიბლიის მუხლები

1 კორიმთელთა 15:24-28
მერე დადგება აღსასრული, როცა მეფობას გადასცემს უფალსა და მამას – მას შემდეგ, როცა გააუქმებს ყოველ მთავრობას, ყოველ უფლებასა და ძალას.  ვინაიდან მან უნდა იმეფოს, სანამ ფეხქვეშ არ მოიქცევს თავის ყველა მტერს.  ხოლო უკანასკნელი მტერი, რომელიც განქარდება, სიკვდილია.  იმიტომ, რომ ყოველივე მის ფეხქვეშ დაამხო და დაუმორჩილა. ხოლო როცა ვამბობ, ყოველივე მას დაუმორჩილა-მეთქი, ცხადია, იმის გარდა, ვინც მას დაუმორჩილა ყოველივე.  და როცა ყოველივეს დაუმორჩილებს მას, მაშინ თვით ძეც დაემორჩილება იმას, ვინც ყოველივე მას დაუმორჩილა, რათა ღმერთი იყოს ყველაფერი ყველაფერში.

ფსალმუნი 67:21
დიახ, ღმერთი გაუჭეჭყავს თავს თავის მტრებს, ბანჯგვლიან კეფას – დანაშაულის გზით მოსიარულეს.

ფსალმუნი 109:1
უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე შენს მტრებს შენს ფეხქვეშ არ დავამხობ.

საქმეები 2:34-35
რადგან დავითი არ ამაღლებულა ზეცად; თვითონვე ამბობს: უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ,  ვიდრე დავამხობდე შენს მტრებს შენს ფერხთა სადგამად.

ებრაელთა 1:13
ანგელოზთაგან რომლისთვის უთქვამს ოდესმე: ,,დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე დავამხობდე შენს მტრებს შენს ფერხთა სადგამად?”

 

Advertisements