იესო ბავშვობაში ბიბლიის მუხლები

მათეს 1:23
,,აჰა, დაორსულდება ქალწული, გაუჩნდება ძე და უწოდებენ მას სახელად იმანუელს, რაც ნიშნავს: ჩვენთან არს ღმერთი!”

მათეს 2:11
შიგნით რომ შევიდნენ, დაინახეს ყრმა მარიამთან, თავის დედასთან ერთად, და დამხობილებმა სცეს მას თაყვანი; გახსნეს თავიანთი საუნჯენი და მიართვეს ძღვენი: ოქრო, გუნდრუკი და მური.

ლუკას 2:40
ყრმა კი იზრდებოდა და სულით მტკიცდებოდა, სიბრძნით ივსებოდა და ღმერთის მადლი იყო მასზე.

ლუკას 2:52
ხოლო იესოს ემატებოდა სიბრძნე და ტანი, და მადლი ღმერთისა და კაცთა წინაშე.

ლუკას 2:41-52
მისი მშობლები ყოველ წელს ადიოდნენ პასექის დღესასწაულზე იერუსალიმში.  თორმეტი წლის რომ გახდა, ისინი ჩვეულებისამებრ დღესასწაულზე ავიდნენ იერუსალიმში.  დღესასწაულის დამთავრების შემდეგ, უკან რომ ბრუნდებოდნენ, ყრმა იესო იერუსალიმში დარჩა, იოსებმა და დედამისმა კი ეს არ იცოდნენ. ეგონათ მგზავრთა შორის არისო. ერთი დღის გზა რომ გაიარეს, მაშინღა დაუწყეს ძებნა ნათესავებსა და ნაცნობებს შორის. რომ ვერ იპოვეს, გაბრუნდნენ იერუსალიმში და ეძებდნენ მას.  სამი დღის შემდეგ იპოვეს ტაძარში, მოძღვართა შორის მჯდარი, უსმენდა და ეკითხებოდა მათ.  მსმენელთაგან ყველას აოცებდა მისი გონიერება და სიტყვა-პასუხი.  რომ დაინახეს, გაოცდნენ; უთხრა დედამისმა: ,,ასე რად მოგვექეცი, შვილო? აჰა, მამაშენი და მე შეწუხებულნი დაგეძებდით”.  უთხრა მათ: ,,რატომ მეძებდით? ნუთუ არ იცით, რომ რაც მამაჩემისაა, იმაში უნდა ვიყო?”  მაგრამ მათ ვერ გაიგეს მისი ნათქვამი.  გაჰყვა მათ და ნაზარეთში დაბრუნდა; ყველაფერში ემორჩილებოდა მათ. დედამისმა კი გულში ჩაიმარხა ყოველივე ეს.  ხოლო იესოს ემატებოდა სიბრძნე და ტანი, და მადლი ღმერთისა და კაცთა წინაშე.

ებრაელთა 4:15
ვინაიდან ისეთი მღვდელმთავარი როდი გვყავს, რომ ვერ შეძლოს თანაგრძნობა ჩვენს უძლურებაში, ის ჩვენსავით გამოცდილია ყველაფერში, გარდა ცოდვისა.

Advertisements